Friday, April 13, 2012

გმირი აიაქსი ( ნიკოლოზი 11 წლის)












აიაქსი ტროას ომის გმირი იყო. ლეგენდის მიხედვით ჰერკულესმა ( ჰერაკლემ) ლომის ტყავში გაახვია, რის შემდეგაც მისი სხეულის დაზიანება შეუძლებელი იყო, როგორც აქილევსის, თუმცა აიაქსაც ჰქონდა სუსტი წერტილი, ეს იყო იღლია.
აქილევსის შემდეგ ბერძენთა შორის ყველაზე დიდი გმირი იყო. ის ტროელთა გმირ ჰექტორსაც კი დაუპირისპირდა, რომელთან ბრძოლასაც აქილევსიც კი ერიდებოდა. გაიმარჯვა აქილევსისა და პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გამართულ თამაშებზე, მოიგო აქილევსის აღჭურვილობა, თუმცა ოდისევსის ეშმაკობით ეს აღჭურვილობა ოდისევს დარჩა, რის შემდეგაც გაგიჟდა და თავი მოიკლა იმ ხმლით, რომელიც თავის დროზე ჰექტორმა ორთაბრძოლის შემდეგ აჩუქა.


შენიშვნა: საუბარია აიაქს ტელამონიდზე

ნიკოლოზთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო, რომ მან ისეთი მასალები მოიძია , რომელიც გაკვეთილის მსვლელობის დროს არ მქონდა მოყოლილი.

ოლიმპოს ღმერთები ტროას ომში - არესი ( სტატიის ავტორი დათო ალასანია 8 წლის)



ზევს არესი ეზიზღებოდა. იგი ომის ღმერთია და იგი მფარველობდა ომს.
იგი უძღოდა ტროელებს. მას ბრძოლაში ქალღმერთი ათენა უპირისპირდებოდა. ათენას მიყავდა ბერძნები. დიომედმა არესს ისარი ესროლა და დაჭრა. არესმა ყვირილი დაიწყო. იგი ავიდა ოლიმპოზე ზევსთან და უთხრა დამეხმარეო, ზევსმა უარი განაცხადა.

ოლიმპოს ღმერთები ტროას ომში - პოსეიდონი( სტატიის ავტორი დათო ალასანია 8 წლის)


პოსეიდონი ზღვის ღმერთია, იგი მფარველობს ზღვას, იგი ზევსის ძმაა.
იგი ეხმარება ტროელებს. იგი ფაქტიურად არ მონაწილეობს ომში. იგი არ იბრძვის, როგორც არესი და სხვა ღმერთბები.