Thursday, December 10, 2015

ტროასთან ომის დაწყების გამომწვევი მიზეზები და ბერძენთა მზადება ტროელებთან ომისთვის. სტატიის ავტორი: ლიზი დარსალია. მეექვსე კლასი


ფეტიდას და პელეოსის ქორწილში ერთადერთი ქალღვთაება რომელიც არ დაპატიჟეს იყო ერიდა - განხეთქილების და შურის ქალღვთაება, რომელიც ამის გამო გაბრაზდა და გადაწყვიტა შუღლი ჩამოეგდო ქორწილში, ამიტომაც ქორწილის სუფრაზე შეაგდო ოქროს ვაშლი წარწერით: „ ყველაზე  ლამაზს“, სხვა ქალღვთაებებს რომ გაერკვიათ ვინ იყო ყველაზე ლამაზი ვაშლი პარისს წაუღეს, პარისმა ძაალაუფლებას და საგმირო საქმეებს სიყვარული არჩია  და ულამაესად აფროდიტე აირჩია.

 ამის შემდეგ პარისმა მონაწილეობა მიიღო ტროას მეფის მიერ მოწყობილ ტრუნირში, რომელიც მოიგო ( ეს პარისი ტროას მეფის პრიამოსის ძე იყო, რომელიც თავის დროზე ტყეში გადააგდეს, რადგანაც არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ ტროას დაღუპვის მიზეზი პარისი უნდა გამხდარიყო),სასახლეში ცხოვრობდა წინასწარმეტყველი კასანდრა, რომელმაც პრიამოსს და მის მეუღლეს ამცნო რომ ტურნირში გამარჯვებული მათი დაკარგული შვილი პარისი იყო, დედ-მამას გაუხარდათ ეს ამბავო, პარისი თავისთან დაიტოვეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ გარკვეული ხანი. ერთ დღესაც ა აფროდიტე გამოეცხადა, რომელმაც უთხრა რომ პირობის შესრულებას აპირებდა და პარისს ყველაზე ლამაზი ქალი ელენეს სიყვარულის მოპოვებაში დაეხმარებოდა.პარისი ელენეს ესტუმრა, მენელაოსს ელენეს მეუღლე სასახლის დატოვება მოუწია საქმეების გამო. პარისს და ელენეს ერთმანეთი შეუყვარდათ და გაიქცნენ სასახლიდან. მენელაოსი როდესაც დაბრუნდა სახლში და ცოლი აღარ დახვდა, წავიდა თავის ძმასთან ( აგამემნონთან) და დახმარება სთხოვა. აგამემნონმა ომი გამოუცხადა ტროას და საბერძნეთის სხვა გმირებსაც მოუწოდა ომში მონაწილეობა.

მე ვფირობ რომ ყველაფერში დამნაშავე იყო აფროდიტე, მას არ უნდა წაეხალისებინა პარისი მოეტაცებინა ქმრიანი ქალი ელენე. ამ სიყვარულის გამო დაიწყო ომი ტროასა და ბერძნებს შორის 

Wednesday, December 9, 2015

თბილისური ლეგენდები (სერგეი ესენინის და პაოლო იაშვილის მისტიკით მოცული თვითმკვლელობა)


           სერგეი ესენინის და პაოლო იაშვილის მისტიკით მოცული თვითმკვლელობა










1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი საბჭოთა პოეტი სერგეი ესენინი, სერგეი ესენინი თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა. ქართველ პოეტებს ცისფერყანწელებს დამეგობრებია, განსაკუთრებით კი პაოლო იაშვილს. ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებია  ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები, მერე დავით გარეჯელის წყროსთან მიუყვანია და უთქვამს, რომ: არის ესეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებენ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელ კარებთან მიაქვთ, მიადებენ ამ კარებს, რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარებზე( ანუ რამდენჯერაც დათვლას მოასწრებ ქვის ჩამოვარდნამდე) იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩაო, სერგეი ესენინს მიუდია ქვა კარებზე, მაგრამ ისე რომ ერთამდეც კი ვერ მოასწრო დათვლა პოეტმა ქვა ძირს ჩამოვარდა, განცვიფრებულ პოეტს უთქვამს: -ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმაც მიადო, 13 მდე მოასწრო პაოლომ დათვლა, ეხლა პაოლო გაოცებულა და უთქვამს, ეს რარაც სისულელეა მართლაცო, მაგრამ არაუშვას, აი მომავალ წელს რომ მოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩერდებაო.
1925 წლის 28 დეკემბერს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. ( არადა ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გასჩენია ესენინს თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რატომღაც გადაუფიქრებია)
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით თავი მოიკლა , იმ თოფით რომლის ჩუქებასაც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთის აპირებდა.

