Tuesday, February 28, 2012

ფილოქტეტი და ჰერკულესი ( გიორგი როფუსი 7 წლის)


სურათები ინტერნეტში მოიძია გიორგი როფუსმა.

ჩემი კომენტარი: ფილოქტეტი ტროას ომის ერთ ერთი მონაწილე, რომლის მშვილდ ისრის გარეშე წინასწარმეტყველების მიხედვით ბერძნები ტროას აღებას ვერ მოახერხებდნენ. ფილოქტეტის ისრბეი ჰიდრას შხამით იყო გაჟღენთლი, ფილოქტეტს ეს მშვილდ ისარი მისმა მეგობარმა ჰერკულესმა დაუტოვა სიკვდილის წინ.


ოდისევსის ეშმაკობები ( ავტორი გიორგი თევდორაძე 7 წლის)




ერთხელ ოდისევსს ომში წასვლა არ უნდოდა და ასეთი რამ გააკეთა, თავი მოიშტერა, გუთანი აიღო და მარილის თესვა დაიწყო. ერთმა ჭკვიანმა გმირმა პალომედმა წინ მისი ბავშვი დაუსვა და ოდიესვსი შეჩერდა, მაშინ ყველა მიხვდა,რომ ოდისევსი იტყვილებოდა. ოდიესევს არ დავიწყებია ეს და სამაგიეროს გადახდა დაიწყო. იმ გმირს კარავში ფულით სავსე ქისა შეუგდო შუა "ტროას ომში" და ასეთი წერილი დაწერა: "თუ შენ გაიყვან შენ ჯარს ფულს მოგცემ" და მისცა. იმ გმირს უთხრა(ოდიესვსმა -შენიშვნა ჩემია), რომ ეს წერილი ტროას მეფემ მოგწერა, მაშინ ჯარს უთხრა,რ ომ უკან დავიხიოთო და როცა გამოართვეს წერილი უტხრეს, რომ შენ კარავში ფულით სავსე ქისა იქნებაო და მართლაც იყო, ამიტომ ბერძნებმა თავი მოჰკვეთეს იმ გმირს ( ჩემი შენიშვნა: ქვებით ჩაქოლეს).

მეორე ამბავი ოდისევსის ეშმაკობაზე
აქილევსის დედას ეშინოდა, რომ აქილევსი ომში გაეშვა და ქალის ფორმა ჩააცვა, მაშინ ოდისევსმა ასეთი რამ მოიგონა, გააკეთა მაღაზია უამრავი მზითვებით და ბოლოში ფარი და ხმალი დადო, ვინც აირჩევდა ფარს და ხმალს ის იქნებოდა აქილევსი. უცებ ხმა მოისმა ( ჩემი შენიშვნა: ქალაქში შემომავალი უცხო ჯარის) და აქილევსმა დასტაცა ფარს და ხმალს ხელი და მაშინ ყველა მიხვდა, რომ ეს აქილევსი იყო.

Sunday, February 5, 2012

მსოფლიო მითოლოგია ბავშვებისთვის

მოცემული ბლოგი შექმნილია , საკვირაო სკოლა academus ის მოსწავლეებისთვის და მსოფლიო მითოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის, რომელთა სტატიები და ნამუშევრები დაიდება ჩვენს გვერძე.
სტატიების ავტორები ძირითადად მოსწავლეები იქნებიან, მე გავუწევ მათ რედაქტირებას და განვათავსებ ჩვენს გვერძე.
პატივისცემით ვლასი ვაწაძე