Tuesday, November 11, 2014

სოფო კობახიძე. 5 კლასი გილგამეში. ნაწილი 2

                                                    გილგამეში. ნაწილი 2

მას შემდეგ რაც ენქიდუ მოკვდა, გილგამეშს შეეშინდა სიკვიდლის და გადაწყვიტა უკვდავი გამხდარიყო . ერთი კაცი იყო, რომელმაც ააშენა კიდობანი, რომელშიც ცხოველები და ფრინველები შეიყვანა, ასევე მისი ოჯახიც და წყალში შევიდა. 7 დღის შემდეგ, მან გაგზავნა ყვავი, რომელიც არ დაბრუნდა. იგი დაბრუნდა ხმელეთზე, დაანთო კოცონი და შესწირა ცხვარი. მშიერი ღმრთები მივიდნენ და ჭამეს. ძალიან მოეწონათ და უკვდავი გახადეს უთნაფიშთიმი.ეს რომ გილგამეშმა გაიგო მივიდა და ჰკითხა, როგორ გახდი უკვდავიო? მან არაფერი უთხრა, მაგრამ მის ცოლს შეეცოდა და უთხრა სადაც ინახებოდა უკვდავების მცენარე. გილგამეში მივიდა დათქმულ ადგილას, ზღვაში ჩხატა და ეკლიანი მცენარე ამოიტანა, მაგრამ უცებ ჩაეძინა .გველი მოსრიალდა და მოპარა. როცა გაიღვიძა, ტირილი დაიწყო, რომ ამდენი იშრომა და სხვამ მოჰპარა ის, რომელსაც მისთვის უკვდავება უნდა მიენიჭა.

თამარ ავაზაშვილი. 5 კლასი შუმერები და გილგამეში

                                                                      გილგამეში
შუმერები ცხოვრობდნენ ერაყის ტერიტორიაზე, სადაც მდინარეები ტიგროსი და ევფრატი ჩამოედინებოდა. ჰქონდათ ლურსმნული დამწერლობა.
შუმერების მმართველი იყო გილგამეში, რომელიც იყო ქალღმერთის და ჩვეულებრივი მოკვდავის შვილი.ის იმონებდა ხალხს, ამიტომ ადამიანებმ ღმერთებს სთხოვეს დახმარება. ღმერთებმა შექმნეს გილგამეშის ძალის მქონე , რომელსაც დაარქვეს ენქიდუ. ენქიდუ ნიშნავს მიწის მმართველს. ის იცავდა ტყეს და ცხოველებს, ამიტომ ადამიანების ვეღარ ნადირობდნენ ტყეში. გილგამეშს უნდა გამოეტყუებინა ენქიდუ და მან შეაგზავნა ულამაზესი ქალი, რომელსაც ერქვა შაჰმატი. ენქიდუ გამოვიდა ტყიდან და გილგმეშს დაეჭიდა. ორივე ძლიერი იყო, ამიტომ ვერ ძლიეს ერთმანეთს და დამეგობრდნენ. ერთხელ ენქიდუმ შესთავაზა გილგამეშს ერთად მტელი მსოფლიოს დაპყრობ. გილგამეში დათანხმდა და წავინენ მონსტრ ხუმბაბას დასამარცხებლად. ის დაამარცხეს და გილგამეში ზღვაში შევიდა განსაბანად. წყლიდან რომ ამოვიდა, ის დაინახა სიყვარულის ქალღმერთმა იშთარმა.მას დანახვისთანავე შეუყვარდა გილგამეში. გილგამეშმა კი უთხრა, რომ ის მრავალჯერ იყო გათხოვილი და ცოლად არ მოიყვანდა. იშთარის მამა იყო ცის ღმერთი. მან მამამისს ყველაფერი უამბო. მამა არ უჯერებდა თავის შვილს, მაგრამ საბოლოოდ იშთარმა მაინც დააჯერა, რომ გილგამეში უნდა დაესაჯა. ღმერთებმა გილგამეშის სატანჯველად ბევრი რამ გააკეთეს,მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლეს და ენქიდუ მოკლეს. გილგამეში წავიდა უთნაფიშთიმთან , რომელმაც კიდობანით წარღვნის დროს 7 დრე ღამე იმგზავრა, მეშვიდე დღეს კი ჯერ მერცხალი გაუშვა იმის შესამოწმებლად წვიმა დასრულდა და მიწა გამოჩნდა თუ არა, შემდეგ მერცხალი, ბოლოს კი ყვაი, რომელიც არ დაბრუნდა.


