Monday, April 14, 2014

ღვთება პანი

ერთ ერთი განსხვავება ადამიანებსა და მითოლოგიურ ღვთაებებს შორის ისაა, რომ არ ვიცით წელი როდესაც ღვთაებები დაიბადნენ, თარიღი და თვე კიდევ ხო, მაგრამ წელი უცნობია, თითქოს ამით წარმართული ხანის ადამიანები ღვთაებათა მარადისობაზე მიანიშნებდნენ.
ადამიანების მსგავსად ბერძნული მითოლოგიის ღვთაებები შეიძლება მახინჯებიც, ან დეფექტიანებიც იყვნენ, ეჭვიანები, მხიარულები, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ბერძნული ღვთაებები არიან ადამიაენები, რომლებიც გააღმერთეს როდესღაც, ან კიდევ იმისთვის რომ ზღვარი მათსა და ადამიანებს შორის დარღვეულიყო.
ხშირად ღვთაებები არ ერიდებიან ადამიანებს გაეჯიბრნონ, მიიღონ ორთაბრძოლებში მათი გამოწვევა, ან სულაც იცეკვონ უბრალო მოკვდავებთან ერთად.
ხშირად ხდება ისეც რომ ღვთაებებს, რომლებიც ოლიპოთი არ კმაყოფილდებიან უყვარდებათ მოკვდავი ადამიენები და მათგან დაბადებული ბავშვების მშობლები ხდებიან.
ასე მაგალითად დიდი ხნის წინ ( როდესაც ღვთების დაბადებასთან გვაქვს საქმე წელი უცნობია) ცხოვრობდა ვინმე გოგონა დრიოპა, ოვიდეუსის მეტამორფოზების მიხედვით  ეხალიის მეფე ევრიტოსის ქალიშვილი ყოფილა, რომელიც ცხვრებს მწეყემსავდა, ოვიდეუსის მიხედვით აპოლონისგან შეეძინა შვილი ამფილოსი, მეორე ვერსიით კი პანი, ოღონდ მეორე ღვთება ჰერმესისგან.
ეს დრიოპა ტყის ნიმფა იყოვო, აპოლონს შეყვარებია, დრიოპა კი არც ისე აღფრთოვანებული ყოფილა ღვთაებით, რომელიც საბერძნეთში მამაკაცური სილამაზის ეტალონი იყო, მაშინ აპოლონმა იმ მეთოდს მიმართა, როემლსაც ხშირად მიმართავდნენ ღვთაებები ( როდესაც ან ძროხად, ან ოქროს წვიმად ან კიდევ სხვა რამედ იქცეოდნენ. ღვთაებათა ფანტაზია უკიდეგანო იყო) და რატომღაც კუდ გადაიქცა, დრიოპა ქალია, თანაც ცნობისმოყვარე, ისე როგორც ადამიანთა უმეტესობა, ხოდა ხელში აუყვანია ეს კუ, რომელიც უმალვე გველად გადაქცეულა, თუ რაში დასჭირდა აპოლონს მთელი ეს მასკარადი მალევე გაირკვა, როდესაც ამ სანახაობით შეშინებული დრიოპას მეგობრები გაქცეულან და მეგობარი მიუტოვებიათ, აპოლონი კი დრიოპას პირისპირ დარჩენილა. ეს პირველი პანიკური შიში იყო დრიოპას ცხოვრებაში, მეორე მსგავსი განცდა კი მაშინ განიცადა , როდესაც ჰერმესისგან  საყვარელი ჩვილის მაგივრად ნახევრად თხა ( ჯერ კიდევ ციკანი) ნახევრად ადამიანი (ჩვილი) დაებადა, თანაც გრძელი წვერით და რქებით, როემლიც დაბადებისთანავე ხტოდა და იცინოდა, შეშინებულ დედას ჩვილი მიუტოვებია, მზრუნველმა მამა ჰერმესმა კი კურდღლის ტყავში გაახვია და ოლიმპოზე აუყვანია, რომ სხვა ღვთებებისთვის ეჩვენებინა თავისი ძე. მხიარული ჩვილით ოლიმპოს ღვთაებები აღფრთოვანებული დარჩენილან და თავისთან დაუტოვებიათ, თუმცა პანს დედის გენებიდანაც გადმოყვა რაღაც ( დრიოპა ხომ ერთ ერი ვერსიით ცხვრებს მწყემსავდა) და უდარდელ ღვთებრივ ცხოვრებას მწყემსობა არჩია, უკრავდა თავის სალამურზე, ცეკვავდა ნიმფებთან ერთად, ტყეში ცხოვრობდა, სიცხეს თავს გამოქვაბულს აფარებდა, ხოდა როდესაც ისვენებს არ უნდა შეაწუხოვო, თორემ პანიკურ შიშს მოგგვრისო, მაშინ ადამიანი დაბნეული გარბის და შესაძლოა სადმე გადაიჩეხოს კიდეც. შესაძლოა სალამინისა და მარათონის ბრძოლების დროს სპარსელებმა პანის მყუდროება დაარღვიეს და გაბრაზებულ ღვთაებას პანიკური შიში მოუგვრია სპარსელებისთვის, ხოდა ბერძნებიც ძვწ. 490 წლის გამარჯვებას პანს მიაწერენ.
