Friday, March 30, 2012

ზევსი ( გიორგი როფუსი 7 წლის)

ზევსი იყო კრონოსის და რეას ერთადერთი შვილი. ის იზრდებოდა კუნძულზე. როცა დავაჟკაცდა აუმხედრდა თავის მამას და აიძულა ისევ დაებრუნებინა ქვეყნად მის მიერ გადაყლაპული შვილები. ბრძოლა 10 წელწადი გრძელდებოდა, სანამ ტიტანების დამარცხებით დამთავრდა.

ფილოქტეტი და გველი ( გიორგი როფუსი 7 წლის)

ერთხელ გველი წავიდა ერთ კაცტან უკბინა, მერე მივიდა მეორე კაცთან და მერე მივიდა ფილოქტეტთან და მაგასაც უკბინა. ფილოქტეტი ცოტათი გახდა, სარამოს ტყეში წაიყვანეს და იქ დატოვეს.


ჰექტორის დახასიათება ( მიშო ჟურული 7 წლის)

ჰექტორი არის ძალიან ძლიერი, არა წესების დამრღვევი და თავისი ქვეყნის დამცველი.


ტროელების სამართლიანი ბრძოლა ( მიშო ჟურული 7 წლის)

" ტროელები იმიტომ არიან კარგები, რომ წესებს იცავენ ( იგულისხმება მენელაოსს პარისის ბრძოლა, როდესაც ბატონი მიშოს აზრით მენელაოსმა ბრძოლის წინ დადებული პირობა დაარღვია) და თავის ქვეყანას იცავენ".


ვლასი ვწაძე- მიშოს დავალებად მივეცით დაეცვა ტროელთა მხარე,დაესაბუთებინა ტროელების სამართლიანობა ბერძენთა წინააღმდეგ ომში.
ვფიქრობ მიშომ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ რთულ დავალებას.

არტემიდე და იფიგენია ( მიშო ჟურული 7 წლის)

ვიღაც ბერძენმა მოკლა ირემი. ის ირემი აღმოჩნდა ღვთაების. პარისმა რომ მოიტაცა ელენე ეგ ღმერთი გაბრაზდა და ბერძნებს არ უშვებდა ტროელებთან საომრად ( ჩემი შენიშვნა: არტემიდე რა თქმა უნდა ელენეს გატაცების გამო არ გაბრაზებულა, მისი გაბრაზება ბერძნებისადმი გამოწივია იმან, რომ მას ბერძნებმა მსხვერპლი არ შესწირეს)., ამიტომ ვიღაცის შვილი უნდა მოეკლათ. მიიყვანეს ეგ პატარა გოგო ( ჩემი შენიშვნა: ანუ იფიგენია, აგამემნონის ასული) და უტხრეს აქილევს უნდა შევრთოთ ცოლადო, აქილევს გაუხარდა, რა კარგია რომ ცოლად უნდა შეგირთოვო, თუმცა აქილევსთან გოგოს დაქროწინების ამბავი სიცრუე აღმოჩნდა. გოგო სამსხვერპლოზე მიიყვანეს, მამას უნდა მოეკლა უკვე,მაგრამ ქალღმერთს შეეცოდა, ნისლი დადგა, გოგოს მაგივრად მამამ ქალღვთაებას ირემი შესწირა. ის გოგო კი მაგ ღმერთის მსახური გახდა.

ტყულის ღმერთი ( ავტორი:ნიკა ზამთარაძე 7 წლის)

ვლასი ვაწაძისგან-ნიკა ზამთარაძე ჩვენი მითოლოგიური ჯგუფის ახალი წევრია, როემლსაც პირველ დავალებად მივეცით მოეგონებინა ახალი მითოლოგიური ღვთაება, განესაზღვრა ფუნქციები, დაერქმია სახელი, არეწერა. თუ როგორ გაართვა თავი ნიკამ მოცემულ დავალებას იხილეთ ქვემოთ:

                                                   ტყუილის ღმერთი
იგი მხირულია, მისი სახელია ზოზი. იგი მფარვლეობს მატყუარებს, მას დიდი ფანტაზია აქვს. იგი ადამიანებს ასაყირებს და ხალისობს. აქვს 6 თვალი. იგი გამხდარია, მაგრამ ძლიერი.