                                    


                                                        


Tuesday, December 8, 2015

დალი ნადირობის ქალღმერთი სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე

                                           დალი ნადირობის ქალღმერთი
სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე  

დალი არის ნადირობის ქალღმერთი, რომელიც გამოირჩევა თავისი ოქროს თმებით. ის იცავს ტყეს, ცხოველებსა და ფრინველებს. მისი შვილია ამირანი, რომელიც მონადირე სულკალმახმა ისვილა. ამირანის ნათლია ღმერთია (იესო ქრისტე). დალი არის საკმაოდ მომხიბლელი და მაღლა მთებში ცხოვრობს, იქედან მისი გრძელი თმებია ჩამოფენილი. დალის შვილი ამირანი საკმაოდ ძლიერი გმირია, რომელსაც ორი ძმობილი უსუფი და ბადრი ჰყავს. 

პრომეთეს და ამირანის შედარებითი დახასიათება სტატიაზე მუშაობდნენ: სოფო კობახიძე, ანა ლოლუა, გიორგი ღლონტი

           
პრომეთე-ტიტანი-იაფეთის შვილი
ამირანი-სასწაული ძალის მფლობელი გმირი, რომელიც დევებს ( ტიტანებს ამარცხებს), ქალღვთაება დალის შვილი.
პრომეთეც და ამირანიც ღმერთმა კლდეზე ( მთაზე) მიაჯაჭვა. სასჯელად ფრინველი მიუსაჯეს, რომელიც ღვიძლს უკორტნიდა.
პრომეთეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, მას შეეძლო ეწინასწარმეტყველა მომავალი. იგი ზრუნავდა ადამიანების კეთილდღეობისთვის.
ამირანი მონადირე სულკალმახმა გაზარდა, ამირანის ნათლია კი ქრისტე იყო. როდესაც ამირანი დარწმუნდა თავის ძალაში, მან გასაჯიბრებლად ქრისტე გამოიწვია, რის გამოც ის დაისაჯა.

ამირანი და პრომეთე ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ ორივე მიჯაჭვულია,ორივე გმირია და ორივე თავდაჯერებული მითოლოგიური პერსონაჟია, რომლებიც ღმერთს აუჯანყდნენ.

პარისის მიერ ელენას მოტაცება. მიზეზები და შედეგები სტატიის ავტორი: სოფო კობახიძე. მეექვსე კლასი


