Tuesday, December 11, 2012

ქალთევზა ( თანამედროვე მითოლოგიაში)


ფარავნის ტბის უცნაურობები:
2005 წელს ფარავნის ტბაზე თსუ დან სტუდენტები ვიყავით სამეცნიერო ექპსედიციაში, ჩვენი მიზანი იყო ფარავნის ტბაშია არსებული რაღაც უცნაური არქიტექტურის გამოკვლევა.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ტბაში ძველი ყორღანების ნაშთები აღმოჩნდა, თუმცა საინტერესო იყო ადგილობრივი მაცხოვრებლების ფობია, იმის შესახებ რომ ტბაში ურჩხული ცხოვრობს, ტალღები კი რომელიც ტბაში ხშირად იცის ( სხვათაშორის მოულოდნელად) ამ ურჩხულის მოძრაობის შედეგიაო.
2008 წელს კი გავიგე, რომ ტბაში დაუჭერიათ ქალთევზა, რომლის ვიდეო კადრებიც მანახეს, თუმცა ყველაფერს მეცნიერული ახსნა აქვს, ეს არსება რომელიც ადამიანს მიამსგავსეს უბრალოდ წყლის არსება ( თევზი) აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ხშირად უმარილო წყალში ბუდობს ( ანუ ძირითადად ტბებში), მსგავსი არსება კასპიის ზღვაშიც იქნა ნაპოვნი.
მსგავსი არსებების აღმოჩენა, მეტყველებს იმაზე, რომ მითოლოგია არ ცრუობს, თევზქალები ნამდვილად არსებობდნენ, ანუ თევზის სახეობა, რომელსაც თვევზქალებს ამსგავსებდნენ და შემდეგ მითოლოგია შეთხზეს.
თევზქალებზე საუბარს მერეც გავაგრძელებ, ეს კი უბრალოდ შესავლისავით იყოს :)
უკეთ რომ შეგექმნათ წარმოდეგნა რა არსებაზე არის საუბარი დავდებ ვიდოე მასალასაც:
http://www.youtube.com/watch?v=YAhB1_HAaBk

ეგვიპტური ერთ ერთი ნახატი კი თუ მეორე ვიდეოს დავუჯერებთ ასახვას, მოვლენას თუ როგორ გაყარეს ეგვიპტელებმა ეს არსებები ზღვისკენ.

http://www.youtube.com/watch?v=shj40XftMsw

რა არის მითოლოგია ( მოკლედ)


