ერთ ერთი განსხვავება ადამიანებსა და მითოლოგიურ ღვთაებებს
შორის ისაა, რომ არ ვიცით წელი როდესაც ღვთაებები დაიბადნენ, თარიღი და თვე კიდევ ხო,
მაგრამ წელი უცნობია, თითქოს ამით წარმართული ხანის ადამიანები ღვთაებათა მარადისობაზე
მიანიშნებდნენ.
ადამიანების მსგავსად ბერძნული მითოლოგიის ღვთაებები
შეიძლება მახინჯებიც, ან დეფექტიანებიც იყვნენ, ეჭვიანები, მხიარულები, ისეთი შთაბეჭდილება
იქმნება რომ ბერძნული ღვთაებები არიან ადამიაენები, რომლებიც გააღმერთეს როდესღაც,
ან კიდევ იმისთვის რომ ზღვარი მათსა და ადამიანებს შორის დარღვეულიყო.
ხშირად ღვთაებები არ ერიდებიან ადამიანებს გაეჯიბრნონ,
მიიღონ ორთაბრძოლებში მათი გამოწვევა, ან სულაც იცეკვონ უბრალო მოკვდავებთან ერთად.
ხშირად ხდება ისეც რომ ღვთაებებს, რომლებიც ოლიპოთი
არ კმაყოფილდებიან უყვარდებათ მოკვდავი ადამიენები და მათგან დაბადებული ბავშვების
მშობლები ხდებიან.
ასე მაგალითად დიდი ხნის წინ ( როდესაც ღვთების დაბადებასთან
გვაქვს საქმე წელი უცნობია) ცხოვრობდა ვინმე გოგონა დრიოპა, ოვიდეუსის მეტამორფოზების
მიხედვით ეხალიის მეფე ევრიტოსის ქალიშვილი
ყოფილა, რომელიც ცხვრებს მწეყემსავდა, ოვიდეუსის მიხედვით აპოლონისგან შეეძინა შვილი
ამფილოსი, მეორე ვერსიით კი პანი, ოღონდ მეორე ღვთება ჰერმესისგან.
ეს დრიოპა ტყის ნიმფა იყოვო, აპოლონს შეყვარებია, დრიოპა
კი არც ისე აღფრთოვანებული ყოფილა ღვთაებით, რომელიც საბერძნეთში მამაკაცური სილამაზის
ეტალონი იყო, მაშინ აპოლონმა იმ მეთოდს მიმართა, როემლსაც ხშირად მიმართავდნენ ღვთაებები
( როდესაც ან ძროხად, ან ოქროს წვიმად ან კიდევ სხვა რამედ იქცეოდნენ. ღვთაებათა ფანტაზია
უკიდეგანო იყო) და რატომღაც კუდ გადაიქცა, დრიოპა ქალია, თანაც ცნობისმოყვარე, ისე
როგორც ადამიანთა უმეტესობა, ხოდა ხელში აუყვანია ეს კუ, რომელიც უმალვე გველად გადაქცეულა,
თუ რაში დასჭირდა აპოლონს მთელი ეს მასკარადი მალევე გაირკვა, როდესაც ამ სანახაობით
შეშინებული დრიოპას მეგობრები გაქცეულან და მეგობარი მიუტოვებიათ, აპოლონი კი დრიოპას
პირისპირ დარჩენილა. ეს პირველი პანიკური შიში იყო დრიოპას ცხოვრებაში, მეორე მსგავსი
განცდა კი მაშინ განიცადა , როდესაც ჰერმესისგან საყვარელი ჩვილის მაგივრად ნახევრად თხა ( ჯერ კიდევ
ციკანი) ნახევრად ადამიანი (ჩვილი) დაებადა, თანაც გრძელი წვერით და რქებით, როემლიც
დაბადებისთანავე ხტოდა და იცინოდა, შეშინებულ დედას ჩვილი მიუტოვებია, მზრუნველმა მამა
ჰერმესმა კი კურდღლის ტყავში გაახვია და ოლიმპოზე აუყვანია, რომ სხვა ღვთებებისთვის
ეჩვენებინა თავისი ძე. მხიარული ჩვილით ოლიმპოს ღვთაებები აღფრთოვანებული დარჩენილან
და თავისთან დაუტოვებიათ, თუმცა პანს დედის გენებიდანაც გადმოყვა რაღაც ( დრიოპა ხომ
ერთ ერი ვერსიით ცხვრებს მწყემსავდა) და უდარდელ ღვთებრივ ცხოვრებას მწყემსობა არჩია,
უკრავდა თავის სალამურზე, ცეკვავდა ნიმფებთან ერთად, ტყეში ცხოვრობდა, სიცხეს თავს
გამოქვაბულს აფარებდა, ხოდა როდესაც ისვენებს არ უნდა შეაწუხოვო, თორემ პანიკურ შიშს
მოგგვრისო, მაშინ ადამიანი დაბნეული გარბის და შესაძლოა სადმე გადაიჩეხოს კიდეც. შესაძლოა
სალამინისა და მარათონის ბრძოლების დროს სპარსელებმა პანის მყუდროება დაარღვიეს და
გაბრაზებულ ღვთაებას პანიკური შიში მოუგვრია სპარსელებისთვის, ხოდა ბერძნებიც ძვწ.