როდესაც სამი ქალღვთაება პარისთან მივიდა ოქროს ვაშლის მისასაკუთრებლად, პარისმა სიყვარულია, ანუ სიყვარულის ქალღვთაება აფროდიტე ირჩია. აფროდიტე პარისს ულამაზეს ქალს ელენას შეპირდა, თუმცა მას დაავიწყდა რომ ელენა გათხოვილი იყო. როდესაც პარისმა გაიგო იმის ამბავი, რომ ელენა სხვაზე იყო დაქროწინებული, ჰკითხა თუ ოროგრ უნდა გამხდარიყო ელენე მისი მეუღლე, თუ ეს უკანასკნელი უკვე სხვა კაცზე იყო დაქროწინებული? აფროდიტემ კი უპასუხა, რომ ის თავის პირობას შეასრულებდა ყველაფრისდა მიუხედავად.
ჩემი აზრით ელენა არა სიყვარულით არამედ ძალით გათხოვდა მენელაოსზე, რადგანაც სხვა გამოსავალი არსებობდა, თუ ელენე თავის საქმროს არ აირჩევდა მაშინ შეიძლება, სხვა გმირებს შორის მის გამო სისხლი დაღვრილიყო, ამიტომაც ელენემ მენელაოსი აირჩია, როგორც ერთ ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე გმირი, ესე არჩეული ადამიანი კი მემგონი ელენეს არ ეყვარებოდა, ისევე როგორც მენელაოსს არ უყვარდა ელენე, რადგანაც მენელაოსს ელენე რომ ჰყვარეობდა, მასთან პარისის სტუმრობის დროს ელენეს უცხო სტუმართან მარტო არ დატოვებდა და თავის საქმეებზე არ წავიდოდა. სწორედ ამიტომ ნამდვილმა სიყვარულმა იზეიმა, ელენე და პარისი აფროდიტეს მფარველობის ქვეშ ხოლამდით ტროასკენ გაემგზავრნენ, ამ ყველაფერმა კი თუ პოემა „ ილიადას“ ავტორს ჰომეროსს დავუჯერებთ ბერძნებსა და ტროას შორის ომი გამოიწვია. თუმცა ომის მიზეზად მხოლოდ ერთი ადამიანი არ მიმაჩნია. დამნაშავე იყვნენ როგორც მენელაოსი, რომელმაც უყურადრებობა გამოიჩინადა ელენე უცხო სტუმართან ერთად დატოვა, დამნაშავე იყო აფროდეტე, რომელმაც პარისს სხვა კაცის ცოლი მოატაცებინა და დამნაშავე იყო პარისიც, რომლის საქციელიც ასევე არ არის გასამართლებელი, რომელმაც იცოდა, რომ ელენეს და მენელაოსის განძის მოტაცებს შესაძლოა ომი მოჰყოლოდა ბერძნებსა და ტროას შორის.



ამირანის ძაღლი ყურშა სტატიის ავტორი: გიორგი გელაშვილი VI კლასი

                

ყურშა არის ამირანის ( იგივე პრომეთეს ძაღლი, თუმცა პრომეთეს შესახებ მითში ძაღლი არ გვხდება). ყურშა არაჩვეულებრივი ძაღლია, მას ფრენაც შეუძლია. ეს ძაღლი არის არწივის მიერ შობილი. მითოლოგიის მიხედვით არწივების ბუდეში დადებული ერთ ერთი კვერცხიდან ფრთებიანი ძაღლი იჩეკებოდა, რომელსაც არწივები ბუდედან აგდებნენ ( მიზეზი იყო ის, რომ ძაღლს არწივის ბახალებისთის არ ევნო). ამირანმა არწივის მიერ გადმოგდებული ძაღლი შემთხვევით იპოვა, აღზარდა და ყურშა დაარქვა. ყურშა ჯიხვებზე ნადირობს და ამირანს ნადირობაში ეხმარება. ყურშა პრომეთე სერთგული ძაღლი გახდა და მას მაშინაც კი არ მოშორდა, როდესაც ღმერთმა ამირანი მთაზე მიაჯაჭვა. ყურშა ჯაჭვს ლოკავს, ყოველს შვიდ წელში ერთხელ რბილდება, ამირანმა უნდა აიწყვიტოს ჯაჭვი, ამგრამ ჯაჭვი ხელახლა მაგრდება. ყურშა ამირანს არ ტოვებს და მუდმივად მასთანაა. 

ოდინის აღწერა სტატიის ავტორი: მაკუნა ზითანიშვილი მეექვსე კლასი

                 
ოდინი არის წითელწვერა მეომარი ღვთაება, რომელსაც თავზე მუზარადი ახურავს. ცალთვალაა. ოდინს ერთხელ შეხვდა გოლიათი, რომელსაც მიმირი ერქვა, მიმირი ბრძენი ბუმბერაზი იყო, ოდინსაც უნდოდა ამ ბუმბერაზისავით ბრძენი ყოფილიყო, ამისთვის კი იმ წყაროდან უნდა დაელია წყალი, რომელსაც მიმირი იცავდა. მიმირმა კი ამის სანაცვლოდ ოდინს ცალი თალი მოსთხოვა. აი ესე სიბრძნისთის ოდინმა საკუთარი ცალი თვალი შეწირა.