გიორგი გელაშვილი. 5 კლასი ენქიდუს დახასიათება


                                                              ენქიდუ

ძლიერი, ნახევრა ღმერთი, განწირული, ტყიური , ველური და მეფის მეგობარი.

დეაკო ტუგულაშვილი. 5 კლასი. ბავთა ! ჩემი გამოგონილი მითოლოგიური პერსონაჟი ( სერიიდან გამოგონილი პერსონაჟები)

                                                                    ბავთა
ბავთა არის ყოველთვის მხიარული და მომცინარი. მას აცვია ჯამბაზის ფორმა  და ახურავს წითელი პოპპონებიანი ქუდი.მისი სიმბოლო არის ცხოველი კენგური, რადგან მას ძალიან უყვარს ხტუნვა. ის ეხმარება ბავშვებს ახალი თამაშების მოფირებაში. ზურნავს, რომ ბვშვი იყოს კარგ ხასიათზე და ყოველთვის უნდოდეს ხტუნვა და თამაში .

დავინტერესდი სიტყვა ბავთით და აღმოვაჩინე რომ ინდუსურ ენაში, ბავთა ნიშნავს დროშას


იშთარის აღწერილობა 1800-1750 წლებით დათარიღებული გამოსახულების მიხედვით (დეაკო ტუგულაშვილი 5 კლასი)

იშთარი არის ლამაზი ქალღმერთი, არწივის ფრთებით. და კალნჭებით.ი არის ლომებზე შემდგარი, ირგვლივ ბუებით. იშთარს თავზე ერტყა გველეშაპი ქავზე ამოკვეთილი, აქა იქ შემოგრეულიცხელში ეჭირა წრის ფორმის ნახატი. ნახატი არის .ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნახატი არის ძალიან ძველი.

გილგამეში (ავტორი: დეაკო ტუგულაშვილი 5 კლასი)

დეაკო ტუგულაშვილი 5 კლასი
                                                                    გილგამეში
იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი მეფე ჰყავდა. ხალხი შეწუხებული იყო. მათ მეფე იყენებდა და ჩაგრავდ, ხალხი, როცა ძალიან შეწუხდა, ღმერთს სთხოვეს დახმარება. ღემრთმა მოისმინა მათი თხოვნა და შექმნა თიხისგნა კაცი, რომელიც ამ ქვეყანასთან ახლოს მდებარე ტყეში დასახლდა.
ერთხელ მონადირე შევიდა ტყეში და თიხის კაცი დაინახა, ეს თიხის კაცი გამოეკიდა მონადირეს, მონადირე კი ტყიდან სწრაფად გაიქცა და მეფეს უთხრა: მე ტყეში, რომ შევედი ვიღაც თიხის კაცი გამომეკიდა, ის ძალიან ველური იყო და მგონი შენზე ძლიერიც.. გაბრზადა მეფე და გადაწყვიტა ეს ველური არსება მოეკლა. შეუშვა იმ ტყეში ძალიან ლამაზი ქალი. ეს ქალი თიხის კაცს ძალიან შეუყვარდა და ცოლად შეირთო.
ერთ დღეს ლამაზმა გოგონამ უთხრა თავის ქმარს:
-ტყიდან გავიდეთ, ჩემს მშობლებს გაგაცნობ ქალაქშიო.
მართლაც წავიდნენ ტყიდან და ამ გოგომ ეს კაცი მეფესთან მიიყვანა. დაეჭიდნენ ერთმანეთს. ხუთი დღე ღამე იბრძოდნენ შეუწყვეტლივ, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა.
-ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ , უთხრა გილგამეშმა, მოდი დავძმობილდეთ და საგმირო საქმეები ერთად ჩავიდინოთ.
რამდენიმე ხნის შემდეგ თიხის კაცმა მოიწყინა. მას საგმირო საქმეები მოენატრა. ამიტომ მეფე და თიხის კაცი წავიდნენ გველეშაპის მოსაკლავად.
ჩემი შენიშვნა: თიხის კაცი-იგივე ენქიდუ
გველეშაპი-იგივე ხუმბაბა

                                                                     

Tuesday, October 28, 2014

გილგამეში 1 ნაწილი ( იტალიური სკოლის, მეხუთე კლასელების სტატიები)

