Tuesday, October 28, 2014

გილგამეში 1 ნაწილი ( იტალიური სკოლის, მეხუთე კლასელების სტატიები)

                                                  გილგამეში ნაწილი 1

გილგამეში და ენქიდუ ( ქეთი ჭიჭინაძის სტატია. იტალიური სკოლა 5 კლასი)
უძველეს დროში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ნახევრად ღმერთი იყო, სახელად გილგამეში. გილგამეში იყო უძლეველი და ვერავინ ვერ უპირისპირდებოდა. შორეულ ტყეში იყო ერთი ადამიანი, რომელიც ცხოველებთან ცხოვრობდა. იგი გილგამეშისავით ძლიერი იყო, სახელად ენქიდუ ერქვა. როდესაც ამის შესახებ გაიგო გილგამეშმა, გაბრაზდა და მას უმშვენიერესი ქალი გაუგზავნა. ენქიდუს ქალი მოეწონა და ცოლად შეირთო. ტყეში ისინი ბევრი ხანი ცხოვრობდნენ და ქალმა უთხრა, რომ ქალაქში წასვლა უნდოდ. ენქიდუ მას დათანხმდა.ენქიდუ ქალაქში სიარულის დროს გადააწყდა გილგამეშს. გილგამეშმა უთხრა: შენ ხარ ყველაზე ძლიერი? და შეერკინა. ერკინებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ერთმანეთს ვერ სჯობნიდნენ,ამის გამო დაძმობილდნენ და გაერთიანდნენ.
გილგამეში
( ნიცა ქოქოლაძის სტატია. 5 კლასი)
ერთ ქალაქში, რომელიც ტიგროსსა და ევფრატს შორის იყო, ცხოვრობდა ერთი კაცი გილგამეში. ამ ქალაქს ურუქი ერქვა, გილგამეში კი ნახევრად ღმერთი იყო, ნახევრად კი ადამიანი, ის ურუქის მეფე გახლდათ. გილგამეში მოჩხუბარი და მოძალადე ადამიანი იყო, ამიტომაც ღვთაებებმა ეს რომ გაიგეს, გადაწყვიტეს დაესაჯათ და თიხისგან შექმნეს ერთი კაცი, სახელად ენქიდუ. ეს კაციც როგორც გილგამეში ძლიერი იყო და ის ტყეში ცხოვრობდ, ცხოველებს უვლიდა,თავს ევლებოდა ტყეს. თუ შენ ტყეში სანადიროდ შეხვიდოდი ის გამოგაგდებდა. ერთ დღეს გილგამეშტან ერთი კაცი მივიდა და უტხრა, ტყეში შენზე ძლიერი ადამიანი ცხოვრობსო,გილგმეში გაბრაზდა და ენქიდუს მოკვლა გადაწყვიტა, ამისთვის კი ტყეში ყველაზე ლამაზი ქალი შეაგზავნა, რომ ტყიდან გამოეყვილებინა. ენქიდუს ეს ქალი  მოეწონა და ცოლად მოიყვანა. ერთ დღეს ამ ქალმა ენქიდუს უთხრა: მე აქ ცხოვრება მომბეზრდა წამოდი ქალაქში, ჩმეს სახლში ,იქ ჩემს მშობლებს გაგაცნობო. ენქიდუ დათანხმდადა ცოლს ქალაქში წაყვა, როცა სახლში მივიდნენ, ეს გილგამეშმა გაიგო, მათთან მივიდა და ენქიდუს შეებრძოლა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს , ბოლოს მიხვდნენ რომ ორივენი ძლიერები იყვნენ და თქვეს: მოდი რაკი ორივენი ასეთი ძლიერები ვართ დავძმობილდეთო.ენქიდუ და გილგამეში დაძმობილდნენ და სულ ერთად იყვნენ. ერთ დრეს ენქიდუმ გილგამეშს უთხრა: მე აქ მოვიწყინე, აღა ვიცი რა გავაკეთო. გილგამეშმა ეს რომ გაიგო, ენქიდუს უთხრა : -ტყეში ერთი ურჩხულია, მოდი წავიდეთ და ის მოვკლათო!! ენქიდუ დათანხმდა . ბევრი სიარულის შემდეგ მიადგნენ ერთ ტყეს.ამ ტყეში შევიდნენ და ურჩხული ხუმბაბაც დაინახეს.ხუმბაბას დიდხანს ებრძოდნენ და ბოლოს ძლივს დაამარცხეს. ენქიდუ და გილგამეში ტყიდან გამოვიდნენ და მდინარესთან გაიარეს.გილგამეში მდინარეში ჩავიდა ხუმბაბას სისხლის რომ ჩამოებანა. როცა ამოვიდა წყლიდან, სიყვარულის ქალღმერთი იშთარი დაინახა, იშთარმა კი უთხრა, რომ მას გილგამეში სეუყვარდა. გილგამეშმა კი უთხრა: -გამატარე, თავი დამანებე, მომეშვიო. იშთარი გაბრაზდა , წავიდა თავის მამასთან და ყველაფერი მოუყვა და მოითხოვა გილგამეშის დასჯა მისი შეურაცხოფისთვის.
ტუგულაშვილი მედეა 5 კლასი


