Tuesday, December 9, 2014

ტესტი მითოლოგიაში შუმერული და ეგვიპტური მითოლოგია:

ტესტში პასუხები არ არის მითითებული 
11.   ტიგროსსა და ამ მდინარეს შორის იყო განლაგებული შუმერული ქალაქები
ა. ნილოსი
ბ. იორდანი
გ.ევფრატი
გ. არაქსი

22.    ამ ქალაქის მმართელი იყო გილგამეში
ა. ური
ბ. ურუქი
გ. ლაგაში
დ.უმმა
33.     ამ ეპითეტით მიმართავდნენ ქალბატონებს შუმერები
ა. ენ
ბ. ლილ
გ. დუქ
დ. ნინ
 4. ესე ითარგმნება ქართულად გილგამეშის მეგობარის, თიხისგან შექმნილი ადამიანის ენქიდუს სახელი
ა. ბატონი მიწისა
ბ. ბატონი ჰაერისა
გ. ტყის ბატონი
დ. თიხისგან შექმნილი ადამიანი
   5. ამ სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღვთაების სიყვარულზე თქვა უარი გილგამეშმა, რის გამოც ის გადაიმტერა
ა. ისისი
ბ. აფროდიტე
გ. იშთარი
დ. არურუ
    6. შუმერული მითოლოგიის თანახმად, ამდენი დღე გრძელდებოდა წარღვნა
ა. 9
ბ. 7
გ. 41
დ. 40
 7.  ხუმბაბას გარდა გილგამეშმა და ენქიდუმ ღმერთებისგან სასჯელად გამოგზავნილი ეს ცხოველიც დაამარცხეს
ა.  ციური ხარი
ბ. ციური ღორი
გ. ციური ძროხა
დ. ადამიანი მორიელები
  8. უთნაფიშთიმის მეუღლემ 7 ეს დაუდო ჩაძინებულ გილგამეშს თავთან, რომ გამოღვიძებულ გმირს გაეგო თუ რამდენი დღე ეძინა
ა. უკვდავების ეკლიანი ყვავილი
ბ.პური
გ. ყველი
დ. ვარდი


99.      შუმერულის გარდა, ქვემოთ მოცემული დამწერლობა ამ სახელწოდებითაცაა ცნობილი


110. უკვდავების ეკლიანი მცენარის მოპოვების შემდეგ, ერთ ერთი ვერსიით გილგამეშს ჩაეძინა, გამოღვიძებულს მცენარე მოპარული დახვდა. სწორედ ამით მიხვდა გილგამეში ქურდის ვინაობას:
ა. გველის ტყავით
ბ. დამსხვრეული კერპებით
გ. ნავით
დ. ხარის რქებით


111. ჯოსერის „საფეხურებიანი“ პირამიდის ამშენებლად ითვლება ეს ადამიანი, რომელიც შემდგომში ეგვიპტელებმა გააღმერთეს

ა. სეტი
ბ. იმჰოტეპი
გ. ტუტანხამონი
დ. ხეოფსი

112. მითის თანახმად ოსირისის დედა ცის ქალღვთაება იყო, რომელსაც ძროხისთავით, ან ძროხის სხეულით გამოსახავდნენ, რა ერქვა მას?

ა. გები
ბ. ნუტი
გ. ტოტი
დ. ისისი
113.აქედან რომელია ქალღვთაება ბასტატი
ა.     

ბ. 


გ. 

დ. 

114.  ოსირისი ძმამ, შეთქმულება მოუწყო ოსირისს, გააკეთა რა დიდი ყუთი, რომელშიც საკუთარი ძმა გამოკეტა. რა ერქვა ამ გველისთავიან ( ნიანგისთავიან ღვთაებას) ?
ა. ჰორი
ბ. ანუბისი
გ. სეტი
დ. ნეფტიდა
115.  ამ სახელით ვიცნობთ ოსირისის და ისისის ძაღლისთავიან ( ზოგჯერ აფრთრისთავიან) შვილს, რომელიც მკვდრების სამეფოში სულებზე სამართალს ასრულებს

ა. ატონი
ბ. ამატი
გ. ანუბისი
დ. აპოპი
116.  სწორედ ამდენაწილად დაანაწევრეს ოსირისის გვამი მისი ძმის მსახურებმა
ა. 10
ბ. 23
გ. 15
დ. 14

