ქინგუ - შვა თიამათმა (
ურჩხულმა, რომელიც შუმერული ღვთაებების დაუძიენებლი მტერია. ქინგუ შვა იმისთვის,
რომ ტავისი მეუღლის აპუსუს სიკვდილისთვის ეძია შური). ( ტიამატი(«ти» (ti)- სიცოცხლე
и «ама» (ama) — დედა. ) - ოთხფეხა ურჩხული, რომელიც დაამარცხა მარდუქმა და
მისი სხეულისგან დედამიწა და ცა შექმნა. ზოგჯერ
ცეცხლისმფრქვეველ ხუთთავიან ურჩხულადაც წარმოგვიდგება). შვა სხვა 11 საშინელ
არსებასთან ერთად (გველები, გველეშაპები, ძაღლები ადამიანი თევზები,ადამიანი
მორიელები), რომლებიც შხამით აღსავსენი იყვნენ, ამ 11 ში კი ქინგუს განსაკუთრებული
როლი ერგო, რადგანაც ქინგუს დაეკისრა მოვალეობა თავი მოეყარა ქაოსის დაფანტული
ლაშქრისთვის და გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა ახალგაზრდა ღმერთებისთვის. მას
ტიამატმა გადასცა თავისი მეუღლის აპსუს ( აბზუს)
ინსიგნიები-ელვარე გვირგვინი და ბედისწერათა დაფები. (აპსუ(აბზუ)-(ab — წყალი,
zu — შორი)-მსოფლიო წყალი, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, რომლის კავშირით
ტიამატთან ცა და დედამიწა წარმოიქმნა.)
ქინგუს არმია
დამარცხებული იქნა მარდუქის არმიის მიერ. ტიამატი ამ ბრძოლაში იქნა მოკლული,
მარდუქმა მისი სხეული განკვეთა ორად ერთი ნაწილისგან დედამიწა შექმნა, მეორისგან
ცა. დამარცხების შემდეგ მარდუქის ინიციატივით ღვთაებებმა დასაჯეს ქინგუც: „ვინ იყო
იგი, ომი რომ ატეხა?ტიამატი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო? ( ჩემი შენიშვნა-თუ
თიამათმა რომ აამხედრა)....ქინგუა იგი, ომი რომ ატეხა, თიამათი რომ აამხედრა და
ბრძოლა წამოიწყო. შეკრეს იგი და ეას წინაშე მიიყვანეს, სასჯელი დააკისრეს და
სისხლი ამოართვეს; მისი სისხლისგან კაცთა
მოდგმა შექმნეს, ღმერთების სამსახური დააკისრეს მათ“ ( ღმერთებისადმი
სამსახური დააკისრა მათ ენქიმ). (ციტატა მოყვანილია შემდეგი წიგნიდან: ზურაბ
კიკნაძე „შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979, გვ. 142-143), ანუ სისხლი ამოართვეს
ქინგუს და მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმენს. ქინგუ, კიკნაძის აზრით კრებითი სახელია იმ ღმერთების,
რომელნიც უნდა მომკვდარიყვნენ, რათა კაცი გაჩენილიყო,მაგრამ იგი არ მომკვდარა როცა
მოკლეს. მისი სიცოცხლე შეეწირა კაცობრიობის გაჩენას,მისმა სსიცოცხლემ სისხლის
სახით ახალი სიცოცხლე ჰპოვა კაცთა მოდგმის სხეულში( სხვა ღმვთაებების მიერ მისი
სხეული თიხას შეურიეს და ასე იშვა ადამიანი). მისი სისხლი თითოელ ადამიანის
სხეულშია, თუმცა ადამიანი მოკვდავია, მაგრამ უკვდავია კაცთა მთელი მოდგმა მის ერთიანობაში. სწორედ ამიტომ იყო რომ
ეს კაცთა მოდგმა გადაურჩა ღმერთებისგან მოვლენილ უამრავ ხიფათს ( მათ შორის
წარღვნასაც). ოღონდ ესაა, რომ ადამიანის ძარღვებში დის მეამბოხე ღვთაებების სისხლი, რამაც მგანსაზღვრა
მისი ბუნება და მომავალი ბედი.
ადამიანის მოდგმის
შექმნა კი მარდუქს და სხვა ღვთაებებს იმისთვის სურდათ, რომ ტიამატზე და ქინგუზე
გამარჯვება მარად ეზეიმათ და დავიწყებას არ მისცემოდა, ამასთანავე იმისთვის, რომ
ადამიანთა მოდგმას ღვთაებები ეკვებათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ენუმა ელიში
ზურაბ კიკნაძე
„შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979
No comments:
Post a Comment