პანის ქართული პარალელები
 რაღაცით ეს პანი ჩვენ ოჩოკოჩს ჰგავს. მეგრული წარმოშობის ოჩოკოჩისაც ( ანუ ადამიანი თხა, ვაცი) პანის მსგავსად რქები აქვს ( ერთი ვერსიით მკერდზე, მეორე ვერსიით თხის მსგავსად თავზე) , განსაკუთრებით მონადირეებს ემტერება, ტყეში მიმავალ მონადირეს აედევნება და ეძახის, თუ მონადირე გამოეპასუხა თავს დაესხმის, მონადირემ თოფი უნდა ესროლოს, თუ დაჭრა ოჩოკოჩი სისხლისგან იცლება და მონადირეს სთხოვს რომ მის წამებას ბოლო მოუღოს და კიდევ ერთი ტყვია დაახალოს, დილეტანტ მონადირეს გული თუ მოულბა მეორე ტყვიასაც დაახლის და მაშინ ოჩოკოჩი ცოცხლდება და ესმხის თავს მას, მაგრამ თუ მონადირემ ზედიზედ 30 ტყვია გაარტყა მიზანში ოჩოკოჩი კვდება. ანუ პანსა და ოჩოკოჩს შორის განსხვავებაცაა, ჩვენი ოჩოკოჩი მოკვდავია. ოჩოკოჩსაც შეუძლია პანიკური შიში მოჰგვაროს ადამიანს. „ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად ირწმუნებიან ზოგ ზოგიერთები.ამასაც კი ჰყვებიან:  ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. 
შეყვარებული პანი და ოჩოკოჩი
ოჩოკოჩს კიდევ ერთი საერთო აქვს პანთან, მასაც შეუძლია სიყვარული, მისი სიყვარულის ობიექტი ღვთაება ტყაშმაფია, რომელიც ტყის დედოფალია, ულამაზესი ყოფილა, არ უნდა გამოელაპარაკო,თორემ ჭკვაზე შეგშლის. ეს ტყაშმაფი განსაკუთრებით მონადირეებს მფარველობს, რაღაცით ბერძნულ არტემიდას მოგავგონებს, ხოდა რას შეიყვარებდა ასეთი მშვენიერი ღვთება ოჩოკოჩს, და ამ უკანასკნელს უძალავია მასზე და ტყაშამაფიც მომკვდარა.
ოჩოკოჩის ეს სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს პანისა და ნიმფა სირინგას სიყვარულის ისტორიას. სირინგა სილამაზით არტემიდას უტოლდებოდაო ირწმუნებიან ბერძნული მითები, მასავით მშვილდისარი ეჭირა ხელში და ხშირად ეშლებოდათ არტემიდეშიო. პანს „რქებამდე“ შეუყვარდა ეს სირინგა და გამოკიდებია, სირინგა გაქცეულა და მდინარის რომელიღაცა ღვთაებისთვის უთხოვია გადამარჩინიეო, ამ მდინარის ღვთაებასაც ლერწმად უქცევია, რომ ვერაფერს ვერ მიაღწია და იხილა ლერწმად ქცეული სიყვარულის ობიექტი პანმა, მოჭრა ეს ლერწამი და სალამური გააკეთა.
პანი-ფავნუსი
რომში პანს ფავნუსის სახელით სცემდნენ თაყვანს და ყოველ წელს 15 თებერვალს მასთან დაკავშირებულ დღესასწაულ ლუპერკალებს აღნიშნავდნენ ( მგლებისგან დამცველი ღვთების საპატივცემულოდ), ამ დღეასწაულზე ფავნუს თხებს სწირავდნენ ( საქართველოშიც გავრცელებული იყო და ზოგან დღესაც არის გავრცელებული თხის შეწირვა, ოღონდ რთველის დროს), რის შემდეგაც ლუპერკალები მთელს რომში დარბოდნენ და შემხედრ გაუთხოვარ, ან გათხოვილ , ან დაუოჯახებელ მამაკაცებს სარტყელს ურტყამდნენ ( მსგავსი ტრადიცია 20 საუკუნემდე ქართულ ბერიკაბაშიც შემორჩენილი ყოფილა).