Tuesday, March 13, 2012

მენელაოსი და პარისი ( ავტორი: დათო ალასანია 8 წლის)

ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ, მათ ქვები ერთმანეთს დაუშინეს, მათ ხმლები სადღაც გადაუვარდათ. მენელაუსმა პარისი თმებით წაათრია ჯარისკენ, უცებ აფროდიტემ მას ჩრდილი გადააფარა და იხსნა სიკვდილისაგან.

გმირი სახელად მენელაუსი ( ავტორი: გიორგი თევდორაძე 7 წლის)

იყო ერთი გმირი სახელად მენელაუსი, ის იყო თავმოყვარე, გაუგონარი და ყოველთვის თავისი გაჰქონდა. იგი იყო დაუნდობელი და ძლიერი მეფე. ომებში ხშირად ღებულობდა მონაწილეობას და ორთაბრძოლებშიც ხშირად ებრძოდა მეომრებს. ის იყო ბერძნების მეგობარი.

ბრძოლა მენელაოსსა და პარისს შორის (ავტორები: მიშო ჟურული 7 წლის და გიორგი თევდორაძე 7 წლის)

პარისმა მოიფიქრა ესეთი რამ, მე გამოვალ და ერთი ერთზე ვინმე ჯარისკაცს შევებრძოლებიო.
მენელაოსს ჯერ პარისმა დაარტყა ფარზე, მაგრამ ფარს არაფერი არ მოუვიდა. შემდეგ მენელაუსმა დაარტყა და პარისს ფარი გაუტეხა, მაშინ პარისმა აიღო ლოდი და დაარტყა ,ენელაუსს ფარზე, ფარი ოდნავ გაიბზარა. მენელაუსმაც დაარტყა და პარისი დააგდო, შემდეგ ჩასჭიდა თმაში ხელი და ჯარისკენ წაათრია. შემდეგ ნისლი ჩამოწვა და მენელაუსმა პარისი ვერრა დაინახა.

მითოლოგია ტესტი ბავშვებისთვის ( ასაკი 7-10 წელი) თემა ჰომეროსის ილიადა, „ტროას ციკლი“


  1. ეს სიტყვები ეწერა ვაშლზე, რომელიც პარისს ერთ ერთი ქალღმერთისთვის უნდა გადაეცა
ა. ყველაზე მომხიბვლელს
ბ.ყველაზე ლამაზს
გ. ყველაზე მეომარს
დ. ყველაზე ჭკვიანს

  1. მენელაოსის ეს საცოლე ტროას მეფის უფლისწულმა პარისმა მოიტაცა, რაც გახდა ტროას ომის დაწყების მიზეზი. რა ერქვა ამ უმშვენიერეს ქალბატონს?
ა. იფიგენია
ბ. არტემიდე
გ. ელენე
დ. ბრისაიდა

  1. მეფე აგამემნონმა თავისი ეს ქალიშვილი მონადირების ქალღმერთ არტემიდეს შესწირა მსხვერპლად
ა. იფიგენია
ბ. ხრისაიდა
გ. ბრისაიდა
დ. თეტიდა

  1. ქვემოთ წარმოდგენილ რომელ ფოტოზეა გამოსახული სიბრძნის ქალღმერთი, მეომრების მფარველი ქალღმერთი ათენა?
ა.
ბ.

გ.

დ.

  1. ამ ბერძენ გმირს სიკვდილის წინ თავისი შხამიანი ისრები და მშვილდი ჰერკულესმა აჩუქა, ერთ ერთ კუნძულზე ყოფნის დროს კი გველმა უკბინა, რის გამოც სხვა ბერძენმა გმირებმა ის კუნძულზე დატოვეს. რა ექრვა ამ გმირს?
ა. ფილოქტეტი
ბ. აიაქსი
გ. პალომედი
დ. დიომედი
  1. რომელი ბერძენი გმირი გადახტა პირველი ხომალდიდან ტროასთან და ცოცხალი დარჩა?
ა. მენელაოსი
ბ. ოდისევსი
გ. აგამემნონი
დ. ნესტორი