მითოლოგია ბერძნული სიტყვაა და თქმულების, გადმოცემის შესახებ საუბარს ნიშნავს. ბევრს მითოლოგია სიცრუედ მიაჩნია, არადა მითოლოგია რეალურ ფაქტებზე არის დაფუძვნებული, რომელიც არქეოლოგიური გათხრებით, მატერიალური კულტურით და ისტორიული წყაროებით დასტურდება. როგორც ფილოსოფოსი ალექსეი ლოსევი თავის ნაშრომში „მითის დიალექტიკა“ შენიშნავდა: მითოლოგიაში „ არ არის არაფერი შემთხვევითი, არასაჭირო,გამოგონილი,ფანტასტიკური. ეს ჭეშმარიტი და მაქსიმალურად კონკრეტული რეალობაა“. რატომ იქმნება მითოლოგია? ეს არის ვინმე ოდესღაც არსებული გმირის გაიდიალებისთვის, ამოუხსნელი მოვლენისადმი, თავისუფალი აზრის გამოქთმისადმი, ეს არის ამბავი რომელიც ცდილობს აგვიხსნას თუ როგორ გაჩნდა სამყარო, ადამაინები, ღმერთები, ფლორა და ფაუნა.  თუ რომელიმე მოვლენის ახსნა ვერ ხერხდებოდა უბრალო ადამიანი ცდილობდა მისი ახსნა მითოლოგიით მოეძებნა. მითოლოგიურ სამყაროში ზოგჯერ ადამიენები ღმერთებს ეხმარებიან, ებრძვიან, მითოლოგია ეს არის ადამიანის ფნატაზიის ზეიმი, რომელიც სინამდვილეს არ სცილდება, რაგდანაც ხშირ შემთვხვევაში მითოლოგიური პერსონაჟების ცხოვრება  რეალურ მოგზაურობაზე, გმირობაზეა აგებული. მითოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით ბევრ საინტერესო ფაქტს და სინამდვილეს აღმოვაჩენთ რომელიც რეალობაში მოხდა. ცნობლი მეცნიერი შლიმანი ჩაუღრმავდა ჰომეროსის ნაწარმოებს ილიადას და დაამტკიცა, რომ ანტიკურ პოეტთან აღწერილი ამბავი სინამდვილეს შეესაბამება, ისევე როგორც სინამდვილეა ოქროს ვერძის ამბავი, ან სკანდინავიური ღვთაებების ოდინის და თორის არსებობა, ოღონდ ტომის ბელადების სახით, რომელთაც შემდგმოში მიაწერეს მითოლოგიური თვისებები, სინამდვილეა კენტავრის არსებობაც, ამ სახელით ადრე სკვითებს მოიხსენიებდნენ, რომელნიც საშინელი შესახედაობის ყოფილან და ცხოვრების მეტ ნაწილს ცხენზე ატარებდნენ, აქედან წარმოსდგა სახელწოდებაც ადამიანი ცხენი -კენ ტავრუსი. ზოგჯერ მითოლოგიურ სიუჟეტებს ქრისტიანულ თქმულებებშიც ვხდებით, ისვე როგორც წმინდა გიორგის შესახებ თქმულებაში, სადაც საუბარი რეალურად არსებულ ადამიანზე, რომელიც ქრისტიანობის გამო შეეწირა და შემდგომში მითოლოგიური თვისებებიც შეიძინა. წმინდა გიორგი გველეშაპის დამმარცხებელია, გველეშაპის სახით კი ქრისტიანი წარმართობას გამოსახავდა. გველეშაპი რომ წარმართობასთან და წარმართვებთან იყო კავშირში, ამაზე წმინდა გიორგის იკონოგრაფიაც მეტყველებს სადაც ზოგჯერ გველეშაპის ნაცვლად იმპერატორი დიოკლეტიანე წარმოგვიდგება.
მითოლოგია ყველა ეპოქას მოერგო( თანამედროვეობასაც კი: ამოუცნობი ობიექტი, სარკის განეიტრალება პანაშვიდის დროს, რომ გარდაცვლილის სული არ შეიწოვოს, ვინმე ცნობილი ადამიანის გარშემო შექმნილი მითოლოგია), მითოლოგია თავისში მალავს ბევრ საიდუმლოებას, რომელსაც გამოკვლევა და ჩაძიება სჭირდება.

ტვიროსელების ვერსია როგორ გაჩნდა ღვინო ( ფინიკიური მითების ციკლიდან)


               ტვიროსელების ვერსია როგორ გაჩნდა ღვინო

ტვიროსი- ქალქი, რომელიც დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობს. სავაჭრო ქალაქი, რომელიც ძირითადა ფინიკიელებით იყო დასახლებული. ( ფინიკური სახლეწოდებაა ცორ-ი, თანამედროვე სახლეწოდებაა სურ-ი)