პანი-ფავნუსი თხის რქა
ამ პანმა ფავნუსმა ასახვა ზოდიაქოს ნიშან თხის რქაში პოვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ცის ვარსკვლავთა კაბადონზე,.
პანი-ფავნუსის ხასიათი ასახულია თხის რქის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანების ხასიათშიც, ასე მაგალითად როგორც პან-ფავნუსს თხის რქებსაც შეუძლიათ უგონოდ სიყვარული, ისინი ირჩევენ ერთს და შეუძლიათ მასთან ყოფნა მთელი ცხოვრება, რთულად იტანენ და განიცდიან მეორე ნახევართან დაშორებას.
პან-ფავნუსს როგორც ვნახეთ განამრტოება უყვარს, ღლის მუდმივი ხმაური, დიდი  კომპანიები, თუმცა სიამოვნებით კი ერთვება მასში, მაგრამ მაინც მარტოობას ანიჭებს უპირტესობას, არ ივიწყებს წყენას და შეუძლია შურისძიება. როდესაც ისვენებს, ანუ ფიქრობს ჯობია არ შეაწუხოთ, თორემ მის რისხვას დაიმსახურებთ.
პანი-ფავნუსი ლიდერია, უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მოერიდება არაფერს რომ თავის უპირატესობა დაამტკიცოს, დაამტკიცოს თავისი ნიჭი, ისევე როგორც პანი არ მოერიდა სამუსიკო დუელში აპოლონის გამოწვევას, ისევე თხის რქებიც არ ერიდებიან ძლიერ ამა ქვეყნისებთან შეპაექრებას. მიზანს შეიძლება ვერ მიაღწიონ, მაგრამ თხის რქებზე, ისევე როგორც პანის და აპოლონის პაექრობაზე დიდხანს ისაუბრებენ.
პანი და თბილისი:
თბილისი.ინგოროყვას 6.ეკუთვნოდა ბანკირ იუზბაშევის 1887 წელს, არქიტექტორ შინკევიჩის აშენებული სახლის ფასადზე განთავსებულია ღვთაება პანის სკულპტურა.
ზოგიერთი ადამიანი ამ სახლის მისტიურობზე საუბრობს. დღესდღეობით ამ სახლში არავინ ცხოვრობს. 
ქუჩის მხრიდან სახლს 6 ფანჯარა აქვს. მისი ნომერი 6.
როგორც ჩემი მეგობარი მარიკა სილაგაძე ამტკიცებს(სხვებზე დაყრდნობით) ამ სახლში ვინც დასახლდა არავინ არ გაიხარაო.  რაც შეეხება სახლის მისტიურობას. ეს არის ერთადრთი შენობა სადაც ღვთება პანია გამოსახული, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სთესავს პანიკას, თბილისელებმა აღიქვეს,როგორც ეშმაკის გამოსახულება, ანუ პანმა თბილისელები დააპანიკა .



ოდინი და მისი ცხოველები ავტორი: ნინი ბუგიანიშვილი. მეორე კლასი. იტალიური სკოლა


                                  
         ოდინი იყო ძალიან უცნაური მეფე, მას არ ჰქონდა ერთი თვალი. ოდინმა თვალი იმიტომ დაკარგა, რომ იყო ერთი ბუმბერაზი, რომელიც იცავდა წყაროს, ვინც ამ წყაროს დალევდა ძლიერი გახდებოდა. ოდინმა გადაწყვიტა რომ დაელია. ბუმბერაზმა აუკრძალა და შესთავაზა, თუ გინდა რომ წყალი დალიო შნი თვალი უნდა მომცე, ოდინმა მისცა თვალი.
         მას ცხოველები ძალიან უყვარდა, მას ჰყავდა რვაფეხა ცხენი, ძალიან სწრაფი, ჰყვდა ორი არწივი ( უნდა იყოს ყვავი) და ორი მგელი.
        მთაში იყო ოქროს ქათამი ( მამალი) , როცა დაიყივლებდა ჯარი ადგებოდა ორ ჯგუფად , სისხლი შეუწყვეტლივ ნაკადულივით დიოდა, ბრძოლის ბოლოს მოდიოდა ორი მანდილოსანი ქალი ( ვალკირიები) , რომელიც არჩენდა დაჭრილ ხალხს და აცოცხლებდნენ,ბოლოს კი ქეიფობდნენ