490 წლის გამარჯვებას პანს მიაწერენ.
პანის
ქართული პარალელები
რაღაცით ეს
პანი ჩვენ ოჩოკოჩს ჰგავს. მეგრული წარმოშობის ოჩოკოჩისაც ( ანუ ადამიანი თხა, ვაცი)
პანის მსგავსად რქები აქვს ( ერთი ვერსიით მკერდზე, მეორე ვერსიით თხის მსგავსად თავზე)
, განსაკუთრებით მონადირეებს ემტერება, ტყეში მიმავალ მონადირეს აედევნება და ეძახის,
თუ მონადირე გამოეპასუხა თავს დაესხმის, მონადირემ თოფი უნდა ესროლოს, თუ დაჭრა ოჩოკოჩი
სისხლისგან იცლება და მონადირეს სთხოვს რომ მის წამებას ბოლო მოუღოს და კიდევ ერთი
ტყვია დაახალოს, დილეტანტ მონადირეს გული თუ მოულბა მეორე ტყვიასაც დაახლის და მაშინ
ოჩოკოჩი ცოცხლდება და ესმხის თავს მას, მაგრამ თუ მონადირემ ზედიზედ 30 ტყვია გაარტყა
მიზანში ოჩოკოჩი კვდება. ანუ პანსა და ოჩოკოჩს შორის განსხვავებაცაა, ჩვენი ოჩოკოჩი
მოკვდავია. ოჩოკოჩსაც შეუძლია პანიკური შიში მოჰგვაროს ადამიანს. „ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად“ ირწმუნებიან
ზოგ ზოგიერთები.ამასაც კი ჰყვებიან: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო“.
შეყვარებული
პანი და ოჩოკოჩი
ოჩოკოჩს
კიდევ ერთი საერთო აქვს პანთან, მასაც შეუძლია სიყვარული, მისი სიყვარულის ობიექტი
ღვთაება ტყაშმაფია, რომელიც ტყის დედოფალია, ულამაზესი ყოფილა, არ უნდა გამოელაპარაკო,თორემ
ჭკვაზე შეგშლის. ეს ტყაშმაფი განსაკუთრებით მონადირეებს მფარველობს, რაღაცით ბერძნულ
არტემიდას მოგავგონებს, ხოდა რას შეიყვარებდა ასეთი მშვენიერი ღვთება ოჩოკოჩს, და ამ
უკანასკნელს უძალავია მასზე და ტყაშამაფიც მომკვდარა.
ოჩოკოჩის
ეს სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს პანისა და ნიმფა სირინგას სიყვარულის ისტორიას.
სირინგა სილამაზით არტემიდას უტოლდებოდაო ირწმუნებიან ბერძნული მითები, მასავით მშვილდისარი
ეჭირა ხელში და ხშირად ეშლებოდათ არტემიდეშიო. პანს „რქებამდე“ შეუყვარდა ეს სირინგა
და გამოკიდებია, სირინგა გაქცეულა და მდინარის რომელიღაცა ღვთაებისთვის უთხოვია გადამარჩინიეო,
ამ მდინარის ღვთაებასაც ლერწმად უქცევია, რომ ვერაფერს ვერ მიაღწია და იხილა ლერწმად
ქცეული სიყვარულის ობიექტი პანმა, მოჭრა ეს ლერწამი და სალამური გააკეთა.