                                                  გილგამეში ნაწილი 1

გილგამეში და ენქიდუ ( ქეთი ჭიჭინაძის სტატია. იტალიური სკოლა 5 კლასი)
უძველეს დროში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ნახევრად ღმერთი იყო, სახელად გილგამეში. გილგამეში იყო უძლეველი და ვერავინ ვერ უპირისპირდებოდა. შორეულ ტყეში იყო ერთი ადამიანი, რომელიც ცხოველებთან ცხოვრობდა. იგი გილგამეშისავით ძლიერი იყო, სახელად ენქიდუ ერქვა. როდესაც ამის შესახებ გაიგო გილგამეშმა, გაბრაზდა და მას უმშვენიერესი ქალი გაუგზავნა. ენქიდუს ქალი მოეწონა და ცოლად შეირთო. ტყეში ისინი ბევრი ხანი ცხოვრობდნენ და ქალმა უთხრა, რომ ქალაქში წასვლა უნდოდ. ენქიდუ მას დათანხმდა.ენქიდუ ქალაქში სიარულის დროს გადააწყდა გილგამეშს. გილგამეშმა უთხრა: შენ ხარ ყველაზე ძლიერი? და შეერკინა. ერკინებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ერთმანეთს ვერ სჯობნიდნენ,ამის გამო დაძმობილდნენ და გაერთიანდნენ.
გილგამეში
( ნიცა ქოქოლაძის სტატია. 5 კლასი)
ერთ ქალაქში, რომელიც ტიგროსსა და ევფრატს შორის იყო, ცხოვრობდა ერთი კაცი გილგამეში. ამ ქალაქს ურუქი ერქვა, გილგამეში კი ნახევრად ღმერთი იყო, ნახევრად კი ადამიანი, ის ურუქის მეფე გახლდათ. გილგამეში მოჩხუბარი და მოძალადე ადამიანი იყო, ამიტომაც ღვთაებებმა ეს რომ გაიგეს, გადაწყვიტეს დაესაჯათ და თიხისგან შექმნეს ერთი კაცი, სახელად ენქიდუ. ეს კაციც როგორც გილგამეში ძლიერი იყო და ის ტყეში ცხოვრობდ, ცხოველებს უვლიდა,თავს ევლებოდა ტყეს. თუ შენ ტყეში სანადიროდ შეხვიდოდი ის გამოგაგდებდა. ერთ დღეს გილგამეშტან ერთი კაცი მივიდა და უტხრა, ტყეში შენზე ძლიერი ადამიანი ცხოვრობსო,გილგმეში გაბრაზდა და ენქიდუს მოკვლა გადაწყვიტა, ამისთვის კი ტყეში ყველაზე ლამაზი ქალი შეაგზავნა, რომ ტყიდან გამოეყვილებინა. ენქიდუს ეს ქალი  მოეწონა და ცოლად მოიყვანა. ერთ დღეს ამ ქალმა ენქიდუს უთხრა: მე აქ ცხოვრება მომბეზრდა წამოდი ქალაქში, ჩმეს სახლში ,იქ ჩემს მშობლებს გაგაცნობო. ენქიდუ დათანხმდადა ცოლს ქალაქში წაყვა, როცა სახლში მივიდნენ, ეს გილგამეშმა გაიგო, მათთან მივიდა და ენქიდუს შეებრძოლა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს , ბოლოს მიხვდნენ რომ ორივენი ძლიერები იყვნენ და თქვეს: მოდი რაკი ორივენი ასეთი ძლიერები ვართ დავძმობილდეთო.ენქიდუ და გილგამეში დაძმობილდნენ და სულ ერთად იყვნენ. ერთ დრეს ენქიდუმ გილგამეშს უთხრა: მე აქ მოვიწყინე, აღა ვიცი რა გავაკეთო. გილგამეშმა ეს რომ გაიგო, ენქიდუს უთხრა : -ტყეში ერთი ურჩხულია, მოდი წავიდეთ და ის მოვკლათო!! ენქიდუ დათანხმდა . ბევრი სიარულის შემდეგ მიადგნენ ერთ ტყეს.ამ ტყეში შევიდნენ და ურჩხული ხუმბაბაც დაინახეს.ხუმბაბას დიდხანს ებრძოდნენ და ბოლოს ძლივს დაამარცხეს. ენქიდუ და გილგამეში ტყიდან გამოვიდნენ და მდინარესთან გაიარეს.გილგამეში მდინარეში ჩავიდა ხუმბაბას სისხლის რომ ჩამოებანა. როცა ამოვიდა წყლიდან, სიყვარულის ქალღმერთი იშთარი დაინახა, იშთარმა კი უთხრა, რომ მას გილგამეში სეუყვარდა. გილგამეშმა კი უთხრა: -გამატარე, თავი დამანებე, მომეშვიო. იშთარი გაბრაზდა , წავიდა თავის მამასთან და ყველაფერი მოუყვა და მოითხოვა გილგამეშის დასჯა მისი შეურაცხოფისთვის.
ტუგულაშვილი მედეა 5 კლასი