გილგამეში და ექნიდუ
გილგამეში იყო ძალიან ძლიერი.ის ნახევრად ღმერთი იყო, ნახევრად ადამიანი. ერთხელ ღმერთებმა გადაწყვიტეს ის დაესაჯათა, იმ სისასტიკის გამო, რომელსაც ცადიოდა და  შექმნეს თიხისგან ველური ადამიანი და ტყეში გაუშვეს. ერთ დღეს ერთი მონადირე  გილგამეშთან მივიდა და უთხრა: -ტყეში შენზე ძლიერი ადამიანი შემხვდაო. გილგამეში სიბრაზით აივსო,ხოლო მერე დაინტერესდა და თქვა: -იმ ველურს ქალი შეუგზავნოთ და მერე იმ ქალს გამოყვება ჩვენამდეო! ასეც მოიქცნენ,ულამაზესი ქალი შეუგზავნეს შიგნით ტყეში და ელოდნენმის გამოჩენას.
რამოდენიმე კვირის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ორივე ტყიდან გილგამეშთან გადასახლდა. გილგამეშმა თქვა,რაკი ასე ძლიერი ხარ მოდი და ერთმანეთს შევერკინოთო.ენქიდუც დათანხმდა და მოედანზე ერთმანეთს შეეჭიდნენ.გავიდა რამდენიმე დღე და როცა ნახეს,რომ არცერთი არ ეცემოდა ძირს, გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის ძმობა შეეფიცათ.შეჰფიცეს კიდეც და დაძმაკაცდნენ.მერე თქვეს,რომ ხუმბაბას შებრძოლებოდნენ, წავიდნენ ტყეში და ორივე თავიდან შეკრთა, მაგრამ მაინც გამაგრდნენ და იგი საბოლოოდ დაამარცხეს.გილგამეში მდინარეში განსაბანად შევიდა და წინ ულამაზესი ქალი გადაეყარა ( ჩემი შენიშვნა: ეს სიყვარულის ქალღვთაება იშთარი იყო). მან უთხრა:- თუ გინდა დავქორწინდეთო! გილგამეშს გულიანად გაეცინა და უპასუხა: შენ უკვე რამნდე კაცს გაჰყევი ცოლად და ახლა ჩემთან მოხვედი? არა ბატონო შენ მე ცოლად არ შეგირთავ და მეორედ ეგეთი რამ არც წამოგცდესო. ამაზე გაბრაზდა და მამას მოახსენა ( ჩემი შენიშვნა: ზეცის ღვთაება ანუს) .ისიც ძალიან გაცხარდა და ბრძანა უზარმაზარი ხარი გაუშვით, რომ მუსრი გაავლოსო. გაუშვეს, მაგრამ ენქიდუმ და გილგამეშმა ესეც იოლად დაამარცხეს. ბოლოს ღემრთები შეშინდნენ.რადგან ერთად ყველას და ყველაფერს ამარცხებდნენ და მოითათბირეს,რომ ენქიდუ ისე ცუდად გაეხადათა,რომ საბოლოოდ მომკვდარიყო.ამას კი გილგამეშიც ვერ აიტანდა და ისიც დაიტანჯებოდა.
გიო ლაგვილავა 5 კლასი
გილგამეში
გილგმეში იყო ნახევრად ღმერთი.ის ძლიერი იყო,მან დაამარცხა ერთი ურჩხული,ცეცხლოვანი ხარი.ერთ ქალღმერთს შეუყვარდა,მაგრამ ენქიდუმ უარი უთხრა: შენ ვინ უნდა გამოგყვესო. ქალღმერთი ძალიან გაბრაზდა და მამას უთხრა ყველაფერი. ამის შემდეგ გილგამეშის მეგობარი ენქიდუ ცუდად გახდა,ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად გილგამეშმა,მაგრამ ენქიდუ მოკვდა.