  1. ამ ღვთაების ტაძრის მსახური მივიდა აგამემნონთან, რომ ეთხოვა მისი ქალიშვილების ხრისაიდას და ბრისაიდას დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღო და ბერძენთა ბანაკიდან იქნა გაძევებული, რისთვისაც ამ ღმერთმა ბერძნები დასაჯა და 10 დღის განმავლობაში ისრებით ხოცავდა.
ა. ზევსის
ბ. არესის
გ. აპოლონის
დ. არტემიდეს

  1. აქილევსის დედა ფეტიდამ, თავისი შვილი ტროას ომში რომ არ წაეყვანათ კუნძულზე გადამალა და ასეთ ტანსაცმელში გამოაწყო რომ ვერავის ვერ ეცნო.
ა. მეომრის ტანსაცმელში
ბ. ქალის ტანსაცმელში
გ. ვაჭრის ტანსაცმელში
დ. მეზღვაურის ტანსაცმელში
  1. ბერძენ მწერალი ჰომეროსი მიუხედავად იმისა რომ ეს არ შეეძლო, მაინც დაწერა ნაწარმოები ტროას ომის შესახებ. რა ვერ შეეძლო ჰომეროსს?
ა. ვერ ხედავდა-ბრმა იყო
ბ. ვერაფერი ვერ ესმოდა-ყრუ იყო
გ. ვერ ლაპარაკობდა-მუნჯი იყო
დ. ხელები არ ჰქონდა
  1. გმირ პალომედს ამ მეორე გმირმა ჩუმად კარავში ფული შეუგდო ტროას მეფის წერილით, რის შემდეგაც გმირი პალომედი ქვებით ჩაქოლეს როგორც მოღალატე. რა ერქვა იმ ეშმაკ გმირს, რომელმაც პალომედი სასიკვილოდ გაწირა და ფულის ქისა შეუგდო კარავში?
ა. დიომედი
ბ. პარისი
გ. აგამემნონი
დ. ოდისევსი


პასუხები:
1. ბ
2. გ
3. ა
4.დ
5. ა
6. ბ
7.გ
8.ბ
9.ა
10. დ






Thursday, March 8, 2012

პალამედი ( ვლასი ვაწაძე - მითოლოგიის მასწავლებელი)

ორიოდე სიტყვით მინდა გავამახვილო ყურადრება ტროას ომის ერთ ერთ გმირზე -პალამედზე.
პალამედი ჰომეროსის მიხედვით სხვა ბერძენ გმირებში ჭკვით, მოსაზრებულობით გამოირჩეოდა. ოდისევს შურდა პალამედის და სძულდა იმის გამო, რომ ზუსტად პალამედმა გამოშკარავა ოდისევსის ტყვილი, როდესაც ეს უკანასკნელი თავს იგიჟიანებდა და მარილს სტესავდა მიწაზე, მაშინ პალამედმა ტყუილის გასააშკარავებლად მისი გუთნის წინ, მამას საკუთარი შვილი ტელემაქი დაუდო, ოდიესევსი შეჩერდა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ის თავს იგიჟიანებდა, შემდგომში ოდიესვსმა უკვე ტროაში ყოფნის დროს შური იძია პალამედზე, დაადანასაულა რა ტროას მეფის პრიამოსისგან მოსყიდვაში და კარავში ოქროთი სავსე ქისა შეგდო, ასევე შესთხზა ცრუ წერილი, როემლშიც პრიამოსი იტყობინებოდა, რომ პალამედი მას დახმარებოდა ბერძნების ტროას ტერიტორიიდან მოცილებაში, რისთვისაც ჯილდოდ ოქროს სთავაზობდა. პალამედი სახალხო კრებამ დამნაშავედ ცნო და ბერძნული წესით, როგორც მოღალატე ქვით იქნა ჩაქოლილი.
სხვა პოემის  "კიპროსული თქმულებების"( დაწერილ იქნა ძვ.წ. აღ. 6 საუკუნეში, ავტორად ვინმე კიპრიუს ჰალიკარნასელია მიჩნეული) თანახმად კი პალამედი დიომედმა და ოდისევსმა ნავით თევზაობის  დროს წყალში დაახრჩვეს.
საინტერსოა, რომ ჰომეროს ილიადაში ნახსენები არა აქვს პალამედი, ის მხოლოდ ოდიესაში იხსენიება. ნისანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჰომეროსის გმირები ილიადაში თევზს არ მიირთმევენ, მიუხედავად იმისა რომ ზღვით მოგზაურობენ და ზღვასტან არიან დაბანაკებულნი.
პალამედს სტესიხორის მიხედვით მიეწერება 11 ასოს გამოგონება, რომელიც დამატებულ იქნა მოირების მიერ გამოგონილ 7 ასოსთან. ანუ პალამედი შეიძლება ანბანის გამომგჰონებლადაც მივიჩნიოთ. ასევე მას მიეწერება კამათლით თამაშის გამოგონება წარმატებისა და შემტხვევითობის ღმერთ ტიხეს ( თიუხეს, Τύχη) ქანდაკებისთვის მიუძღვნია, ამ ღმერთისადმი აღამრთულ ტაძარში. ასევე მიეწერება შაშკის თამაშის გამოგონება ( საინტერესოა რომ 1836 წელს საფრანგეთში გამოსული საჭადრაკო ჟურნალი მის სახელს ატარებდა),ასევე რიცხვებისაც. პალამედს ყველა ამ დამსახურებისთვის ბერძნები თაყვანს სცემდნენ, ცნობილია პალამედის ქანდაკებებიც.