Добавьте подпись




ოდინი ( ავტორი: მეორე კლასისი მოსწავლე, იტალიური სკოლა)





                                                                  ოდინი
                     ( ავტორი: მეორე კლასისი მოსწავლე, იტალიური სკოლა)
                                         ( თხრობის სტილი შენარჩუნებულია)
                ოდინი იყო უმაღლესი ღვთაება, ის გერმამეთის ღმერთი იყო. მას ერთი თვალი არ ჰქონდა,მოდი ვნახოთ რატომ დაკარგა მან თვალი. ერთ ტყეში ერთი ჯადოსნური წყარო იყო. თუ ამ წყაროს დალევდით ძლიერი და ჭკვიანი იქნებოდი. იმ წყაროს ერთი ძლიერი დევი იცავდა. ერთ დღეს ოდინს ამ წყაროს დალევა მოუნდა. ოდინმა დევს უთხრა:  „შეიძლება ეს წყარო დავლიოო?!  -არა ვერ ხედავ, კაციშვილი არ მიმყავს აქო?! ოდინი ძალიან შეეხვეწა, მაშინ დევმა უთხრა, თუ ასეა მაშინ შნი ერთი თვალი მომეციო. ოდინიც დათანხმდა, ამოიღო თავისი ერთი თვალი და დევს მისცა. რამდენიმე დღის მერე მართლაც ასე მოხდა.
                 ოდინს ცხოველები ძალიან უყვარდა. მას ჰყავდა 2 ყვავი ჰუგინი და მუმინი. ჰუგინი ფიქრი იყო, მუნინი კი მოგონება. კიდევ ორი მგელი ჰყავდა გური(გერი) და ფერკი (ფრეკი) . გური იყო მსუნაგი, ხოლო ფერკი გაუმაძღარი და ბოლოს ცხენი, რომელსაც რვა ფეხი ჰქონდა, ამიტომ ის ძალიან სწრაფი იყო.
               გერმანიაში იყო ესეთი უცნაური ქათამი ( მამალი), რომელსაც ოქროს ბიბილო ჰქონდა. ოდინს უყვარდა ცხოველები, გადაწყვიტა ეს ქათამი წაეყვანა და მართაც ასე მოიქცა.
2013წ. 14 აპრილი

Добавьте подпись

Wednesday, March 5, 2014

ენოქის წიგნი 2 (1-30)

                                                                   შესავალი
ენოქის  წიგნი-ძველი აღთქმის ერთ ერთი აპოკრიფია. ტექსტი პირველად ტერტულიანუსის ( ადრექრისტიანული პერიოდის მწერალი, მოღვაწეობდა მიახლოებით 115-240 წლების პერიოდში) და ორიგენესის    ( 185-245. ორიგენესი გახლავთ ბერძენი ქრისტიანი თეოლოგი. ბიბლიური ფილოლოგიის ერთ ერთი ფუძემდებელი. ერთ ერთი ვერსიით მან შემოიღო ტერმინი ღვთისკაცი) ნაშრომებში იხსენიება, თუმცა ტექსტი საზოგადოებისთვის
ცნობილი მხოლოდ 18 საუკუნეში გახდა, როდესაც ის აღმოჩენილი იქნა ე.წ. ეთიოპიური ბიბლიის შემადგენლობაში. ტექსტი არაერთხელ იქნა თარგმნილი, ქართულად სრული ტექსტი არ არის თარგმნილი ( 20 საუკუნის 90 იან წლებში მხოლოდ ერთ ერთი შემადგენელი თავის მცირე ნაწილი იქნა თარგმნილი-ავტორი არ მახსოვს).
ენოქის წიგნში აღწერილია ენოქის მოგზაურობა, ფრენა ზეცაში, ასევე საუბარია დაცემულ ანგელოზებზე.

