Saturday, December 15, 2012

მედუზა გორგონა



                                 მედუზა გორგონა ( მბრძანებელი, მცველი) 
 
მამა-ფორკისი - ( აბობოქრებული ზღვების ღვთაება. და და ამასთანავე მეუღლე კეტო) 
ომეროსის მიხედვით ციკლოპ პოლიფემის მამაა. ( სხვა შვილები მისი იხილეთ ქვემოთ)
დედა-კეტო - ფორკისის და და მეუღლე. (სახელი მოდის ბერძნული სიტყვა კიტოსიდან და ზღვის ურჩხულს ნიშნავს. შესაძლოა ამ სიტყვიდან მოდის რუსული სიტყვა КИТ. 
კეტო არის ზღვის უკიდეგანო ძირის და ურჩხულების მფარველი. მისი და ფორსისი 
შვილები არიან: ურჩხული ლადონა,ერთ ერთი ვერსიით ექიდნა, გორგონები, 
ჰესპერიდები ( ერთ ერთი ვერსიით), სირინოზები ( ასევე ერთ ერთი ვერსიით) . ფორკისის და კეტოს შვილებს ფორკიდებად მოიხსენიებენ.  სახელ კეტოს ატარებდა ის 
ურჩხული, რომელსაც ანდრომედა უნდა შეეჭამა და რომელიც პერსევსმა კლდედ აქცია, დაანახა რა მედუზა გორგონას თავი ( ანუ დედა გაანადგურა  თავისმა ქალიშვილმა) ( თუმცა ურჩხული კეტო არ იხსენიება ოვიდეუსის მეტამორფოზებში).
შენიშვნა 1: კეტო და ფორკისი გორგონების მშობლებად ფსევდო აპოლოდორის ნაშრომში „მითოლოგიური ბიბლითეკა“ იხსენიება ( ფსევდო აპოლოდორისი „მითოლოგიური ბიბლიოთეკა“  I 2, 6; II 4, 2-3
დები-სფენნო და ევრიალა-მედუზა მათი უმცროსი და იყო . ( ჰესიოდეს მიხედვით გორგონების დედა ვინმე გორგონა იყო - იხილეთ ჰესიოდეს „მეტამორფოზები) მხოლოდ მედუზა იყო ამ სამთაგან მოკვდავი.გორგონები ადამიანთა სისხლით იკვებებოდნენ.
პირველი და ევრიალა- სახელი ითარგმნება, როგორც შორს მხტომელი. პინდარიუსის მიხედვით უნდოდა შური ეძია მოკლული დისთვის და პერსევს გამოეკიდა, მაგრამ პერსევსი გადარჩა ( იხ: პინდარიუსი პითიას სიმღერები XII 21) მისი შთამომავალი იყო ნიმფა, რომელიც ორიონის დედა იყო. 
მეორე და სფენნო - სახელი ითარგმნება, როგორც ძლიერი,ყოვლისშემძლე.
სიტყვა გორგონას თარგმანი-საშინელი
მედუზა გორგონას აღწერა-სხეული დაფარული იყო მკვრივი , მბზინავი ქერცლით.დიდი სპილენძის ხელები გრძელი ფრჩხილებით. სისხლისფერი თვალები, თმების მაგივრად ცოცხალი გველები.ფრთები, რომლითაც ჰაერში გადაადგილდებოდნენ.( Кун Н. А. Легенды и мифы древней Греции москва 1955).
მედუზას შვილები-პეგასუსი და ქრისაოსი, ასევე ლიბიის უდაბნოს ( სავარაუდოდ საჰარის უდაბნოს) გველები გაჩნდნენ მისი სისხლისგან.
ქმარი-პოსეიდონი  -  ზღვების მუეფე, რომელმაც მედუზა გააუპატიურა ათენა პალადას სამსხვერპლოსთან მოევლინა რა ჩიტის სახით. მისი თმები კი ათენამ გველებად აქცია, შური იძია რა იმის გამო რომ მედუზა მას სილამაზეში გაეჯიბრა. ( ჰიგინი „მითები“ 151)