იყო დრო, როდესაც ტვიროსელებმა არ იცოდნენ ღვინის არსებობის შესახებ. იმ დროში ქალქთან ცხოვრობდა ერთი სტუმართმოყვარე მწყემსი. ერთხელ მის სახლთან მივიდა ჭაბუკი და რამის გატევება სთხოვა. მწყემსი სიხარულით დათანხმდა და სტუმარი იმასპინძლა. როგორც კი შევიდნენ, მწყემსა სტუმარი წასახემსებლად მაგიდასტან მიიწვია. საჭმელი რარიბული იყო, ძირტადა უბრალო პური იყო, მისაყოლებლად უბრალო წყალი იყო. ჭაბუკმა შეჭამა პური და წყლიანი ჭიქა ბოლომდე ჩაცალა. შემდეგ კი კეთილი სტურმობისთვის მასპინძელს საკუთარი საგზალი შესთავაზა.  თავის მიერ მოტანილი ხავსისგან ჭიქაში მან მეწამული ფერის სითხე ჩამოასხა და მასპინძლეს შესთავაზა. მწყემსმა სიამოვნებით  აიღო ნაბოძები სასმისი და დაიწყო დალევა. როდესაც ჭიქა ჩაცა, აღფრთოვანდა სასმელით და ჰკითხა ყმაწვილს, თუ სადიან აქვს მას ეს სასმელი? და რატომ არის ის წყლისგან განსხვავებით  სისხლის ფერი.და რატომ გეცვლება უკეთესობისკენ ხაისათი როდესაც სვამ. ხოლო როდესაც გცივა გათბობს.  და მაშინ ყმაწვილმა მიუგო რომ ეს ვენახის სისხლია. მწყემსის ქოხის სიახლოვეს იზრდებოდა ველური ვაზი. ყმაწვილი მივიდა ამ ვაზტან, მოწყვიტა ნაყოფი და ხელი მოუჭირა, მისგან წვენმა გამოჟონა, იმავე ფერის სითხემ, როგორიტაც ის მწყემს გაუმასპინძლდა.  მიანიშნა რა ამ ვაზზე  ყმაწვილმა უთხრა, რომ მისგან შეიძლება ამ ღვთაებრივი სასმელის მიღება.
ეს ყმაწვილი კი ღვთაება დიონისე იყო, რომელსაც ფინიკიელები შადრაპის სახელით იცნობენ.  ასე ისწავლეს ხალხმა ღვინის დამზადება. ტვიროსიდან ღვინის კულტურა სხვა ქვეყნებში და ხალხებში გავრცელდა.  ტვიროსში კი ამის შემდეგ ყოველ წელს აღინიშნებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებული ღვინის დღესასწაული, რომლის დროსაც ხალხი ბევრ ღვინოს სვამდა.
შენიშვნები:
1. ტვიროსი- ქალქი, რომელიც დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობს. სავაჭრო ქალაქი, რომელიც ძირითადა ფინიკიელებით იყო დასახლებული. ( ფინიკური სახლეწოდებაა ცორ-ი, თანამედროვე სახლეწოდებაა სურ-ი)

ჩააკი - ინდიელთა ტომ მაიას მითოლოგიაში წვიმის, ჭექა ქუხილის და მეხის ღვთაება.


ჩააკი - ინდიელთა ტომ მაიას მითოლოგიაში წვიმის, ჭექა ქუხილის და მეხის ღვთაება.
ღვთაების აღწერილობა: ღვთაებისთვის დამახასიათებელია გრძელი ცხვირი, ცულები, რომელიც გველების პირიდან გამოდის, ცისფერი ფერის სხეული( რაც მის ცასთან კავშირზე მიუთითებს) .
ღვთაების ატრიბუტიკა: ცული ( მისი სახელი ჩააკი სიტყვასიტვით ცულს ნიშნავს მაიას ენაზე). ანთებული ჩირაღდანი ( სიმბოლო მეხდაცემული ხეებისა), ჭურჭელი წყლით.
თაყვანისცემა: თაყვანს სცემდნენ, როგორც მხოლობით ისე მრავლობით რიცხვში, ასე მაგალითად ჩააკის 4 იპოსტასი განასახიერებს დედამიწის ოთხ მხარეს, (4 მიმართულებას) : წითელი აღმოსავლეთს ( chac xib chaac), თეთრი ჩაკი ჩრდილოეთს ( ( sec xib chaac), შავი ჩაკი დასავლეთს ( ex xib chaac) , ყვითელი ჩაკი სამხრეთს (kan xib chaac).
ჩვენამდის მოღწეულ მაიას თქმულებებში ხშირად იხსენიება  ჩააკი, რომელიც უღრან ტყეში, გამოქვაბულში ცხოვრობს. ჩააკის კულტის თაყვანისცემის ტრადიცია ზოგიერთ ინდლიეთა ტომში დღესაც არის შემორჩენილი. იუკატანთან  ჩვენს დროშიც ასრულებენ ცერემონიას, რომელიც წვიმის მოყვანასთან არის დაკავშირებული ( წვიმას კი ჩაჩაკ - ის სახელით მოიხსენიებენ). აცტეკების მითოლოგიაში ჩაკ ს შეესაბამება ტლალოკი.
ღვთაება ჩაკი არ არის არანაირ კავშირში მოგვიანო  პოსტკლასიკური პერიოდის ქანდაკებებთან და სამსხვერპლოებთან, რომლებიც „ჩაკ მოლის“ სახელითაა ცნობილი და 19 საუკუნიდანაა ცნობილი.