პანი-ფავნუსი
რომში
პანს ფავნუსის სახელით სცემდნენ თაყვანს და ყოველ წელს 15 თებერვალს მასთან დაკავშირებულ
დღესასწაულ ლუპერკალებს აღნიშნავდნენ ( მგლებისგან დამცველი ღვთების საპატივცემულოდ),
ამ დღეასწაულზე ფავნუს თხებს სწირავდნენ ( საქართველოშიც გავრცელებული იყო და ზოგან
დღესაც არის გავრცელებული თხის შეწირვა, ოღონდ რთველის დროს), რის შემდეგაც ლუპერკალები
მთელს რომში დარბოდნენ და შემხედრ გაუთხოვარ, ან გათხოვილ , ან დაუოჯახებელ მამაკაცებს
სარტყელს ურტყამდნენ ( მსგავსი ტრადიცია 20 საუკუნემდე ქართულ ბერიკაბაშიც შემორჩენილი
ყოფილა).
პანი-ფავნუსი თხის რქა
ამ პანმა
ფავნუსმა ასახვა ზოდიაქოს ნიშან თხის რქაში პოვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ცის
ვარსკვლავთა კაბადონზე,.
პანი-ფავნუსის
ხასიათი ასახულია თხის რქის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანების ხასიათშიც, ასე მაგალითად
როგორც პან-ფავნუსს თხის რქებსაც შეუძლიათ უგონოდ სიყვარული, ისინი ირჩევენ ერთს და
შეუძლიათ მასთან ყოფნა მთელი ცხოვრება, რთულად იტანენ და განიცდიან მეორე ნახევართან
დაშორებას.
პან-ფავნუსს
როგორც ვნახეთ განამრტოება უყვარს, ღლის მუდმივი ხმაური, დიდი კომპანიები, თუმცა სიამოვნებით კი ერთვება მასში,
მაგრამ მაინც მარტოობას ანიჭებს უპირტესობას, არ ივიწყებს წყენას და შეუძლია შურისძიება.
როდესაც ისვენებს, ანუ ფიქრობს ჯობია არ შეაწუხოთ, თორემ მის რისხვას დაიმსახურებთ.
პანი-ფავნუსი
ლიდერია, უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მოერიდება არაფერს რომ
თავის უპირატესობა დაამტკიცოს, დაამტკიცოს თავისი ნიჭი, ისევე როგორც პანი არ მოერიდა
სამუსიკო დუელში აპოლონის გამოწვევას, ისევე თხის რქებიც არ ერიდებიან ძლიერ ამა ქვეყნისებთან
შეპაექრებას. მიზანს შეიძლება ვერ მიაღწიონ, მაგრამ თხის რქებზე, ისევე როგორც პანის
და აპოლონის პაექრობაზე დიდხანს ისაუბრებენ.
თბილისი.ინგოროყვას 6.ეკუთვნოდა ბანკირ იუზბაშევის 1887 წელს, არქიტექტორ შინკევიჩის აშენებული სახლის ფასადზე განთავსებულია ღვთაება პანის სკულპტურა.
ზოგიერთი ადამიანი ამ სახლის მისტიურობზე საუბრობს. დღესდღეობით ამ სახლში არავინ ცხოვრობს.
ქუჩის მხრიდან სახლს 6 ფანჯარა აქვს. მისი ნომერი 6.
როგორც ჩემი მეგობარი მარიკა სილაგაძე ამტკიცებს(სხვებზე დაყრდნობით) ამ სახლში ვინც დასახლდა არავინ არ გაიხარაო. რაც შეეხება სახლის მისტიურობას. ეს არის ერთადრთი შენობა სადაც ღვთება პანია გამოსახული, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სთესავს პანიკას, თბილისელებმა აღიქვეს,როგორც ეშმაკის გამოსახულება, ანუ პანმა თბილისელები დააპანიკა .
ზოგიერთი ადამიანი ამ სახლის მისტიურობზე საუბრობს. დღესდღეობით ამ სახლში არავინ ცხოვრობს.
ქუჩის მხრიდან სახლს 6 ფანჯარა აქვს. მისი ნომერი 6.
როგორც ჩემი მეგობარი მარიკა სილაგაძე ამტკიცებს(სხვებზე დაყრდნობით) ამ სახლში ვინც დასახლდა არავინ არ გაიხარაო. რაც შეეხება სახლის მისტიურობას. ეს არის ერთადრთი შენობა სადაც ღვთება პანია გამოსახული, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სთესავს პანიკას, თბილისელებმა აღიქვეს,როგორც ეშმაკის გამოსახულება, ანუ პანმა თბილისელები დააპანიკა .
No comments:
Post a Comment