ეს გახლავთ პირველი მცდელობა ტექსტის თარგმნისა. გთავაზობთ   ენოქის მეორე წიგნის 1-30 ქვეთავს.








                                                         ენოქის წიგნი 2 (1-30)

  1. და მოხდა ეს, მას შემდეგ რაც ადამის შთამომავლებს იმ დღეებში გაუჩნდათ ენით აუწერელი სილამაზის გოგოები
  2. და დაინახეს ანგელოზებმა ეს სილამაზე, და ვერ შეხედეს გულგრილად. უთხრეს ერთმანეთს : „ მოდი ავირჩიოთ კაცთა მოდგმიდან ცოლები და ვაშობინოთ შვილები“( შთამომავლები)
  3. და სემიაიზმა, მათ შორის უფროსმა ( ლიდერმა) თქვა : „ ვშიშობ, რომ ჩანაფიქრს არცერთი თქვენგანი არ განახორციელებს და მხოლოდ მე მომიწევს ამ დიდი ცოდვის გამოსყიდვა“
  4. მაშინ ყველა მათგანმა ერთხმად მიუგო მას: „ჩვენ ყველანი მოგცემთ ფიცს და პირობას და ამ ჩანაფირს სისრულეში მოვიყვანთ“
  5. და დაიფიცა ყველამ საშინელი ფიცით, რომ სისრულეში მოყვანდნენ ჩანაფიქრს და იყო მათი რიცხვი 200
  6. და აი მათი სახელები: სემიიაიზა, მათი უფროსი, ურაკიბარამეელი, აკიბეელი, ტამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი,სარაკუიაელი, აზაელი ( აზაზელი), ბატრაალი, ანანი, ცაკება, სამსავეელი,სარტაელი,ტურელი,იომიაელი, არაზიაილი, ესენი სხვა 200 ანგელოზის მმართველნი იყვნენ და ეს უკანასკნელნიც მათთან ერთად იყვნენ (ა.შ. ანუ 200 ანგელოზი)
  1. და აირჩიეს ცოლები და ყოველმა მათგანმა აირჩიე ერთი და დაამყარეს სქესობრივი კონტაქტი და ასწავლეს მათ ჯადოქრობა და შელოცვები და ასწავლეს მათ ფესვების და ხის მოჭრა და მათი გამოყენება.
  2. და დაორსულდნენ ისინი და შვეს ბავშვები, რომელთა სიმაღლე 3 000 წყრთა იყო
  3. (ახალშობილებმა) შეუჭამეს მთელი სანოვაგე ადამიანებს, ისე რომ ადამიანებს აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება.
 11. და მაშინ ახალმა სულიერმა არსებებმა შიმშილი, რომ მოეკლათ ადამიანებს დაერივნენ.
12. გაუმაძღარი არსებები ფრინველებს, ცხოველებს და თევზებსაც მიადგნენ და დაიწყეს მათი სასნსვლა და დაიწყეს მათი სისხლის სმა.
13. და დედამიწა გასაჭირში აღმოჩნდა.
14. და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს ხმლების, დანების, ფარების და ჯავშნების კეთება და ასწავლა მათ დაენახათ ის რაც მათ უკან იყო და ასწავლა მათ სხეულის მორთულობის გამოყენება, ფერუმარილის და „წითელი საცხის ( რუმიანის)“ გამოყენება , წარბების მორთვა და ძვირფასი ქვებით, დედამიწაზე არსებული ძვირფასი რკინით  მორთვა საკუთარი სხეულის.
15. და მოხდა დიდი უსამართლობა და ადამიანებმა დაიწყეს ცოდვების ჩადენა.
16. ამეზარაკმა ასწავლა ადამიანებს შელოცვები და მცენარის ფესვების გამოყენება ამისთვის. არმაროსმა-ჯადოს მოხსნა, ბარაკალმა -ვარსკვლავებზე დაკვირვება. კოკებელმა-ასწავლა სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისადმი დაკვირვება და ნიშნებისადმი ყურადღების მიქცევა. ტემელმა ასევე ასწავლა ვარსკვლავებზე დაკვირვება, ასტრადელმა კი მთვარის მოძრაობაზე დაკვირვება.
17. და როდესაც ადამიანთა მოდგმა დაღუპვის პირას აღმოჩნდა , მათ მოთქმა დაიწყეს და მათი ხმა ზეცას მისწვდა.
18. და ზეციდან მიქაელმა, გაბრიელმა,სურიიაინმა და ურიიანმა გადმოიხედეს და დაინახეს ბევრი სისხლი, რომელიც მიწაზე მოედინებოდა და ყველა უსამართლობა, რომელიც დედამიწაზე ხდებოდა.
19. და უთხრეს ერთმანეთს: „ ადამიანთა ოხვრის და კვნესის ხმამ ზეცის კარიბჭემდე მოაღწია“
20. და ადამიანთა სულები გვთხოვენ სამართალის გამოძიებას ყოვლისშემძლესთან.