ოდინს 8 ( ზოგჯერ 9) ფეხიანი ცხენი სლაპინირი ჰყავს. ასევე ორი ყვავი ახლავს , რომლებსაც მოსფილოს ამბები მიაქვთ ოდინთან. ოდინის თანამგზავრებს შორის ორი მგელიცაა: ერთს გაუმაძღარი ჰქვია, მეორეს მსუნაგი. 

ლეგენდა რამდენიმე ქართული მუსიკალური საკრავის შესახებ სტატიის ავტორი: ლილიკო კერესელიძე

ლეგენდა რამდენიმე ქართული მუსიკალური საკრავის შესახებ

სტატიის ავტორი: ლილიკო კერესელიძე
2015 წლის 21 ნოემბერს ძველ  თბილისში ექსკურსიის ფარგლებში მე, ნატალია ხიტალიშვილი და ლუკა გიორგაძე ვეწვიეთ მუსიკალური საკრავების მუზეუმს,ექსკურსია ჩაგვიტარა მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა ქეთევან ბაიაშვილმა გაგვაცნო ქართული და მსოფლიოს საკრავი ინსტრუმენტები. რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტთან საინტერესო ლეგენდები დაკავშირებული. სტატიაში მინდა მოგითხროთ ორ მათგანზე: გუდასტვირზე და დიპლიპიტოზე.
გუდასტვირი-ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართული, რაჭული, აჭარული,მესხური და ფშავური. გუდას შედგება ორი ნაწილისგან: გუდა და სტვირი. იგი მზადდება ძირითადად თხის ტყავისგან. გუდასტვირს ბანიც აქვს და მელოდიაც. მას აქვს ორი ლერწამი. ამ საკრავს დასალოცად იყენებდნენ. გუდასტვირზე დამკვრელს მესტვირეს ეძახიან. გუდასტვირს აქვს ასევე სარკე. ბერიკაობის დღესასწაულზე ( რომელიც 1 მარტს აღინიშნებოდა და ბუნების გაღვიძებასთან იყო დაკავშირებული), ყოველთვის უნდა ყოფილიყო გუდასტვირი და ფანდური. გუდასტვირის სარკეზე მზის სხივი წარმოიქმნებოდა და მზესტან მიშვერისას , ეს ათინათი ასრულებდა მზის სხივების ცეკვას. ბერიკაობა როგორც ზემოთ შევნიშნეთ დაკავშირებული იყო ბუნების გაცოცხლებასთან, მზესთან, შესაძლოა მზესთან კავშირის გამო გუდასტვირისგან მომდინარე მუსიკას ბერიკაობის დროს გაიგონებდით.
დიპლიპიტო - ძველ საქართველოში ქართველებს არ სჭირდებოდათ დასარტყამი ინსტრუმენტები( როგორც მუზეუმის თანამშრომელმა ბრძანა, ქართველები მრავალხმიან სიმღერებს მღეროდნენ ძირითადად, რომლის დროსაც დასარტყამი ინსტრუმენტები არ იყო საჭიროვო) : დოლი-სპარსეთიდან შემოვიდა, დიპლიპიტო-არაბეთიდან. დიპლიპიტოს შესახებ მუზეუმის თანამშრომელმა მოგვიყვა ლეგენდა, რომ დიპლიპიტოს გაჩენის შესახებ, რომელსაც ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელს უკავშირებს.
დიპლიპიტო თარგმანში- ორმაგ „ხაჭაპურს“ ( პიტას) ნიშნავს. მაკედონიაში არსებობდა ესეთი საჭმელი, რომელსაც პიტას ეძახდნენ.
დიპლიპიტოს თიხისგან ამზადებდნენ, მასში ნაკვერჩხალს ჩაყრიდნენ და შემდეგ ცომს დებდნენ. ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს დალაშქვრის დროს ერთხელ რაღაც წვეულებაზე ყოფილა, რომლის დროსაც დაუნახია ერთი მესაკრავე , რომელიც რაღაც საკრავზე უკრავდა.ალექსანდრე გაოცებულა და უკითხვას: -ეს ორმაგი პიტა თქვენთან საიდანო? (ანუ გაახსენდა საჭმელი პიტა, რომელშიც ცომს დებდნენ და ხაჭაპურისმაგვარ ცომეულს ამზადებნენ), აი ასე გაჩნდა დიპლიპიტოს სახელი, რომლის ძველი სახელი დაფდაფი ყოფილა.