დამატებითი კომენტარი:
შესაძლოა ტროას ციკლში აღწერილი კომფლიქტი პალამედტან დაკავშირებით არ უნდა იყოს სიმრთლეს მოკლებული, საქმე იმაშია რომ ბერძნულ არმიაში მართლაც უკმაყოფილება რომ იყო გამეფებული ტროას ომის გამო, ამის შესახებ ჰომეროსიც გვიყვება, ერთ ერთ ბერძენ მეომარ თერსიტთან დაკავშირებით, რომელცი თუმცა ქვებით არ ჩაუქოლავთ, მაგრამ ოდიესვსმა მათრახის ზურგზე გადაკვრით დასაჯა, თუმცა უცნაურია ის ფაქტი რომ ბერძენთა სახალხო კრების მიერ რალატში დადანასაულებული იქნა ის პიროვნება, რომელიც ტროაში ომის დაწყების ერთ ერთი აქტიური ინიციატორი იყო..


ავტორი: ვლასი ვაწაძე



ტროას ომის პირველი პერიოდი მოკლედ ( ავტორი დათო ალასანია 7 წლის)

აი მივადექით ტროას. ოდისევსმა თავისი ფარი დააგდო და ზედ შედგა, ერთი გმირი გადმოხტა, ისარი მოარტყეს ( ჩემი შენიშვნა: ტროელებმა. წინასწარმეტყველების მიხედვით, ვიცნ პირველ დაადგამდა ტროას მიწაზე ფეხს დაიღუპებოდა.) და მოკლეს. ჩვენ ზალიან ბევრი ვიბრძოლეთ, თქვეს ზოგეირეთებმა , როდესაც 9 წელი გავიდა, ხალხმაც თქვა: "მოდი წავიდეთ", მანამდე კი ყველა დავასაფლავოთ.
ეს ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდა.

ოდისევსის მიერ პალამედის დაღუპვა (ავტორი დიმა გოგიჩაძე 7 წლის)

ოდისევსმა აგამემნონს წერილი გაუგზავნა, შიგ ეწერა:"პალამედი დამნაშავეა, ის კარავში ოქროს ინახავს "( ჩემი შენიშვნა: რომელიც ტროას მეფე პრიამოსისგან მიიღო, იმის სანაცვლოდ, რომ ბერძნები ტროადან უკან საბერძნეთში დაბრუნებინა) წავიდნენ ბერძნები პალამედის საძებნელად, იპოვეს, შეკრეს და ქვები დაუშინეს. ბევრი ესროლეს, თუ ცოტა პალამედი მკვდარი დაეცა.




დიმა გოგიჩაძე 7 წლის

უთანხმოება აგამემნონსა და აქილევს შორის (გიორგი თევდორაძე 7 წლის)

აქილევსლა და აგამემნონმა 2 გოგო მოიპარეს აპოლონის ტაძრიდან. აგამემნონმა დაუბრუნა, აქილევსმა არა. მე ვფიქრობ, რომ აგამემნონი მოიქცა სწორედ, იმიტომ რომ თუ არ მისცემდა, აპოლონი ტროას დაეხმარებოდა.

გიორგი თევდორაძე 7 წლის