21. და მიმართეს მაშინ უფალს: „ უფალო, უფალო, ღმერთთა  ღმერთო, მეფეთა მეფევ!
22. შენი დიდება სამყაროს დასაბამიდანაა: შენ ცნობილი და თაყვანცემული ხარ!
23. შენ ყველარის შემოქმედი ხარ და ყოვლის მბრძანებელი ხარ: ო ყოვლის მცოდნეო შენგან არაფერი დაიმალება.
24. შეხედე რა ჰქმნა აზაზელმა, როგორ ასწავლა მიწაზე მცხოვრებლებს ყველაფერი უკეთური და გაანდო ყოველივე დაფრული საიდუმლოებები ( ციური საიდულმოებანი)
25.შელოცვები კი სემიაიზამ გაანდო, რომელსაც მიცეი ძალაუფლება თავისი მოკავშირეების ბელადი ( მთავარი) ყოფილიყო (გამხდარიყო).
26. და მივიდნენ ისინი ( ანუ განმდგარი ანგელოზები) ადამიანთა ქალიშვილებთან, გაიხადეს ცოლებად, შებილწეს და გაანდეს მათ ეს ცოდვა.
27. ცოლებმა კი „არაადამიანები“ შვეს და მთაგან მთელი დედამიწა აივსო სისხლით და უწმინდური ძალებით.
28. და ეხლა ცოდვილთა სულები ზეციურ კარიბჭესთან არიან, ოხრავენ და ღაღადებენ: მათ ვერ შეუძლიათ იმ უწმინდრუობისგან თავიდაღწევა, რომელმაც დედამიწაზე დაისადგურა.
29. და შენ ყოველივე იცი, ბევრად ადრე ვიდრე ეს მოხდება. და შენ იცი ეს და მათი საქმე და მიუხედავად ამისა, შენ არაფერს გვეუბნები ჩვენ. ( გვიბრძანებ ჩვენ, არ მოქმედებ შესაბამისად)
30. და რა უნდა ვუქნათ ჩვენ მათ ეხლა ამისთვის?


ჩემი კომენტარები 1-30 ქვეთავისთვის:
საინტერესოა, რომ გოლიათები, რეალობას წარმოადგენდნენ და მსგავსი ანომალია დღესაც გვაქვს. არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ ბორჯომის რაიონშია აღმოაჩინეს ე.წ. 3 მეტრიანი ადამიანების ჩონჩხები. ( http://www.mary.ge/884-bbbbbbbbbbb-bbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbb.html ) გიგანტური გაქვავებული ჩონჩხი ნაპოვნია თურქეთში. ამ ადამიანის ფეხი ძვალი 120 სმ. აქედან გამომდინარე ამ ადამიანის სიმაღლე 5 მეტრია. ( http://www.mary.ge/884-bbbbbbbbbbb-bbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbb.html ) 2006 წელს ბორჯომის ხეობაში 3-მეტრიანი ადამიანების სამახრები აღმოაჩინეს.

ბორჯომის ხეობის მთებში არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილია ადამიანების ძვლები, რომელთა ასაკიც 25 ათასი წელია.
მეცნიერების მტკიცებით, ნაპოვნი ადამიანი-გიგანტების სიმაღლე 2,5-3 მეტრია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა იქნება სენსაცია, რადგანაც სამეცნიერო წრეებში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს თემის განხილვა, რომელიც უკავშირდება გიგანტებს და რომლებიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.