Thursday, December 3, 2015

ამირანი და პრომეთე ( შედარებითი დახასიათება) სტატიის ავტორები: ლიზა დარსალია და ნიცა ქოქოლაძე

ამირანი და პრომეთე ( შედარებითი დახასიათება)
სტატიის ავტორები: ლიზა დარსალია და ნიცა ქოქოლაძე
                                                           პრომეთე
ჩვენი აზრით პრომეთე იყო ყველაზე ჭკვიანი, ზევსზე ჭკვიანი, რადგანაც მას შეეძლო წინასწარმეტყველება, იცოდა თუ როგორ დაემხობოდა ზევსის ძალაუფლება და მისი ზევსს ეშინოდა. პრომეთეს მიერ ღვთაებრივი ცეცხლის მოპარვამდე ადამიანები გაუნათლებლები და უსუსურები იყვნენ, პრომეთემ არა მარტო ღვთაებრივი ცეცხლი მისცა მათ, არამედ ასწავლა წერა-კითხვა, ხვნა-თესვა. ამის გამო ის ზევსის ბრძანებით  კავკასიონის ერთ ერთ მთაზე მიაჯაჭვეს. ყოველდრე მასთან არწივი მოფრინდებოდა და ღვიძლს უკორტნიდა, ღვიძლი მეორე დრეს იზრდებოდა  და მეორე დრეს მოფრენილი არწივი თავიდან უკორტნიდა. პრომეთე ესე იტანჯებოდა მანამდე, სანამ არწივი გმირმა ჰერკულესმა არ მოკლა და მას შემდეგ რაც პრომეთე დათანხმდა გაენდო საიდუმლოება იმისა, თუ როგორ დაკარგავდა ძალაუფლებას ზევსი , ჰერკულესმა ის ჯაჭვებისგან გაათავისუფლა.
                                                            ამირანი
ამირანი ნადირობის ქალღვთაება დალის შვილია. ამირანს ჰყავდა ორი ძმობილი: ბადრი და უსუპი. ამირანს დალის გარდაცვალების შემდეგ დედინაცვალი პატრონობდა ( სულკალმახის მეუღლე და ბადრი-უსუპის დედა), რომელიც ამირანს ავალდებულებდა დაეცვა ძმები და ფაქტიურად ბადრის და უსუპის მსახური ყოფილიყო. ამირანიც პრომეთეს მსგავსად ტიტანად შეიძლება აღვიქვათ. მათ შორის საერთო ისიცაა, რომ ორივე აუჯანყდა ღმერთს, ერთმა თუ ცეცხლი მოპარა ღმერთებს, რითიც ფაქტიურად თვითონაც ღმერთი გახდა, პრომეთე დაეხმარა ადამიანებს და ისიც კი თქვა, რომ ზევსის წინაშე მუხლს არასოდეს არ მოიდრეკდა, მეორემ-ამირანმა ღმერთი ორთაბრძოლაში გამოიწვია, იმის გამო რომ ორივე ღმერთის წინააღმდეგ გამოვიდა, ორივე კავკასიონის ერთ ერთ მთაზე იქნა მიჯაჭვული.


