Thursday, May 24, 2012

მეორე ტესტი მითოლოგიაში


                                                          2 ტესტი მითოლოგიაში

1. ის ზევსის ძმაა, ის ყველაზე რთულ მომენტში ბერძნებს ეხმარებოდა ტროელების წინააღმდეგ ომში, მისი იარაღია სამკაპა. ვინ არის გამოსახული სურათზე?



ა. აპოლონი

ბ. პოსეიდონი

გ. ჰეფესტოსი

დ. ჰადესი




2. ამ ბერძენ გმირთან ორთაბრძოლის შემდეგ, ჰექტორმა  მას თავისი ვერცხლის ხმალი აჩუქა, როგორც აქილევსის შემდეგ ყველაზე დიდ გმირს ბერძენთა შორის.
რა ერქვა ამ ბერძენ გმირს?

ა. დიომედი
ბ. ფენიქსი
გ. აიაქსი ტელამონიდი
დ. აგამემნონი

3. ღვინით რომ არ დათრობილიყვნენ, ბერძნები ღვინოში ამას ურევდნენ.

ა. ბროწეულის წვენს
ბ. ზღვის წყალს
გ. მდინარის წყალს
დ. წვიმის წყალს

4. პატროკლეს მოკვლაში  ჰექტორს ეს ღვთაება დაეხმარა


ა. აპოლონი
ბ. ჰიპნოსი
3. არესი
4.  ზევსი

5. ჰერამ ძილის ამ ღვთაებას სთხოვა ბულბულის სახე მიეღო და ზევსი მცირე ხნით დაეძინებინა, რომ ბერძნებს დახმარებოდა. რა ერქვა ძილის ამ ღვთაებას?

ა. ტანატი
ბ. ფეტიდა
გ. არტემიდე
დ. ჰიპნოსი

6.   აქილევსის ამ იარაღის აწევა, მხოლოდ აქილევსს შეეძლო იმდენად მძიმე იყო.

ა. ფარი
ბ. შუბი
გ. მუზარადი
დ. პატარა ხმალი
7.ტროას ციხემისგარესთან აქილევსი ჰექტორს გამოდევნა, რამდენი წრე დაარტყა ჰექტორმა ციხექალაქს?

ა. 4
ბ.7
გ. 9
დ. 3

8. ჰექტორის მეუღლეს ერქვა

ა. ანდრომედა
ბ. ანდრომახა
გ. ბრისაიდა
დ. ჰეკუბა

9. ამ ღვთაებამ გამოუჭედა ახალი იარაღი აქილევსს

ა. ჰერმესმა
ბ. ჰეფესტომ
გ. ჰადესმა
დ. ათენამ

10. თქვენს წინაშეა ორი ღვთება, ძმები: ჰიპნოსი და ტანატი. ტანატი სიკვდილის ღვთაება იყო, ჰიპნოსი ძილის. ორივე ფრთებს ატარებდა. ამ სურათზე რომელია ტანატი?

ა. წვერიანი
ბ. უწვერო









11. აქილევს დედა ამ მდინარეში აბანავებდა, რომ თავისი შვილისთვის უკვდავება მიენიჭებინა.

ა. სკამანდრი
ბ. ქსანფი
გ. ქარონი
დ. სტიქსი

12. ომის ღვთაება არესი ამ ბერძენმა გმირმა დაჭრა.

ა. აიაქსი
ბ. დიომედი
გ. ოდისევსი
დ. პატროკლე

სწორი პასუხები:

1. პოსეიდონი
2. აიაქსი ტელამონიდი
3.  ზღვის წყალი
4. აპოლონი
5. ჰიპნოსი
6. შუბი
7. 3
8. ანდრომახა
9. ჰეფესტო ( ჰეფესტოსი)
10. წვერიანი
11. სტიქსი
12. დიომედი







Monday, May 14, 2012

აქილევსის იარაღი. გიორგი როფუსი

ჰეფესტოსმა აქლიევსის დედას გადასცა აქილევსისთვის სამი ახლად დამზადებული იარაღი: ხანჯალი, ისარი და ფარი, რადგანაც აქილევსის ძველი იარაღები ხელთ ჰექტორმა იგდო.





ჰექტორის და აქილევსის შერკინება. გიროგი როფუსი 7 წლის

ომი ესე დაიწყო, გამოვიდნენ აქილევსი და ჰექტორი, ჰექტორი გაიქცა. ჰექტორმა ისარი ესროლა და დაჭრა აქილევსი, აქილევსმაც ესროლა. მერე ხმლები ამოიღეს. აქილევსმა მოკლა ჰექტორი. მერე სხვა ბერძენი გმირებიც მოვიდნენ და ყველამ ჩაასო მკვდარ ჰექტორს ხნაჯალი.



ჰექტორის დანაშაული და სასჯელი. გიორგი თევდორაძე 8 წლის

ჰექტორი ღირსი იყო იმის რომ აქილევსმა და სხვა გმირებმა სიკვდილის შემდეგ სხეულში ხმლები რომ ჩაარჭეს, იმიტომ რომ ჰექტორმა ერთ ერთ გმირს პატროკლეს, როდესაც უკვე ჰქონდა ჩასობილი ხმალი და კვდებოდა კიდევ ერთხელ ჩაასო ხმალი.


აქილევსის დახასიათება. ნიკოლოზ ზამთარაძე 7 წლის


აქილევსი ებრძოდა მტელ ტროას ჯარს, იგი შედგებოდა 1500 კაცისგან.
იგი გმირი იყო, რადგან მთელ ჯარს წინააღმდეგობას უწევდა.
აქილევსი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ სუსტი წერტილი ჰქონდა, ის ქუსლი იყო.

პატროკლე. დათო ალასანია 7 წლის

პატროკლემ ბავშვობაში თამაშის დროს მოკლა შემთხვევით თავისი თანატოლი, ამიტომ მამამ წაიყვანა პატროკლე აქილევსის მამასთან, ამ დღის შემდეგ აქილევსი და პატროკლე ცხოვრობდნენ ერთად. ცოტახნის შემდეგ აქილევსი და პატროკლე დამეგობრდნენ და გახდნენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები. პატროკლე იყო თავისი ხასიათით ძალიან კეთილი და დამყოლი. აქილევსმა მხოლოდ პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გაიგო როგორი ერთგული მეგობარი დაკარგა.

ღვინო და ბერძნები (ქეთო მაჭარაშვილი 7 წლის)


ერთ ერთი ბრძოლის შემდეგ ტროელებთან, ბერძნებმა გადაწყვიტეს დასვენება და ღვინის დალევა დაიწყეს.
ოღონდ ჩვეულებრივი ღვინის კი არა, ბერძნები ღვინოს ზღვის წყალში აზავებდნენ და ისე სვამდნენ.