მედუზა და პერესევსი - პერსევსი დანაიას ძე იყო, დანაიას ქმარი არგოსის მეფე აკრისილიუსი გახლდათ, რომელსაც უწინასწარმეტყველეს, რომ დანაის შვილის ხელით დაიღუპებოდა, ამიტომაც ცოლი ჯურღმულში ჩააგდო, სადაც მზის სხივიც კი არ შედიოდა მასზე შეყვარებული ზევსი ოქროს წვიმის სახით მოევლინა რის შემდეგაც იშვა პერსევსი, ამ ამბის გაგების შემდეგ არგოსის მეფემ დიდ კასრში ცასა დედა-შვილი და ზღვაში ჩააგდო. პერსევსი მეთევზე დიკტისმა იპოვა, რომელმაც ჩვილი და დედა თავის ძმა კიკლადის ერთ ერთი კუნძულის სერიფუსის მმართველ პოლიდექტს მიჰგვარა, სადაც პერსევსი იზრდებოდა. პოლიდექტს შეუყვარდა დანაია, თუმცა დანაია უარზე იყო, ის უკვე მოზრდილმა შვილმა პერსევსმა დაიცვა, პოლიდექტუს კი პერსევსი რომ მოეშორებინა , ეს უკანასკნელი მედუზა გორგონას ტავის მოსატანად გააგზავნა. გზად ნიმფებისგან მიიღო სამი საჩუქარი: 1. ჰადესის მუზარადი, რომელიც ადამიანს უჩინარს ხდიდა 2. მფრინავი სანდლები, რომლითაც ჰაერში ფრენა შეიძლებოდა 3. ჩანთა, რომელიც ხან დიდებოდა ხან პატარავდებოდა, იქიდან გამომდინარე რა ზომის ნივთი იდო მასში. ასევე ზევსის ბრძანებით პერსევს გადასაცა ტავისი ფარი ათენა პალადამ, რომელიც სარკესავით ბრწყინავდა და ირეკლავდა ყველაფერს, ჰერმესმა კი ფიჭისავით მსუბუქი ხმალი მისცა, რომელსაც ყველაზე მაგარი რკინის გაკვეთაც კი შეეძლო.
მედუზას დახმარებაშიდ ა ამოცნობაში პერსევს ჰერმესი დაეხმარა.პერსევსმა ახლად გამოღვიძევბულ მედუზას წააჭრა თავი ჰერმესის მახვილით. მედუზას სისხლი კლდეზე გადმოედინა, სისხლიდან პეგასუსი და გოლიათი ქრისაოსი იშვნენ. თავი ჩანტაში ცადო პერსევსმა. ხმაურზე მედუზას დებს გამოეღვიძათ, მათ დაიუწყეს დის მკვლელს ძებნა, მაგრამ ჯადოსნური მუზარადით პერსევსი უჩინარი შეიქმნა და გაექცა გორგონების შურისძიებას. ჰაერში მოფრინავდა პერსევსი ჯადოსნური სანდლების წყალობით, ჩანთიდან კი სისხლი ისხმებოდა, სისხლის წვეთები ლიბიის უდაბნოში დაიღვარა, და ამისგან გველები გაჩნდნენ.მისი სხეულის მარჯვენა ნაწილიდან გამოდენილი სისხლი, რომელსაც მკურნალი თვისება ჰქონდა ათენა პალადამ ესკულაპეს მისცა , რომელიც ადამიანთა სამკურნალოდ იყენებდა ამ სისხლს.
მედუზას ტავის დახმარებით პერსევსმა გიგანტ ატლასის დამარცხება და ანდრომედას გადარჩენა შეძლო, რის შემდეგაც ანდრომედას საქმრო ფინეოსი და მამობილი პოლიდევქტუსი მედუზას თავის დახმარებით გააქვავა (პირველს ქორწილიდან ანდრომედას წართემვა სურდა, მეორეს კი არ ეჯერა რომ პერსევსმა მედუზას თავი მიუტანა და მატყურაც კი უწოდა).
გმირობების ჩადენის შემდეგ ყველა საჩუქარი დაუბრუნა პერსევსმა თავის მფლობელებს, მედუზას თავი კი ათენა პალადას გადასცა, რომელმაც გორგონას თავი ფარზე დაამაგრა.
მედუზა ჰადესის სამეფოში-მედუზა გორგონა ჰადესი სამეფოში ჩასულ ოდისევს ხვდება, თუმცა მედუზას თავისი საოცარი თვისება სულიერის გაქვავების დაკარგული აქვს უკვე.
 
გორგონეიონები-თილისმა მედუზას თავის გამოსახულებით, რომელსაც ტანსაცმელზე, იარაღზე, მონეტებზე, შენობის ფასადებზე გამოსახავდნენ. მსგავსი ტრადიცია გვხდება თურქეთშიც, კერძოდ ქალაქ სტამბოლში ერებატანის ცისტერნებში დღესაც შემორჩენილია მედუზას თავი, რომელიც კოლონების საძირკველზეა გამოსახული. გვხდება ასევე საქართველოშიც: ანტიკურ ქალაქ ვანში მედუზას თავის რამდენიმე გამოსახულება იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს ავი თვალისგან დასაცავად იყენებდნენ ანტიკურ ეპოქაში მედუზა გორგონას თავებს.

No comments:

Post a Comment