Wednesday, December 2, 2015

სვანეთის კოშკები სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე

                                                           სვანეთის კოშკები
სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე
სვანეთში ძველ დროში და ახლაც, ცხოვრობენ მაღალ კოშკებში, მაგრამ არ გეგონოთ ისეთი სასახლეები ზღაპრებში რომაა აღწერილი. მართალია აქაც მაღალ კოშკებზეა საუბარი, მაგრამ არა ზღაპრის სასახლეზე. ძველად კოშკებში ჩვეულებრივად ცხოვრობდა იქაური მაცხოვრებელი უფრო ხშირად პირველ სართულზე პირუტყვებისთის აწყობდნენ ბინას, მეორე სართულზე ინახავდნენ საჭმლის მარაგს, წლის განმავლობაში ნაშოვნსა და მოვლილს. მაგალითად: ხორბალს, ფქვილს, ხილს, ბოსტნეულს და სხვა. მეამე სართულზე კი თვითონ თავსდებოდნენ. კოშკი ისე იყო აშენებული, რომ ზვავის ან თოვლის შედეგად არ დაზიანებულლიყო. სვანეტში ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ კოშკი სანახევროდ თოვლში რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაფლულიყოს, რა თქმა უნდა არა მთლიანად. ამიტომაც არის მაღალ მთიან რეგიონებში ესეთი სახლები, რომელთა უპირველესი დანიშნულება მაინც მტრისგან თავდაცვა იყო.

ჩემი შენიშვნა: სტატიის ავტორმს ვფიქრობთ გამორჩა მთავარი დეტალი, რომ "კოშკზე მჭიდროდ მიშენებულია სქელკედლიანი ქვის სახლი (''ქორ''). მისი ზედა - სხვენის - სართული ''დარბაზ'' - ოჯახის საზაფხულო საცხოვრებელია, აქვე ინახავენ სანოვაგესა და თივას; იატაკში გაჭრილი ხვრელით თივას აწვდიან საქონელს საცხოვრებელ ოთახში - ''მაჩუბში'', ე.ი. პირველ-ქვედა სართულში",სტატიის ავტორმა მთლიანობაში აღიქვა კოშკი, როგორც საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მეექვსე კლასისის მოსწავლისთის ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოვიდა, რაც მთავარია სტატიაში შეინიშნება მსჯელობა, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია. 



არმაზის კერპი სტატიის ავტორი:ასანიძე 7 კლასი

არმაზის კერპი
სტატიის ავტორი: ბარელაძე

არმაზის შესახებ ცნობები ძირითადად ძველ ქართულ ხელნაწერებშია შემორჩენილი, რომლის მიხედვით ამ კერპის თაყვანისცემის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება ( ძვ.წ. III საუკუნე). არმაზი წარმოადგენდა მამაკაცის კერპს, რომელსაც სპილენძის ჯავშანი ეცვა და ოქროს მუზარადი ეხურა, ხელში შუბი ეჭირა. ის მეომარი ღვთაება იყო. კერპი ჩვეულებრივ ადამიანზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ქართელები მას თაყვანს ქრისტიანობის შემოსვლამდე სცემდნენ. ძველად ქართველები, როდესაც გაიღვიძებდნენ, სახით იმ მხარეს შეტრიალდებოდნენ სადაც კერპი იდგა და ლოცულობდნენ. ერთ დილასაც გაღვიძებულ ხალხს, რომელსაც უნდოდათ ელოცათ არმაზის კერპისათვის, როდესაც იმ მხარეს მიიხედეს სადაც კერპი უნდა მდგარიყო, კერპის მაგივრად დიდი ჯვარი-ქრისტიანობის სიმბოლო დაინახეს, რაზეც უკმაყოფილნი დარჩნენ და თქვეს : ამ ხეს უნდა ვცეთ თაყვანიო? არმაზის კერპი წმინდა ნინომ ლოცვით დაამსხვრია, იმ დღიდან ქართველები არა არმაზს ეთაყვანებიან, არამედ გახდნენ ქრისტიანები და ჯვარი გახდა ქრისტიანული რეილიგიის წმინდა სიმბოლო.

ზოროასტრულ რელიგიაში კეთილი და ბოროტი ძალების გადმონაშთები ქართულ ფოლკლორში სტატიის ავტორი: ნინი მარი . მეშვიდე კლასი.