117. ფრინველისთავიანმა ოსირისის ამ ძემ იძია შური ბოროტ ბიძაზე, რომელმაც ოსირისი მოკლა
ა. გებმა
ბ. ამონ რამ
გ. ტოტმა
დ. ჰორმა
118.  ოსირისი კითხვაზე, თუ რომელი ცხოველია ყველაზე გამოსადეგი მეომრისთის, მისმა ძემ უპასუხა , რომ ეს ცხოველია:
ა. ცხენი
ბ. აქლემი
გ. ხარი
დ. ლომი

119.  მიწისქვეშა სამეფოში ანუბისს სასწორი ეჭირა, მის ერთ მხარეს გადრაცვლილი ადამიანის გულს დებდა, მეორე მხარეს კი ამას. თუ გული გადაწონიდა ესეიგი ადამიანი ცოდვილი იყო და ღმერთებთან ყოფნას არ იმსახურებდა, თუ ეს მაშინ ადამიანი უცოდველი იყო
ა. თმა
ბ. ბუმბული
გ. ძაფი
დ. ოსირისის კვერთხი

220.   სფინქსის გამოცანა: ვინ დადის დილას ოთხ ფეხზე, საღამოს ორ ფეხზე, ღამე კი სამ ფეხზე. გამეცით სამივე პასუხი.

მედეა ტუგულაშვილი მითოლოგია და მშვილდოსანი

     
ძველ დროში, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ცა ერთი მთლიანი ქსოვილი იყო, რომელიც გარს ერტყა დედამიწას. ვარსკვლავთმრიცხველებმა დაიწყეს ცის დაყოფა და ასე შეიქმნა 12 ზოდიაქოს ნიშანი. სიტყვა ზოდიაქო ბერძნული სიტყვიდან მოდის და ცხოველთა წრეს ნიშნავს. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი მითოლოგიური ისტორია აქვს, მაგრამ რადგანაც მშვილდოსანი ვარ, წარმოგიდგენთ მშვილდოსნის მითოლოგიური ისტორიას.

მშვილდოსანზე არსებული მითი ბრძენ კენტავრ ქირონს უკავშირდება, ამიტომ მშვილდოსანი არის ნიშანი, რომელიც ერთდროულად გამოხატავს როგორც ადამიანს ისე ცხენს. ქირონს ენდობოდნენ, როგორც დამიანები ისე ღმერთები. ღმერთებმა მას მიანიჭეს უკვდავება, მკურნალობა, ნადირობა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასწავლეს. ამიშ შემდეგ იგი გახდა აქილევსის, იასონის და ჰერაკლეს მასწავლებელი. ერთხელ, როდესაც ჰერაკლე ნადირობდა, სრულიად უნებურად მოწამლული ისრით ქირონი დაჭრა. უკვდავი ქირონი ტკივილით იტანჯებოდა, სანამ პრომეთეს ანუ ამირანის მაგივრად არ ჩავიდა ქვესკნელში, ამით მან თავისი სურვილით  პრომეთეს უკვდავება. ზევსმა ბრძენი კენტავრი ცაზე განათავსა და ასე უკვდავყო მისი სახელი.

იტალიური სკოლა. მეშვიდე კლასი წმინდა გიორგი

იტალიური სკოლა. მეშვიდე კლასი
წმინდა გიორგი

მოსწავლეებს სანამ ინფრომაციას წმინდა გიროგის შესახებ მივაწვდიდი, მივეცი საკლასო სამუშაოა 15 წუთში მოემზადებინათ მოკლე სტატიები წმინდა გიროგის შესახებ. სულ იყო 4 დავალება. კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში ორი კაცი. ოთხი ჯგუფიდან დავალება მხოლოდ 3 მა ჯგუფმა შეასრულა.
მიზანი იყო იმ ინფორმაციის მოსმენა, რომელსაც მოსწავლეები ფლობდნენ წმინდა გიორგის შესახებ

თემები:
წმინდა გიორგის გამოსახულება ხატზე
კაპადოკია , ადგილი სადაც ლეგენდის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა
წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის.

წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის ( ნინი გოგილიძე, მარიამ გავაშელი)
წმინდა გიროგის წამებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ იგი ეწამა ქრისტიანობისთვის, ღმერთისთვის და მისი სახელისთვის, რომელიც მისთის ძვირფასი იყო და ღირდა სიცოცხლის შესაწირად. სწორედ იმისთვის რომ თავი გაწირა ქრისტიანობისთვის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
 ( ჩემი კომენტარი: წმინდა გიორგი ქრისტიანობისთვის რთულ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, როდესაც დიოკლეტიანე ცდილობს ძველ რომაულ წარმართულ პანთეონის ღვთაებებს დაუბრუნდეს და იწყებს ქრისტიანობუს დევნას, სწორედ მაშინ ჩნდება წმინდა გიორგი, რომლის საქციელმაც, რამდნიემ მძიმე წამების მოთმენამ დაანახა ხალხს, რომელიც დაშინებული იყო დევნით, რომ მსგავსად წმინდა გიორგისა იგივე რომაელები საკუთარ ღვთაბებეისთვის თავს არ შეწირავდნენ, საერთოდ რომის ისტორიაში მოწამის ფაქტორი არ არსებობს, ეს პირველად ქრისტიანულ რელიგიაში გვხდება. მოწამეობრიობა ქრისტიაობის პოპულარიზაციას ემსახურება. ქრისტიანობა სიყვარულია და ამ სიყვარულისთვის ეწამებიან მოწამენი და ითმენენ ათასგვარ წამებას.)
წმინდა გიროგი და კაპადოკია( ანუ რა ვიცი კაპადოკიის შესახებ) ( ლაშა შაინიძე და პაპუნა)
კაპადოკია მდებარეობს თურქეთი ტერიტორიაზეშემორჩენილია უძველესი კლდეში ნაკვეთი გამოქავბულებეი. იქედან წარმოშობით იყო წმინდა გიორგი და წმინდა ნინო. წმინდა ნინომს 4 საუკუნეში გააქრისტიანა საქართველო. ის და წმინდა ნინო ნათესავები არიან. ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავზე აღართული ეკესია წმინდა გიორგის სახელობისაა.
წმინდა გიროგის გამოსახულება ხატზე ( ლიზი ტალახაძე. ლიზი ჭკადუა)
ხშირად წმინდა გიორგის ფრესკებზე და ხატებზე დრაკონთან მებრძოლად გამოსახავენ. ზოგიერთ გამოსახულებაში კი დრაკონი ადამიანითაა ჩანაცვლებული, რომელიც სავარაუდოდ ეშმაკს განასახიერებს. ასევე არსებობს ფრესკები სადაც მისი წამებაა გამოსახული. იგი აწამეს იმპერტორ დიოკლეტიანეს დროს. ერთ ერთი გამოსახულება ასახავს მის წამებას ბორბალზე.



Monday, December 8, 2014

მედეა ტუგულაშვილი ( ავტორის სტილი დაცულია) ოსირისი



ოსირისი იყო ცის ქალღმერთის ნუტის ძე. ერთხელ, როდესაც ოსირისს ეძინა, მასთან ოთახში ოსირისის ძმა სეტი და მისი თანხმლებნი შევიდნენ, აუღეს ზომები და გააკეთეს ლამაზი ყუთი ამ ზომების მიხედვით . რამდენიმე დღის შემდეგ ოსირისს ჰქონდა დიდი წვეულება. სეტმა ეს ყუთი შემოიტანა. ყველას თავლი მოსჭრა ყუთის სილამაზემ. სეტმა კი თქვა: ვინც ყუთში ჩაეტევა, მისი იყოს ყუთივო. 

ყველა ცდიდა ბედს და წვებოდა ყუთში, მაგრამ არავის მოერგო. ოსირისიც ჩაწვა, მაგრამ ჩაწოლისთანავე დაახურეს ყუთშ თავი და ამოქოლეს. შემდეგ კი ნოლოსში გადააგდეს. როდესაც ეს ამბავი, ოსირისის ცოლმა ისისმა გაიგო, სასწრაფოდ გაეშურა ნილოსისკენ, მაგრამ ყუთი ვერ იპოვა. იქ იყვნენ ბავშვები.