გილგამეში და ექნიდუ
გილგამეში იყო ძალიან ძლიერი.ის ნახევრად ღმერთი იყო, ნახევრად ადამიანი. ერთხელ ღმერთებმა გადაწყვიტეს ის დაესაჯათა, იმ სისასტიკის გამო, რომელსაც ცადიოდა და  შექმნეს თიხისგან ველური ადამიანი და ტყეში გაუშვეს. ერთ დღეს ერთი მონადირე  გილგამეშთან მივიდა და უთხრა: -ტყეში შენზე ძლიერი ადამიანი შემხვდაო. გილგამეში სიბრაზით აივსო,ხოლო მერე დაინტერესდა და თქვა: -იმ ველურს ქალი შეუგზავნოთ და მერე იმ ქალს გამოყვება ჩვენამდეო! ასეც მოიქცნენ,ულამაზესი ქალი შეუგზავნეს შიგნით ტყეში და ელოდნენმის გამოჩენას.
რამოდენიმე კვირის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ორივე ტყიდან გილგამეშთან გადასახლდა. გილგამეშმა თქვა,რაკი ასე ძლიერი ხარ მოდი და ერთმანეთს შევერკინოთო.ენქიდუც დათანხმდა და მოედანზე ერთმანეთს შეეჭიდნენ.გავიდა რამდენიმე დღე და როცა ნახეს,რომ არცერთი არ ეცემოდა ძირს, გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის ძმობა შეეფიცათ.შეჰფიცეს კიდეც და დაძმაკაცდნენ.მერე თქვეს,რომ ხუმბაბას შებრძოლებოდნენ, წავიდნენ ტყეში და ორივე თავიდან შეკრთა, მაგრამ მაინც გამაგრდნენ და იგი საბოლოოდ დაამარცხეს.გილგამეში მდინარეში განსაბანად შევიდა და წინ ულამაზესი ქალი გადაეყარა ( ჩემი შენიშვნა: ეს სიყვარულის ქალღვთაება იშთარი იყო). მან უთხრა:- თუ გინდა დავქორწინდეთო! გილგამეშს გულიანად გაეცინა და უპასუხა: შენ უკვე რამნდე კაცს გაჰყევი ცოლად და ახლა ჩემთან მოხვედი? არა ბატონო შენ მე ცოლად არ შეგირთავ და მეორედ ეგეთი რამ არც წამოგცდესო. ამაზე გაბრაზდა და მამას მოახსენა ( ჩემი შენიშვნა: ზეცის ღვთაება ანუს) .ისიც ძალიან გაცხარდა და ბრძანა უზარმაზარი ხარი გაუშვით, რომ მუსრი გაავლოსო. გაუშვეს, მაგრამ ენქიდუმ და გილგამეშმა ესეც იოლად დაამარცხეს. ბოლოს ღემრთები შეშინდნენ.რადგან ერთად ყველას და ყველაფერს ამარცხებდნენ და მოითათბირეს,რომ ენქიდუ ისე ცუდად გაეხადათა,რომ საბოლოოდ მომკვდარიყო.ამას კი გილგამეშიც ვერ აიტანდა და ისიც დაიტანჯებოდა.
გიო ლაგვილავა 5 კლასი
გილგამეში
გილგმეში იყო ნახევრად ღმერთი.ის ძლიერი იყო,მან დაამარცხა ერთი ურჩხული,ცეცხლოვანი ხარი.ერთ ქალღმერთს შეუყვარდა,მაგრამ ენქიდუმ უარი უთხრა: შენ ვინ უნდა გამოგყვესო. ქალღმერთი ძალიან გაბრაზდა და მამას უთხრა ყველაფერი. ამის შემდეგ გილგამეშის მეგობარი ენქიდუ ცუდად გახდა,ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად გილგამეშმა,მაგრამ ენქიდუ მოკვდა.