ბედისწერა
სტატიის ავტორი: ქეთი ჭიჭინაძე - 6 კლასი
ბედისწერა - სიტყვა, რომელიც ხშირად გვესმის. ხანდახან
ადამიანები ყველაფერს, კარგს თუ ცუდს ბედისწერას ვაბრალებთ. საინტერესოა, მართლა სადღაც
შორს წინასწარ არის ყოველივე ჩვენგანის ბედი დაწერილი? რთულია დაზუსტებით გაეცეს პასუხი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც ყველაფერი
ბედისწერაა და მას ვერ შევცვლით.
ჩემი კომენტარი:
იტალიური სკოლის მეექვსე კლასთან გავდივართ გერმანულ
მითოლოგიას და ერთ ერთ თემას, რომელსაც შევეხეთ იყო ბედისწერის ქალღვთაებები ნორნები.
ისინი სამნი არიან, რომლებისთის ცნობილია ყოველი არსის მომავალი და მისი შეცვლა არავის
შეუძლია, მათ შორის ღმერთებსაც, ნორნებმა უწინასწარმეტყველეს ვალჰალას მკვიდრებს აღსასრული,
ისევე, როგორც ოდინის ძის ბალდერის სიკვიდლი და დაბრუნება იწინასწარმეტყველეს.
სამივე ნორნი ღვთაებრივი ჩამომავლობის იყო და ყველა
ღმერთზე უფროსი.
პირველ ნორნს სკულდი ჰქვია, მას მხრებზე ფრთები აქვს,
შუბზე რიდე აქვს შემოხველი, რომელზეც ვეშაპი და მონადირეა გამოსახული. ის მომავალ ჰქმნის.
მის გვერდით მისი და უდრი ზის, რომელიც წარსულში იყურება.
მესამე ვერდანდია, რომელსაც ჭრელი სამოსი აცვია, ხელში
სასწორი უჭირავს, ზედ სიცოცხლესა და სიკვდილს
წონის.
ნორნებს არასოდეს სძინავთ, მათ ძილი არ ეკარებათ.
ზოგჯერ სამივე ნორნი სტუმრობს ახლად დაბადებულს, კეთილგანწყობილი
მხოლოდ ორია, მესამე კი რაღაც სიბოროტეს უწინასწარმეტყველებს ხოლმე.
ასე მაგალითად ერთხელ, ამ მესამემ ერთ ბავშვს უწინასწარმეტყველა,
რომ ეს ბავშვი დაიღუპებოდა მაში, როდსაც ჩაიწვებოდა სანთელი, რომელიც მის დაბადების
დროს ენთო. სანთელი ოჯახნის წევრებმა ჩააქრეს. ჩვილი როდესაც გაიზარდა, სახელოვანი გახდა,
იოცხლა დიდხანს და მობეზრდა ამდენი სიცოცხლე, ამოიღო სანთელი, იჯდა და უყურებდა, სანთელი
რომ ჩაიწვა ეს კაციც გარდაიცვალა.
სამნი არიან ბერძნულ მითოლოგიაში მოირებიც.
თავდაპირველად ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ყველა ადამიანს
თავისი მოირები ჰყავს, თუმცა მოგვიანებით ეს რწემანა წარმოდგენა შეიცვალა.
პირველ დას კლოტო ჰქვია- ის ბედის მრთელია ( ანუ რთავს
ბედს, ჰქნის ბედს)
მეორე დას ლახესისი ჰქვია- ის ადამიანის ბედს განსაზღვრავს
( ასევე შემთხვევითობას)
ატროპსი - დაუნდობელი, მკაცრი. ის ვიცნ საბოლოო ბედს
საზღვრავს და თოკს ჭრის.
ერთ ერთი ვარიანტით ღამის ღვთაება ნიუტის ქალიშვილები
არიან.
ისინი თვით ზევსის ბედსაც კი საზღვრავენ
მათ განსაკუთრებით მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცულობდნენ
მათზე ქორწინების დღეს.
ქართული წარმართული რწმენა წარმოდგენებში არსებობენ
ბედის მწერლები, რომლებიც ახალშობილს ბედს შუბლზე აწერენ. ზოგჯერ ცდებიან და არასწორედ
აგზავნიან ადამიანს მკვდართა სამეფოში, შემდეგ კი მისი სულის უკან გამოხმობა უწევთ.
ზემოთ სამი ხალხის მითოლოგია წამოვადგინეთ, ფაქტი ერთია
რომ სამივეგან ბედისადმი ბრმა რწმენაა, ადამიანი ბედით ცდილობდა აეხსნა თავისი წარმატება
თუ წარუმატებლობა. გერმანულ და ბერძნულ მითში ბედს სამი და განაგებს, ქართულში ეს უცნობია,
თუმცა სამივეგან ბედის ღვთაებები მიწისქვეშა ძალებთან არიან კავშირში. ბედის ღვთაებები
ყველას განაგებენ, მოკვდავთ და უკვდავთ, მხოლოდ საკუთარი ბედის შესახებ არაფერი იციან,
ისინი ხომ უფრო არქაულნი არიან ვიდრე მითოლოგიის ღმერთები, თუ ზევს ძალაუფლების დაკარგვა,
გერმანულ ღვთაებებს კი დაისი ელოდებათ, ბედის ღვთაებები მარადიულნი არიან. და ამ მითოლოგიურ
ფილოსოფიურ ლაბირინთში, რომ არ დავიკარგო, უბრალოდ ერთი ცნობილი ფრაზის პერეფრაზირებას
გავაკეთებდი: ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი ეშინია ბედის .
ისე კი იყავით საკუთრი ბედის მჭედელნი, რადგანაც ბედი რომ შეცვალო ხელი უნდა გაანძრიო, ისევე როგორც ღმერთი ეუბნება ერთ კაცს, რომელიც იხრჩობა სულხან საბას ერთ ერთ იგავში.