Monday, July 2, 2012

დასკვნითი ტესტი ბერძნულ მითოლოგიაში ( თემა ჰომეროსის ილიადა)



  1. (2 ქულიანი კითხვა)
ეს ადამიანი გახლავთ ავტორი ნაწარმოებისა, სადაც აღწერილია ბრძოლა ბერძნებსა და ტროელებს შორის.

ა. თეზევსი
ბ. ჰენრიხ შლიმანი
გ. ჰომეროსი
დ. ტანტალოსი
  1. (1 ქულიანი კითხვა) 
ვაშლი, რომელზეც ეწერა სიტყვა „ულამაზესი“ ამ ქალღვთაებას ერგო
ა. ათენას
ბ. აფროდიტეს
გ. ჰერას
დ. არტემიდეს


3. ( 3 ქულიანი კითხვა)
ის აგამემნონის ძმა და მშვენიერი ელენეს მეუღლე იყო, რომელსაც პარისმა ელენე მოსტაცა, რა ერქვა ამ ბერძენ გმირს?
ა. დიომედი
ბ.პალამედი
გ. ოდისევსი
დ. მენელაოსი

4. ( 1 ქულიანი კითხვა)
ეს ბერძენი გმირი დედამ ქალის ტანსაცმელით შემოსა, რა ერქვა ამ გმირს?
ა.  პატროკლე
ბ.  აქილევსი
გ.  ნეოპტოლემეოსი
დ.ოდისევსი


5.  ( 4 ქულიანი კითხვა)
აგამემნონის ეს ქალიშვილი მსხვერპლად უნდა შეეწირათ ქალღვთაება არტემიდასთვის
ა. იფიგენია
ბ.ბრისაიდა
გ.ანდრომახა
დ. თეტიდა

 6. ( 2 ქულიანი კითხვა)
ჰერკულესის ამ მეგობარს კუნძულზე გველმა უკბინა, რის გამოც ის ბერძნებმა მიატოვეს, მის შხამიან ისრებთან და მშვილდთან ერთად.
ა. ფენიქსი
ბ. მერელინი
გ. ნეოპტოლემეოსი
დ. ფილოქტეტი

7. ( 5 ქულიანი კითხვა)
რომელი კაცი ღვთაებაა გამოსახული თქვენს წინაშე, თუკი გეტყვით, რომ ის არტემიდეს ძმაა და აქილევსის მოკვლაში პარისს დაეხმარა.
ა. აპოლონი
ბ. ჰეფესტო ( ჰეფესტოსი)
გ. ჰერმესი
დ. დიონისი

8. ( 3 ქულიანი კითხვა)
ამ ბერძენმა გმირმა თავი მოიგიჟიანა რომ ტროას ომში არ წასულიყო
ა. დიომედი
ბ. ოდისევსი
გ. ნესტორი
დ. კალხასი



9.  ( 4 ქულიანი კითხვა)
ამ ბერძენმა გმირმა ერთ ერთ ბრძოლაში დაჭრა ღვთაება არესი
ა. მენელაოსი
ბ. ოდისევსი
გ. დიომედი
დ. აქილევსი

10. ( 5 ქულიანი კითხვა)
თქვენს წინაშე წარმოდგენილი ოთხი ფოტოდან, რომელზეა გამოსახული ომის ღვთაება არესი?
ა.

ბ. 

გ. 
                                          დ.


11. ( 3 ქულიანი კითხვა)
ამ გმირის ნაჩუქარი ხმლით მოიკლა თავი ბერძენმა გმირმა აიაქსმა
ა. აქილევსის
ბ. ჰექტორის
გ. ნესტორის
დ. პარისის

12. ( 4 ქულიანი კითხვა)
აქილევსის ამ მეგობარმა გადაიცვა აქილევსის ტანსაცმელი და ტროელებთან ბრძოლაში დაეხმარა ბერძნებს. ის ჰექტორმა მოკლა.
ა. ნეოპტოლემეოსი
ბ. ფილოქტეტი
გ. აიაქსი
დ. პატროკლე

13. ( 3 ქულიანი კითხვა)
ასე ერქვა ძილის ღვთაებას ბერძნულ მითოლოგიაში, რომელმაც ბულბულის სახე მიიღო და ზევსი დააძინა



ა. ტანატი
ბ. ტანტალოსი
გ. ჰიპნოსი
დ. ჰერმესი
14. ( 2 ქულიანი კითხვა)
ამ ღვთაებამ აქილევსს, პატროკლეს სიკვდილის შემდეგ  ახალი იარაღი გამოუჭედა
ა. ჰეფესტოსმა ( ჰეფესტომ)
ბ. პრომეთემ
გ. ჰერმესმა
დ. ჰერკულესმა

15. ( 4 ქულიანი კითხვა)
აქილევსის სიკვდილის შემდეგ, მისი იარაღი ამ გმირმა იგდო ხელთ.
ა. აიაქსმა
ბ. ჰექტორმა
გ. ნეოპტოლემეოსმა
დ. ფილოქტეტი

16. ( 1 ქულიანი კითხვა)
ჰექტორის სიკვდილის შემდეგ, ფოტოზე გამოსახული ეს ნივთები ტროელებმა სხეულის მის ამ ნაწილზე დაალაგეს

ა. ყურებზე
ბ. ხელებზე
გ. თვალებზე
დ. ლოყებზე
17. ( 2 ქულიანი კითხვა)
მებრძოლი ქალები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით არიან ცნობილნი.

ა. კოლხები
ბ. პიგმეები
გ. არგონავტები
დ. ამაზონები ( ამაზონკები)
18   .  ( 5 ქულიანი კითხვა)
აქილევსის დედას შვილი ქუსლით ეჭირა და ისე აბანავებდა ამ მდინარეში, შვილი უკვდავი რომ გამხდარიყო. რა ერქვა ამ მდინარეს?
პირველი ორი ასოა  სტ
სტ - - - -
19.   ( 4 ქულიანი კითხვა)
ასე ერქვა აქლიევსის შვილს, რომელიც ფილოქტეტთან ჩავიდა კუნძულზე.
ა. მერიონი
ბ. ნეოპტოლემეოსი
გ. პატროკლე
დ. ნესტორი

20.   ( 5 ქულიანი კითხვა)
მიუხედავად იმისა, რომ აქილევსის სხეულის გარშემო გამართულ ბრძოლაში ყველაზე მეტი ტროელი აიაქსმა მოკლა, აქილევსის დედის მიერ დაწესებული პრიზი „აქილევსის იარაღი“ ამ ბერძენ გმირს ერგო. რა ერქვა ამ ცბიერ გმირს?
ა. დიომედი
ბ. ოდისევსი
გ. ფენიქსი
დ. აგამემნონი
  1. ( 5 ქულიანი კითხვა)
ტროელთა ეს წინასწარმეტყველი, თავის შვილებთან ერთად ათენას მიერ გამოგზავნილმა გველებმა შეჭამეს. რა ერქვა ამ წინასწარმეტყველს?


ა. კასანდრა
ბ. უბრალოდ აპოლონის ქურუმი
გ. კალხასი
დ. ლაოკოონი

  1. ( 1 ქულიანი კითხვა)
ხის ეს ცხოველი დაეხმარა ბერძნებს ტროას აღებაში
ა. თხა
ბ. ღორი
გ. ცხენი
დ. ირემი