 ისისი შეეკითხე, თუ იცოდნენ ყუთის ამბავი, ბავშვებმაც აჩვენეს თუ სად იქნა ყუთი ჩაგდებული. ისისი გაუყვა გზას და მიაგნო ხეს, რომელზეც იყო შერჩენილი ეს ყუთი, მაგრამ ყუთი ადგილზე არ აღმოჩნდა.

ავტორის ჩანახატი: 


ანუნანკი ( იტალიური სკოლის მეექვსე კლასელების აღწერა)

                                                        ანუანკი
( მეექვსე კლასისი მოსწავლეებს გაკვეთილზე დავალებად ჰქონდათ აღეწერათ ანუნაკის გამოსახულება, რომელიც მათ მე დავურიგე. 3 სამუშაო ჯგუფად დავყავი კლასი და საკამოდ საინტერესო დეტალები შენიშნეს მოსწავლეებმა ანუნაკის გამოსახულებებზე, რომლის შესახებ დავალების მიცემამდე ინფორმაცია არ მიმიწოდებია, გარდა ღვთაების გამოსახულებებისა)
ანუნაკი ( ჩემის სტატია მოკლედ)



შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში, მიწისა და მიწისქვეშა სამყაროს ღვთაება, რომელიც ადამიანთა ბედიღბალს განსაზღვრავდა.იყვნენ დაბალი კატეგორიის ღვთაებები, რომლების მოვალეობაც 50 ღვთაების მსახურობა იყო. მოგივანო პერიოდის ბაბილონური ცნობებით ანუნაკები ღვთება ანუს და ქის შვილები. ანუ შუმერულად ცას ნიშნავს, ქი მიწას.
ენუმა ელიშში ვკუთხულობთ , რომ როდესაც დედამიწაზე მხოლოდ ღმერთბეი ცხოვრობდნენ, მათ ენლილი ( ჰაერის ბატონმა)  განაგებდა, ღვთაება ანმა (ცამ) ცასა და მიწას შუა, მთაზე ანუნაკები ჩასახა.
ანუნაკები იმ კატეგორიის ღვთაებებს მიეკუთვნებიან რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ადამიანებთან , ისინი ზიუსუდრას( უთნაფიშთიმს წარღვნის დროს ეხმარებიან), სარგებლობენ ასევე ციური ხომალდებით ( იხილეთ ენქის მეათე წიგნი წარღვნის შესახებ) , ხომალდები ცეცლხს უშვებდნენ. წარღვნის დროს მათი ხომალდები ზეცაში დაფრინავდნენ და იქიდან ადევნებდნენ თავ ლს წარღვნას. თვითონ ანუნაკები გაკვირვებულნი ადევნებდნენ თვალს წარღვნას და უკვირდათ თუ როგორ დაფარა წყალმა მიწა, ასევე იცნობენ ყურძნის კულტურას, რომლითაც ისინი წარნას გადარჩენილ ადამიანს ზიუსუდრას გაუმასპინძლდნენ წარღვნის შემდეგ. ყურძნის წვენი ( ღვინო?) მათი ღვთაებრივი ელექსირია.
ისინი ადამიანებს შორის ცხოვრობდნენ.
http://xn--e1adcaacuhnujm.xn--p1ai/?page_id=4216

1 ჯგუფი:
( ქეთი ჭიჭინაძე, მაკუნა ზითანიშვილი, სოფო კობახიძე)
იგი არის მამაკაცი. აქვს ფრთები. იგი წყალს ეზიდება, რაზეც მის ერთ ხელში წყლის ჭურჭლის არსებობა მიანიშნებს.  ხელში ქვა უჭირავს. აცვია იმდროინდელი კაბა და მოსასხამი. ახურავს ჯაჭვის მუზარადი. უკეთია საყურე და სამაჯური. ჩვენ მივხვდით, რომ ის არის ღვთაება. ძლიერი მებრძოლი. ნახევრად ადამიანი. 
2 ჯგუფი:
( ნიცა, გიორგი, სანდრო, ელენე)
ამ კაცს აცვია კაბა და მოსასხამი. ახურავს მუზარადი. ხელში უჭირავს ქვა და ჯამი, აქვს ფრთები . აქვს წვერები და ულვაშები, უკეთია საყურეები და სამაჯური. როგორც ეტყობა, არის მამაცი, ძლიერი და გამბედავი. არის მეომარი,რ ადგანაც თავზე მუზარადი ახურვს, აცვია საომარი ფორმა.
3 ჯგუფი
(ანა, ლიზი, ზუკა, ნიკო)
ანუნაკს ხელზე კომპასი უკეთია. მოსასხამი და კაბა აცვია, აქვს ფრთები, წვერები და საყურეები. ხელში უჭირავს კლიტე და მოსასხამში ჩარჭობილი აქვს დანები. ფეხებზე სანდლები აცია. ასევე მომარჯვებული აქვს ქვა.


