Tuesday, December 11, 2012

რა არის მითოლოგია ( მოკლედ)


მითოლოგია ბერძნული სიტყვაა და თქმულების, გადმოცემის შესახებ საუბარს ნიშნავს. ბევრს მითოლოგია სიცრუედ მიაჩნია, არადა მითოლოგია რეალურ ფაქტებზე არის დაფუძვნებული, რომელიც არქეოლოგიური გათხრებით, მატერიალური კულტურით და ისტორიული წყაროებით დასტურდება. როგორც ფილოსოფოსი ალექსეი ლოსევი თავის ნაშრომში „მითის დიალექტიკა“ შენიშნავდა: მითოლოგიაში „ არ არის არაფერი შემთხვევითი, არასაჭირო,გამოგონილი,ფანტასტიკური. ეს ჭეშმარიტი და მაქსიმალურად კონკრეტული რეალობაა“. რატომ იქმნება მითოლოგია? ეს არის ვინმე ოდესღაც არსებული გმირის გაიდიალებისთვის, ამოუხსნელი მოვლენისადმი, თავისუფალი აზრის გამოქთმისადმი, ეს არის ამბავი რომელიც ცდილობს აგვიხსნას თუ როგორ გაჩნდა სამყარო, ადამაინები, ღმერთები, ფლორა და ფაუნა.  თუ რომელიმე მოვლენის ახსნა ვერ ხერხდებოდა უბრალო ადამიანი ცდილობდა მისი ახსნა მითოლოგიით მოეძებნა. მითოლოგიურ სამყაროში ზოგჯერ ადამიენები ღმერთებს ეხმარებიან, ებრძვიან, მითოლოგია ეს არის ადამიანის ფნატაზიის ზეიმი, რომელიც სინამდვილეს არ სცილდება, რაგდანაც ხშირ შემთვხვევაში მითოლოგიური პერსონაჟების ცხოვრება  რეალურ მოგზაურობაზე, გმირობაზეა აგებული. მითოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით ბევრ საინტერესო ფაქტს და სინამდვილეს აღმოვაჩენთ რომელიც რეალობაში მოხდა. ცნობლი მეცნიერი შლიმანი ჩაუღრმავდა ჰომეროსის ნაწარმოებს ილიადას და დაამტკიცა, რომ ანტიკურ პოეტთან აღწერილი ამბავი სინამდვილეს შეესაბამება, ისევე როგორც სინამდვილეა ოქროს ვერძის ამბავი, ან სკანდინავიური ღვთაებების ოდინის და თორის არსებობა, ოღონდ ტომის ბელადების სახით, რომელთაც შემდგმოში მიაწერეს მითოლოგიური თვისებები, სინამდვილეა კენტავრის არსებობაც, ამ სახელით ადრე სკვითებს მოიხსენიებდნენ, რომელნიც საშინელი შესახედაობის ყოფილან და ცხოვრების მეტ ნაწილს ცხენზე ატარებდნენ, აქედან წარმოსდგა სახელწოდებაც ადამიანი ცხენი -კენ ტავრუსი. ზოგჯერ მითოლოგიურ სიუჟეტებს ქრისტიანულ თქმულებებშიც ვხდებით, ისვე როგორც წმინდა გიორგის შესახებ თქმულებაში, სადაც საუბარი რეალურად არსებულ ადამიანზე, რომელიც ქრისტიანობის გამო შეეწირა და შემდგომში მითოლოგიური თვისებებიც შეიძინა. წმინდა გიორგი გველეშაპის დამმარცხებელია, გველეშაპის სახით კი ქრისტიანი წარმართობას გამოსახავდა. გველეშაპი რომ წარმართობასთან და წარმართვებთან იყო კავშირში, ამაზე წმინდა გიორგის იკონოგრაფიაც მეტყველებს სადაც ზოგჯერ გველეშაპის ნაცვლად იმპერატორი დიოკლეტიანე წარმოგვიდგება.
მითოლოგია ყველა ეპოქას მოერგო( თანამედროვეობასაც კი: ამოუცნობი ობიექტი, სარკის განეიტრალება პანაშვიდის დროს, რომ გარდაცვლილის სული არ შეიწოვოს, ვინმე ცნობილი ადამიანის გარშემო შექმნილი მითოლოგია), მითოლოგია თავისში მალავს ბევრ საიდუმლოებას, რომელსაც გამოკვლევა და ჩაძიება სჭირდება.

No comments:

Post a Comment