Thursday, May 24, 2012

მეორე ტესტი მითოლოგიაში


                                                          2 ტესტი მითოლოგიაში

1. ის ზევსის ძმაა, ის ყველაზე რთულ მომენტში ბერძნებს ეხმარებოდა ტროელების წინააღმდეგ ომში, მისი იარაღია სამკაპა. ვინ არის გამოსახული სურათზე?



ა. აპოლონი

ბ. პოსეიდონი

გ. ჰეფესტოსი

დ. ჰადესი




2. ამ ბერძენ გმირთან ორთაბრძოლის შემდეგ, ჰექტორმა  მას თავისი ვერცხლის ხმალი აჩუქა, როგორც აქილევსის შემდეგ ყველაზე დიდ გმირს ბერძენთა შორის.
რა ერქვა ამ ბერძენ გმირს?

ა. დიომედი
ბ. ფენიქსი
გ. აიაქსი ტელამონიდი
დ. აგამემნონი

3. ღვინით რომ არ დათრობილიყვნენ, ბერძნები ღვინოში ამას ურევდნენ.

ა. ბროწეულის წვენს
ბ. ზღვის წყალს
გ. მდინარის წყალს
დ. წვიმის წყალს

4. პატროკლეს მოკვლაში  ჰექტორს ეს ღვთაება დაეხმარა


ა. აპოლონი
ბ. ჰიპნოსი
3. არესი
4.  ზევსი

5. ჰერამ ძილის ამ ღვთაებას სთხოვა ბულბულის სახე მიეღო და ზევსი მცირე ხნით დაეძინებინა, რომ ბერძნებს დახმარებოდა. რა ერქვა ძილის ამ ღვთაებას?

ა. ტანატი
ბ. ფეტიდა
გ. არტემიდე
დ. ჰიპნოსი

6.   აქილევსის ამ იარაღის აწევა, მხოლოდ აქილევსს შეეძლო იმდენად მძიმე იყო.

ა. ფარი
ბ. შუბი
გ. მუზარადი
დ. პატარა ხმალი
7.ტროას ციხემისგარესთან აქილევსი ჰექტორს გამოდევნა, რამდენი წრე დაარტყა ჰექტორმა ციხექალაქს?

ა. 4
ბ.7
გ. 9
დ. 3

8. ჰექტორის მეუღლეს ერქვა

ა. ანდრომედა
ბ. ანდრომახა
გ. ბრისაიდა
დ. ჰეკუბა

9. ამ ღვთაებამ გამოუჭედა ახალი იარაღი აქილევსს

ა. ჰერმესმა
ბ. ჰეფესტომ
გ. ჰადესმა
დ. ათენამ

10. თქვენს წინაშეა ორი ღვთება, ძმები: ჰიპნოსი და ტანატი. ტანატი სიკვდილის ღვთაება იყო, ჰიპნოსი ძილის. ორივე ფრთებს ატარებდა. ამ სურათზე რომელია ტანატი?

ა. წვერიანი
ბ. უწვერო









11. აქილევს დედა ამ მდინარეში აბანავებდა, რომ თავისი შვილისთვის უკვდავება მიენიჭებინა.

ა. სკამანდრი
ბ. ქსანფი
გ. ქარონი
დ. სტიქსი

12. ომის ღვთაება არესი ამ ბერძენმა გმირმა დაჭრა.

ა. აიაქსი
ბ. დიომედი
გ. ოდისევსი
დ. პატროკლე

სწორი პასუხები:

1. პოსეიდონი
2. აიაქსი ტელამონიდი
3.  ზღვის წყალი
4. აპოლონი
5. ჰიპნოსი
6. შუბი
7. 3
8. ანდრომახა
9. ჰეფესტო ( ჰეფესტოსი)
10. წვერიანი
11. სტიქსი
12. დიომედი







No comments:

Post a Comment