Tuesday, December 9, 2014

იტალიური სკოლა. მეშვიდე კლასი წმინდა გიორგი

იტალიური სკოლა. მეშვიდე კლასი
წმინდა გიორგი

მოსწავლეებს სანამ ინფრომაციას წმინდა გიროგის შესახებ მივაწვდიდი, მივეცი საკლასო სამუშაოა 15 წუთში მოემზადებინათ მოკლე სტატიები წმინდა გიროგის შესახებ. სულ იყო 4 დავალება. კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში ორი კაცი. ოთხი ჯგუფიდან დავალება მხოლოდ 3 მა ჯგუფმა შეასრულა.
მიზანი იყო იმ ინფორმაციის მოსმენა, რომელსაც მოსწავლეები ფლობდნენ წმინდა გიორგის შესახებ

თემები:
წმინდა გიორგის გამოსახულება ხატზე
კაპადოკია , ადგილი სადაც ლეგენდის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა
წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის.

წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის ( ნინი გოგილიძე, მარიამ გავაშელი)
წმინდა გიროგის წამებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ იგი ეწამა ქრისტიანობისთვის, ღმერთისთვის და მისი სახელისთვის, რომელიც მისთის ძვირფასი იყო და ღირდა სიცოცხლის შესაწირად. სწორედ იმისთვის რომ თავი გაწირა ქრისტიანობისთვის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
 ( ჩემი კომენტარი: წმინდა გიორგი ქრისტიანობისთვის რთულ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, როდესაც დიოკლეტიანე ცდილობს ძველ რომაულ წარმართულ პანთეონის ღვთაებებს დაუბრუნდეს და იწყებს ქრისტიანობუს დევნას, სწორედ მაშინ ჩნდება წმინდა გიორგი, რომლის საქციელმაც, რამდნიემ მძიმე წამების მოთმენამ დაანახა ხალხს, რომელიც დაშინებული იყო დევნით, რომ მსგავსად წმინდა გიორგისა იგივე რომაელები საკუთარ ღვთაბებეისთვის თავს არ შეწირავდნენ, საერთოდ რომის ისტორიაში მოწამის ფაქტორი არ არსებობს, ეს პირველად ქრისტიანულ რელიგიაში გვხდება. მოწამეობრიობა ქრისტიაობის პოპულარიზაციას ემსახურება. ქრისტიანობა სიყვარულია და ამ სიყვარულისთვის ეწამებიან მოწამენი და ითმენენ ათასგვარ წამებას.)
წმინდა გიროგი და კაპადოკია( ანუ რა ვიცი კაპადოკიის შესახებ) ( ლაშა შაინიძე და პაპუნა)
კაპადოკია მდებარეობს თურქეთი ტერიტორიაზეშემორჩენილია უძველესი კლდეში ნაკვეთი გამოქავბულებეი. იქედან წარმოშობით იყო წმინდა გიორგი და წმინდა ნინო. წმინდა ნინომს 4 საუკუნეში გააქრისტიანა საქართველო. ის და წმინდა ნინო ნათესავები არიან. ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავზე აღართული ეკესია წმინდა გიორგის სახელობისაა.
წმინდა გიროგის გამოსახულება ხატზე ( ლიზი ტალახაძე. ლიზი ჭკადუა)
ხშირად წმინდა გიორგის ფრესკებზე და ხატებზე დრაკონთან მებრძოლად გამოსახავენ. ზოგიერთ გამოსახულებაში კი დრაკონი ადამიანითაა ჩანაცვლებული, რომელიც სავარაუდოდ ეშმაკს განასახიერებს. ასევე არსებობს ფრესკები სადაც მისი წამებაა გამოსახული. იგი აწამეს იმპერტორ დიოკლეტიანეს დროს. ერთ ერთი გამოსახულება ასახავს მის წამებას ბორბალზე.



No comments:

Post a Comment