თეკლა გიორგაძე მეხუთე კლასი. წმინდა გიორგი

თეკლა გიორგაძე  მეხუთე კლასი
                                                 
 წმინდა გიორგი
( ჩემი კომენტარი: იტალიურ სკოლაში ერთ ერთი გაკვეთილი გვქონდა წმინდა გიორგი, მოსწავლეებს ვაჩვენე  მულტფილმი. ქვემოთმდებარე სტატია  წარმოადგენს ჩემი მონაყოლისა და ამ მულტფიმლის სინთზეს, რომელიც თეკლას დაამახსოვრდა)
                                                      
იყო ერთი სახლი, რომელშიც დაიბადა წმინდა გიორგი.ღამით ძილის წინ დედ-მამა იავნანას უმღეროდნენ. ცაეძინებოდა გიროგის, გაჩნდებოდნენ ანგელოზები და საწოლს ურწევდნენ. ანგელოზებს რომ ხედავდა თვალებიი უბრწყინავდა. ერთ დღესაც ანგელოზებმა მონათლეს გიორგი და დააძინეს. უცებ იქ გაჩნდა სავი ღრუბელი, რომელშიც ბოროტი სული იყო, უცებ გიორგის ხელში შუბი გაჩნდა, მან რამდენჯერმე დაკრა ძირს და გაზაირდა, ბოროტი არსებაც გაქრა.
როდესაც გაიზარდა მშობლებს გამომემშვიდობა და გზას გაუდგა. მან გაიარა მთები, მდინარე, თოვლი და ქარბუქი. მიდაგა ერთ სასახლეს, რომელშიც ბოროტი ადამიანი ცხოვრობდა , რომ შევიდა, ეს ადამიანი იმ დროს სადილობდა.( ჩემი შენიშვნა: აქ საუბარია იმპერატორ დიოკლეტიანეზე). ბოლოს ამ კაცმა გიორგი დაიჭირა და ციხეში ჩასვა. იქ ანგელოზები გაჩნდნენ , ვაშლი და პური მისცეს. ციხიდან გამოვიდა. ის ბოროტი კი ჯერ მგლად იქცა, შემდეგ გველეშაპად და ყველაფრის სანსვლა დაიწყო. ერთხელაც ქავზე მჯდომი ქალი ნახე, რომელიც გველეშაპისთვის უნდა შეეწირათ, წმინდა გიროგიმ დახმარება გადაწყვიტა, მივიდა ქვასთან, ჩამოჯდა და გველეშაპს დაელოდა, მაგრამ ჩაეძინა. გამოჩნდა გველეშაპი, გოგონამ ტირლი დაიწყო და გიორგის გაეღვიზა, დაამარცხა გველეშაპი და გოგონა მშობლებს დაუბრუნა.


ნატა ლაშქარაშვილი. მეშვიდე კლასი გორიჯვარი

ნატა ლაშქარაშვილი. მეშვიდე კლასი
                                                              გორიჯვარი

ქალაქი გორთან, თრიალეთის  მთებსა და მტკვირის სანაპიროსთან, ამოზნექილია გორიჯვრის მთა, რომელზე ცმდებარეობს უძველესი ტაძარი გორიჯვარი. მეოთხე საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იგი იწოდება, როგორც გორიჯვარი. ეს ტაძარი წმინდა გიროგის სახელობისაა. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკელსია მდგარა, რომელთაგან  ერთი 7-9 საუკუნეების ნაგებობა იყო. ეს მოსაზრება 1988 წელს დადასტურდა. ამ დროს ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგად აღმოჩნდა რომ გორისჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია წმინდა გიროგის თავი შეიძლება იყოს დაკრძალული.