Monday, July 2, 2012

დასკვნითი ტესტი ბერძნულ მითოლოგიაში ( თემა ჰომეროსის ილიადა)



  1. (2 ქულიანი კითხვა)
ეს ადამიანი გახლავთ ავტორი ნაწარმოებისა, სადაც აღწერილია ბრძოლა ბერძნებსა და ტროელებს შორის.

ა. თეზევსი
ბ. ჰენრიხ შლიმანი
გ. ჰომეროსი
დ. ტანტალოსი
  1. (1 ქულიანი კითხვა) 
ვაშლი, რომელზეც ეწერა სიტყვა „ულამაზესი“ ამ ქალღვთაებას ერგო
ა. ათენას
ბ. აფროდიტეს
გ. ჰერას
დ. არტემიდეს


3. ( 3 ქულიანი კითხვა)
ის აგამემნონის ძმა და მშვენიერი ელენეს მეუღლე იყო, რომელსაც პარისმა ელენე მოსტაცა, რა ერქვა ამ ბერძენ გმირს?
ა. დიომედი
ბ.პალამედი
გ. ოდისევსი
დ. მენელაოსი

4. ( 1 ქულიანი კითხვა)
ეს ბერძენი გმირი დედამ ქალის ტანსაცმელით შემოსა, რა ერქვა ამ გმირს?
ა.  პატროკლე
ბ.  აქილევსი
გ.  ნეოპტოლემეოსი
დ.ოდისევსი


5.  ( 4 ქულიანი კითხვა)
აგამემნონის ეს ქალიშვილი მსხვერპლად უნდა შეეწირათ ქალღვთაება არტემიდასთვის
ა. იფიგენია
ბ.ბრისაიდა
გ.ანდრომახა
დ. თეტიდა

 6. ( 2 ქულიანი კითხვა)
ჰერკულესის ამ მეგობარს კუნძულზე გველმა უკბინა, რის გამოც ის ბერძნებმა მიატოვეს, მის შხამიან ისრებთან და მშვილდთან ერთად.
ა. ფენიქსი
ბ. მერელინი
გ. ნეოპტოლემეოსი
დ. ფილოქტეტი

7. ( 5 ქულიანი კითხვა)
რომელი კაცი ღვთაებაა გამოსახული თქვენს წინაშე, თუკი გეტყვით, რომ ის არტემიდეს ძმაა და აქილევსის მოკვლაში პარისს დაეხმარა.
ა. აპოლონი
ბ. ჰეფესტო ( ჰეფესტოსი)
გ. ჰერმესი
დ. დიონისი

8. ( 3 ქულიანი კითხვა)
ამ ბერძენმა გმირმა თავი მოიგიჟიანა რომ ტროას ომში არ წასულიყო
ა. დიომედი
ბ. ოდისევსი
გ. ნესტორი
დ. კალხასი



9.  ( 4 ქულიანი კითხვა)
ამ ბერძენმა გმირმა ერთ ერთ ბრძოლაში დაჭრა ღვთაება არესი
ა. მენელაოსი
ბ. ოდისევსი
გ. დიომედი
დ. აქილევსი

10. ( 5 ქულიანი კითხვა)
თქვენს წინაშე წარმოდგენილი ოთხი ფოტოდან, რომელზეა გამოსახული ომის ღვთაება არესი?
ა.

ბ. 

გ. 
                                          დ.


