Sunday, December 23, 2012

საშობაო ზარები

                                                                                        

                                           შობაზე ზარების რეკვა თავის ტრადიციას ზამთრის წარმართული დღესასწაულიდან იღებს. როდესაც დედამიწა გაცივდა,ეგონათ რომ მზე მოკვდა, ხოლო ბოროტი სული გაძლიერდა. რომ განედევნათ ავი სული საჭირო იყო ხმამღლა ეხმაურათ( ჩინეთში ახალ წელზე  ავი სულების დასაფრთხობად  ფეირკვერკებს უშვებდნენ). ჩვენს დრომდე ზოგან შემორჩა ტრადიცია ზარების რეკვისა ამ დღეს, სიმღერებისა და ყვირილის თანხლებით.მთელ მსოფლიოს ეკლესიებიდან ამ დღე ისმის ზარების რეკვა, მაგრამ არა ავი სულების განსადევნად, არამედ ამითი  გამოხატავენ იესო ქრისტეს შობის სიხარულს.  სკანდინავიაში ზარების რეკვა სამუშაო დღის დასასრულის და დღესასწაულის დასაწყისი მანიშნებელია, ინგლისში ზარების რეკვა ეშმაკის დასამარებას და მესიისადმი მისალმებას ნიშნავს.
და თუ შობაზე შემოგესმათ საიდანღაც ზარების რეკვა და ვერ გაგირკვევიათ საიდან მოდის ეს ხმა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვიღაცას შეუყვარდით.
კეთილი სურვილებით ვლასი ვაწაძე

No comments:

Post a Comment