ძველ დროში, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ცა ერთი მთლიანი
ქსოვილი იყო, რომელიც გარს ერტყა დედამიწას. ვარსკვლავთმრიცხველებმა დაიწყეს ცის დაყოფა
და ასე შეიქმნა 12 ზოდიაქოს ნიშანი. სიტყვა ზოდიაქო ბერძნული სიტყვიდან მოდის და ცხოველთა
წრეს ნიშნავს. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი მითოლოგიური ისტორია აქვს, მაგრამ რადგანაც
მშვილდოსანი ვარ, წარმოგიდგენთ მშვილდოსნის მითოლოგიური ისტორიას.
მშვილდოსანზე არსებული მითი ბრძენ კენტავრ ქირონს უკავშირდება,
ამიტომ მშვილდოსანი არის ნიშანი, რომელიც ერთდროულად გამოხატავს როგორც ადამიანს ისე
ცხენს. ქირონს ენდობოდნენ, როგორც დამიანები ისე ღმერთები. ღმერთებმა მას მიანიჭეს
უკვდავება, მკურნალობა, ნადირობა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასწავლეს. ამიშ
შემდეგ იგი გახდა აქილევსის, იასონის და ჰერაკლეს მასწავლებელი. ერთხელ, როდესაც ჰერაკლე
ნადირობდა, სრულიად უნებურად მოწამლული ისრით ქირონი დაჭრა. უკვდავი ქირონი ტკივილით
იტანჯებოდა, სანამ პრომეთეს ანუ ამირანის მაგივრად არ ჩავიდა ქვესკნელში, ამით მან
თავისი სურვილით პრომეთეს უკვდავება. ზევსმა
ბრძენი კენტავრი ცაზე განათავსა და ასე უკვდავყო მისი სახელი.
No comments:
Post a Comment