ვეკუას თქმით, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვა ცივილიზაციებისგან დამოუკიდებლად, რის გამოც ისინი განსხვადებოდნენ საკუთარი სიმაღლით. "სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში მათ მოიხსენიებდნენ როგორც გოლიათებს, თუმცა ამ ჰიპოტეზის დამასატურებელი ფატქები ამ დრომდე არ არსებობდა".( http://www.mary.ge/884-bbbbbbbbbbb-bbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbb.html ) . ანუ ფაქტია რომ გიგანტური ადამიანები არსებობდნენ და ენოქის წიგნში აღწერილი ფაქტი „გოლიათების“ შესახებ რეალობას შეესაბამება.
ენოქის წიგნის ზემოთ წარმოდგენილ ნაწილში ვხდებით სიუჟეტს იმის შესახებ, რომ დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს : რკინის, ძვირფასი ქვების, რკინის, სამკურნალო მცენარეების გამოყენება ასწავლეს, ასევე ციურ სხეულებზე დაკვირვება. თუ არქეოლოგების მიერ დატარიღებული გოლიათების ჩონჩხების ასაკი საშუალოდ ძვ. წ.4-3 ათასწლეულებით თარიღდება, ეს ემთხვევა  ჩნდებიან შუმერთა გაჩენის ხანას  მესოპოტამიის ტერიტორიაზე ( შუმერების უმთავრესი ღვთაებები ციურ სხეულებთან იყვნენ დაკავშირებულნი, ასე მაგალითად უმაღლესი ღვთაება: ანუ( ან) -ზეცის მეუფე, ასევე დაკავშირებულნი არიან ბუნებრივ მოვლენებთან -ენლილი-ქარების მბრძანებელი, რომელმაც ცა და დედამიწა გაყო ერთამენითისგან, ენქი-სიბრძნის ღვთაეაბ, სიტყვასიტყვით მისი სახელი ითარგმნება როგორც მიწის მბრზანებელი, რომელსაც სხვადასხვა გამოგონება ( კულტურული) მიეწერება). პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმენები ძველი ეგვიპტეში 4 ათასწლეულში ჩნდება ასევე. ანუ გოლიათის ჩონჩხები შუმერების და ეგვიპტელების პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების თანადროულია. ენოქის წიგნში წარმოდგენილ ყველაფერ იმაში,რაც „დაცემულმა ანგელოზებმა“ ასწავლეს ადამიანებს ძველი შუმერები და ეგვიპტელები ძვ.წ. 4 ათასწლეულიდან საკმაოდ დახელოვნებულნი არიან. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან რომ ენოქის წიგნში უცხოპლანეტური ცივილიზაციაა წარმოდგენილი, ან თუნდა ის რომ რეალურად „დაცემული ანგელოზების“ შესახებ იყოს საუბარი, ჩვენი ფრთხილი ვარაუდით ხომ არ აისახა ენოქის წიგნის ამ თქმულებაში „დაცემული ანგელოზების’ შესახებ რომელიმე ძველი შუმერული, ან ეგვიპტური მითი? ან ამ ძველი ცივილიზაციების ღვთაებათა პანთეონიდან რომელიმე, მით უმეტეს თუ გავისთვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ღმერთებს შორის ბრძოლას ( უმაღლეს ღვთაებასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ღვთაებებს შორის ბრძოლას) ადგილი ხშირად აქვს ძველ აღმოსავლურ და ბერძნულ-რომაულ მითებში.