11. ( 3 ქულიანი კითხვა)
ამ გმირის ნაჩუქარი ხმლით მოიკლა თავი ბერძენმა გმირმა აიაქსმა
ა. აქილევსის
ბ. ჰექტორის
გ. ნესტორის
დ. პარისის

12. ( 4 ქულიანი კითხვა)
აქილევსის ამ მეგობარმა გადაიცვა აქილევსის ტანსაცმელი და ტროელებთან ბრძოლაში დაეხმარა ბერძნებს. ის ჰექტორმა მოკლა.
ა. ნეოპტოლემეოსი
ბ. ფილოქტეტი
გ. აიაქსი
დ. პატროკლე

13. ( 3 ქულიანი კითხვა)
ასე ერქვა ძილის ღვთაებას ბერძნულ მითოლოგიაში, რომელმაც ბულბულის სახე მიიღო და ზევსი დააძინა



ა. ტანატი
ბ. ტანტალოსი
გ. ჰიპნოსი
დ. ჰერმესი
14. ( 2 ქულიანი კითხვა)
ამ ღვთაებამ აქილევსს, პატროკლეს სიკვდილის შემდეგ  ახალი იარაღი გამოუჭედა
ა. ჰეფესტოსმა ( ჰეფესტომ)
ბ. პრომეთემ
გ. ჰერმესმა
დ. ჰერკულესმა

15. ( 4 ქულიანი კითხვა)
აქილევსის სიკვდილის შემდეგ, მისი იარაღი ამ გმირმა იგდო ხელთ.
ა. აიაქსმა
ბ. ჰექტორმა
გ. ნეოპტოლემეოსმა
დ. ფილოქტეტი

16. ( 1 ქულიანი კითხვა)
ჰექტორის სიკვდილის შემდეგ, ფოტოზე გამოსახული ეს ნივთები ტროელებმა სხეულის მის ამ ნაწილზე დაალაგეს

ა. ყურებზე
ბ. ხელებზე
გ. თვალებზე
დ. ლოყებზე
17. ( 2 ქულიანი კითხვა)
მებრძოლი ქალები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით არიან ცნობილნი.

ა. კოლხები
ბ. პიგმეები
გ. არგონავტები
დ. ამაზონები ( ამაზონკები)
18   .  ( 5 ქულიანი კითხვა)
აქილევსის დედას შვილი ქუსლით ეჭირა და ისე აბანავებდა ამ მდინარეში, შვილი უკვდავი რომ გამხდარიყო. რა ერქვა ამ მდინარეს?
პირველი ორი ასოა  სტ
სტ - - - -
19.   ( 4 ქულიანი კითხვა)
ასე ერქვა აქლიევსის შვილს, რომელიც ფილოქტეტთან ჩავიდა კუნძულზე.
ა. მერიონი
ბ. ნეოპტოლემეოსი
გ. პატროკლე
დ. ნესტორი

20.   ( 5 ქულიანი კითხვა)
მიუხედავად იმისა, რომ აქილევსის სხეულის გარშემო გამართულ ბრძოლაში ყველაზე მეტი ტროელი აიაქსმა მოკლა, აქილევსის დედის მიერ დაწესებული პრიზი „აქილევსის იარაღი“ ამ ბერძენ გმირს ერგო. რა ერქვა ამ ცბიერ გმირს?
ა. დიომედი
ბ. ოდისევსი
გ. ფენიქსი
დ. აგამემნონი
  1. ( 5 ქულიანი კითხვა)
ტროელთა ეს წინასწარმეტყველი, თავის შვილებთან ერთად ათენას მიერ გამოგზავნილმა გველებმა შეჭამეს. რა ერქვა ამ წინასწარმეტყველს?


ა. კასანდრა
ბ. უბრალოდ აპოლონის ქურუმი
გ. კალხასი
დ. ლაოკოონი

  1. ( 1 ქულიანი კითხვა)
ხის ეს ცხოველი დაეხმარა ბერძნებს ტროას აღებაში
ა. თხა
ბ. ღორი
გ. ცხენი
დ. ირემი




Wednesday, June 20, 2012

აიაქსის სიკვდილი ( გიორგი როფუსი 8 წლის)


ერთხელ მოხდა ესეთი რაღაცა, აიაქსმა მოკლა ბევრი ცხვარი, როცა გამოფხიზლდა, დაინახა რაც ჩაიდინა. შუადღეზე მდინარეზე გავიდა, ხანჯალი დაიჭირა და თავი მოიკლა. იმიტომ მოიკლა თავი, რომ გაგიჟდა.
მე როცა მასწავლებელმა მომიყვა, მე შემეშინდა მაგრა და გადავირიე.