Tuesday, December 11, 2012

ჩააკი - ინდიელთა ტომ მაიას მითოლოგიაში წვიმის, ჭექა ქუხილის და მეხის ღვთაება.


ჩააკი - ინდიელთა ტომ მაიას მითოლოგიაში წვიმის, ჭექა ქუხილის და მეხის ღვთაება.
ღვთაების აღწერილობა: ღვთაებისთვის დამახასიათებელია გრძელი ცხვირი, ცულები, რომელიც გველების პირიდან გამოდის, ცისფერი ფერის სხეული( რაც მის ცასთან კავშირზე მიუთითებს) .
ღვთაების ატრიბუტიკა: ცული ( მისი სახელი ჩააკი სიტყვასიტვით ცულს ნიშნავს მაიას ენაზე). ანთებული ჩირაღდანი ( სიმბოლო მეხდაცემული ხეებისა), ჭურჭელი წყლით.
თაყვანისცემა: თაყვანს სცემდნენ, როგორც მხოლობით ისე მრავლობით რიცხვში, ასე მაგალითად ჩააკის 4 იპოსტასი განასახიერებს დედამიწის ოთხ მხარეს, (4 მიმართულებას) : წითელი აღმოსავლეთს ( chac xib chaac), თეთრი ჩაკი ჩრდილოეთს ( ( sec xib chaac), შავი ჩაკი დასავლეთს ( ex xib chaac) , ყვითელი ჩაკი სამხრეთს (kan xib chaac).
ჩვენამდის მოღწეულ მაიას თქმულებებში ხშირად იხსენიება  ჩააკი, რომელიც უღრან ტყეში, გამოქვაბულში ცხოვრობს. ჩააკის კულტის თაყვანისცემის ტრადიცია ზოგიერთ ინდლიეთა ტომში დღესაც არის შემორჩენილი. იუკატანთან  ჩვენს დროშიც ასრულებენ ცერემონიას, რომელიც წვიმის მოყვანასთან არის დაკავშირებული ( წვიმას კი ჩაჩაკ - ის სახელით მოიხსენიებენ). აცტეკების მითოლოგიაში ჩაკ ს შეესაბამება ტლალოკი.
ღვთაება ჩაკი არ არის არანაირ კავშირში მოგვიანო  პოსტკლასიკური პერიოდის ქანდაკებებთან და სამსხვერპლოებთან, რომლებიც „ჩაკ მოლის“ სახელითაა ცნობილი და 19 საუკუნიდანაა ცნობილი.

No comments:

Post a Comment