ჩემი კომენტარი 21-30 ქვეთავისთვის: ენოქის წიგნშია აღწერილი ამბავი დაცემულ ანგელოზებზე მოგვაგონებს შუმერების წიგნში „ენუმა ელიშ“ აღწერილ ერთ ერთ ეპიზოდს, რომელიც ღვთაება ქინგუს ეხება.
ქინგუ - შვა თიამათმა ( ურჩხულმა, რომელიც შუმერული ღვთაებების დაუძიენებლი მტერია. ქინგუ შვა იმისთვის, რომ ტავისი მეუღლის აპუსუს სიკვდილისთვის ეძია შური). ( ტიამატი(«ти» (ti)- სიცოცხლე и «ама» (ama) — დედა. ) - ოთხფეხა ურჩხული, რომელიც დაამარცხა მარდუქმა და მისი სხეულისგან დედამიწა და ცა შექმნა.  ზოგჯერ ცეცხლისმფრქვეველ ხუთთავიან ურჩხულადაც წარმოგვიდგება). შვა სხვა 11 საშინელ არსებასთან ერთად (გველები, გველეშაპები, ძაღლები ადამიანი თევზები,ადამიანი მორიელები), რომლებიც შხამით აღსავსენი იყვნენ, ამ 11 ში კი ქინგუს განსაკუთრებული როლი ერგო, რადგანაც ქინგუს დაეკისრა მოვალეობა თავი მოეყარა ქაოსის დაფანტული ლაშქრისთვის და გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა ახალგაზრდა ღმერთებისთვის. მას ტიამატმა გადასცა თავისი მეუღლის აპსუს ( აბზუს)  ინსიგნიები-ელვარე გვირგვინი და ბედისწერათა დაფები. (აპსუ(აბზუ)-(ab — წყალი, zu — შორი)-მსოფლიო წყალი, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, რომლის კავშირით ტიამატთან ცა და დედამიწა წარმოიქმნა.)
ქინგუს არმია დამარცხებული იქნა მარდუქის არმიის მიერ. ტიამატი ამ ბრძოლაში იქნა მოკლული, მარდუქმა მისი სხეული განკვეთა ორად ერთი ნაწილისგან დედამიწა შექმნა, მეორისგან ცა. დამარცხების შემდეგ მარდუქის ინიციატივით ღვთაებებმა დასაჯეს ქინგუც: „ვინ იყო იგი, ომი რომ ატეხა?ტიამატი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო? ( ჩემი შენიშვნა-თუ თიამათმა რომ აამხედრა)....ქინგუა იგი, ომი რომ ატეხა, თიამათი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო. შეკრეს იგი და ეას წინაშე მიიყვანეს, სასჯელი დააკისრეს და სისხლი ამოართვეს; მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმნეს, ღმერთების სამსახური დააკისრეს მათ“ ( ღმერთებისადმი სამსახური დააკისრა მათ ენქიმ). (ციტატა მოყვანილია შემდეგი წიგნიდან: ზურაბ კიკნაძე „შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979, გვ. 142-143), ანუ სისხლი ამოართვეს ქინგუს და მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმენს. ქინგუ,  კიკნაძის აზრით კრებითი სახელია იმ ღმერთების, რომელნიც უნდა მომკვდარიყვნენ, რათა კაცი გაჩენილიყო,მაგრამ იგი არ მომკვდარა როცა მოკლეს. მისი სიცოცხლე შეეწირა კაცობრიობის გაჩენას,მისმა სსიცოცხლემ სისხლის სახით ახალი სიცოცხლე ჰპოვა კაცთა მოდგმის სხეულში( სხვა ღვთაებების მიერ მისი სხეული თიხას შეურიეს და ასე იშვა ადამიანი). მისი სისხლი თითოელ ადამიანის სხეულშია, თუმცა ადამიანი მოკვდავია, მაგრამ უკვდავია კაცთა მთელი მოდგმა მის ერთიანობაში. სწორედ ამიტომ იყო რომ ეს კაცთა მოდგმა გადაურჩა ღმერთებისგან მოვლენილ უამრავ ხიფათს ( მათ შორის წარღვნასაც). ოღონდ ესაა, რომ ადამიანის ძარღვებში დის  მეამბოხე ღვთაებების სისხლი, რამაც განსაზღვრა მისი ბუნება და მომავალი ბედი.
ადამიანის მოდგმის შექმნა კი მარდუქს და სხვა ღვთაებებს იმისთვის სურდათ, რომ ტიამატზე და ქინგუზე გამარჯვება მარად ეზეიმათ და დავიწყებას არ მისცემოდა, ამასთანავე იმისთვის, რომ ადამიანთა მოდგმას ღვთაებები ეკვება.
პ.ს.
შეადარეთ ენოქის წიგნშიც და შუმერულ მითოლოგიაშიც უმაღლესი ღვთებებს განუდგნენ სხვა ღვთაებები. დაცემული და დამარცხებული ღვთაებები ადამიანთა შექმნსთან ( ტრანსფორმირებასთან) არიან კავშირში. ხომ არ იქნა გამოყენებული ენოქის წიგნში ენუმა ელიშში აღწერილი ეს სიუჟეტი?ამასთანავე ენოქის წიგნში დაცემული ანგელოზები რაღაც უცნაურ, გიგანტურ არსებებს ჰქმნიან, მაშინ როდესაც ენუმა ელიშში იგივეს აკეთებს ტიამატი.

გამოყენებული ლიტერატურა:
 ენოქის წიგნი
ენუმა ელიში
ზურაბ კიკნაძე „შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979