ორიოდე სიტყვით მინდა გავამახვილო ყურადრება ტროას ომის ერთ ერთ გმირზე -პალამედზე.
პალამედი ჰომეროსის მიხედვით სხვა ბერძენ გმირებში ჭკვით, მოსაზრებულობით გამოირჩეოდა. ოდისევს შურდა პალამედის და სძულდა იმის გამო, რომ ზუსტად პალამედმა გამოშკარავა ოდისევსის ტყვილი, როდესაც ეს უკანასკნელი თავს იგიჟიანებდა და მარილს სტესავდა მიწაზე, მაშინ პალამედმა ტყუილის გასააშკარავებლად მისი გუთნის წინ, მამას საკუთარი შვილი ტელემაქი დაუდო, ოდიესევსი შეჩერდა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ის თავს იგიჟიანებდა, შემდგომში ოდიესვსმა უკვე ტროაში ყოფნის დროს შური იძია პალამედზე, დაადანასაულა რა ტროას მეფის პრიამოსისგან მოსყიდვაში და კარავში ოქროთი სავსე ქისა შეგდო, ასევე შესთხზა ცრუ წერილი, როემლშიც პრიამოსი იტყობინებოდა, რომ პალამედი მას დახმარებოდა ბერძნების ტროას ტერიტორიიდან მოცილებაში, რისთვისაც ჯილდოდ ოქროს სთავაზობდა. პალამედი სახალხო კრებამ დამნაშავედ ცნო და ბერძნული წესით, როგორც მოღალატე ქვით იქნა ჩაქოლილი.
სხვა პოემის "კიპროსული თქმულებების"( დაწერილ იქნა ძვ.წ. აღ. 6 საუკუნეში, ავტორად ვინმე კიპრიუს ჰალიკარნასელია მიჩნეული) თანახმად კი პალამედი დიომედმა და ოდისევსმა ნავით თევზაობის დროს წყალში დაახრჩვეს.
საინტერსოა, რომ ჰომეროს ილიადაში ნახსენები არა აქვს პალამედი, ის მხოლოდ ოდიესაში იხსენიება. ნისანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჰომეროსის გმირები ილიადაში თევზს არ მიირთმევენ, მიუხედავად იმისა რომ ზღვით მოგზაურობენ და ზღვასტან არიან დაბანაკებულნი.
პალამედს სტესიხორის მიხედვით მიეწერება 11 ასოს გამოგონება, რომელიც დამატებულ იქნა მოირების მიერ გამოგონილ 7 ასოსთან. ანუ პალამედი შეიძლება ანბანის გამომგჰონებლადაც მივიჩნიოთ. ასევე მას მიეწერება კამათლით თამაშის გამოგონება წარმატებისა და შემტხვევითობის ღმერთ ტიხეს ( თიუხეს, Τύχη) ქანდაკებისთვის მიუძღვნია, ამ ღმერთისადმი აღამრთულ ტაძარში. ასევე მიეწერება შაშკის თამაშის გამოგონება ( საინტერესოა რომ 1836 წელს საფრანგეთში გამოსული საჭადრაკო ჟურნალი მის სახელს ატარებდა),ასევე რიცხვებისაც. პალამედს ყველა ამ დამსახურებისთვის ბერძნები თაყვანს სცემდნენ, ცნობილია პალამედის ქანდაკებებიც.
დამატებითი კომენტარი:
შესაძლოა ტროას ციკლში აღწერილი კომფლიქტი პალამედტან დაკავშირებით არ უნდა იყოს სიმრთლეს მოკლებული, საქმე იმაშია რომ ბერძნულ არმიაში მართლაც უკმაყოფილება რომ იყო გამეფებული ტროას ომის გამო, ამის შესახებ ჰომეროსიც გვიყვება, ერთ ერთ ბერძენ მეომარ თერსიტთან დაკავშირებით, რომელცი თუმცა ქვებით არ ჩაუქოლავთ, მაგრამ ოდიესვსმა მათრახის ზურგზე გადაკვრით დასაჯა, თუმცა უცნაურია ის ფაქტი რომ ბერძენთა სახალხო კრების მიერ რალატში დადანასაულებული იქნა ის პიროვნება, რომელიც ტროაში ომის დაწყების ერთ ერთი აქტიური ინიციატორი იყო..
ავტორი: ვლასი ვაწაძე
No comments:
Post a Comment