ძველად ირანში იყო ორი მმართველი ღვთაება: აჰრიმანი და აჰურამაზდა, ისინი ადამიანის ბედს განაგებდნენ, ისინი იბრძონენ მსოფლიოში გაბატონებისკენ. ადამიანი სიცოცხლეშივე ირჩევდა საკუთარ მომავალს სიკვდილის შემდეგ, ის მოხვდებოდა აჰრიმანთან თუ აჰურამაზდასთან. ამ ძველი რელიგიის მიხედვით ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ წვრილ, ბეწვის ხიდზე გადიოდა, თუ ძაფი გაწყდებოდა, სული აჰრიმანთან ხვდებოდა.  აჰრიმანს ჰყავდა თავისი მსახურები: დევი, ეშმა, ვიშაპი და სხვა. ჩვენს დროში ამ კეთილი ღვთაების მსახურების სახელები შემორჩა, თუმცა ყველასთვის ნაკლებად ცნობილნი არიან, ხოლო ბორორტი ღვთების მსახურნი და დღემდე არიან ცნობილნი: ეშმა-ეშმაკი, ვიშაპი-გველვეშაპი, დაევი-დევი. განსაკუთრებით ხშირად ვხდებით დევს ბევრ ქართულ ზღაპარში, როგორც ბორორტ და უგუნურ არსებას. ჩემი აზრით სიკეთე იმიტომ გაქრა, რომ ჩვენ თვითონ უნდა გავიგნოთ გზა სიკეთისკენ. ბოროტების და სიკეთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორც წინაპრები ამბობდნენ: მარჯვენა მხარზე გაზის ანგელოზი, მარცხენაზე კი ეშმაკი, ისინი გკარნახობენ თუ როგორ მოიქცე. რამდენ კარგსაც გააკეთებ ერთი კიბით მიუახლოვდები ღმერთს. ხოლო რამდენ ცუდსაც იმდენჯერ დაშორდები მას. ჩვენი ბედი ჩვენივე ასარჩევია.


Thursday, March 19, 2015

ბედისწერა მითოლოგიაში ( სტატიის ავტორები ქეთი ჭიჭინაძე და ვლას ვაწაძე)

                                                          ბედისწერა
სტატიის ავტორი: ქეთი ჭიჭინაძე - 6 კლასი
ბედისწერა - სიტყვა, რომელიც ხშირად გვესმის. ხანდახან ადამიანები ყველაფერს, კარგს თუ ცუდს ბედისწერას ვაბრალებთ. საინტერესოა, მართლა სადღაც შორს წინასწარ არის ყოველივე ჩვენგანის ბედი დაწერილი? რთულია დაზუსტებით  გაეცეს პასუხი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც ყველაფერი ბედისწერაა და მას ვერ შევცვლით.

ჩემი კომენტარი:
იტალიური სკოლის მეექვსე კლასთან გავდივართ გერმანულ მითოლოგიას და ერთ ერთ თემას, რომელსაც შევეხეთ იყო ბედისწერის ქალღვთაებები ნორნები. ისინი სამნი არიან, რომლებისთის ცნობილია ყოველი არსის მომავალი და მისი შეცვლა არავის შეუძლია, მათ შორის ღმერთებსაც, ნორნებმა უწინასწარმეტყველეს ვალჰალას მკვიდრებს აღსასრული, ისევე, როგორც ოდინის ძის ბალდერის სიკვიდლი და დაბრუნება იწინასწარმეტყველეს.
სამივე ნორნი ღვთაებრივი ჩამომავლობის იყო და ყველა ღმერთზე უფროსი.
პირველ ნორნს სკულდი ჰქვია, მას მხრებზე ფრთები აქვს, შუბზე რიდე აქვს შემოხველი, რომელზეც ვეშაპი და მონადირეა გამოსახული. ის მომავალ ჰქმნის.
მის გვერდით მისი და უდრი ზის, რომელიც წარსულში იყურება.
მესამე ვერდანდია, რომელსაც ჭრელი სამოსი აცვია, ხელში სასწორი უჭირავს, ზედ სიცოცხლესა და სიკვდილს  წონის.
ნორნებს არასოდეს სძინავთ, მათ ძილი არ ეკარებათ.
ზოგჯერ სამივე ნორნი სტუმრობს ახლად დაბადებულს, კეთილგანწყობილი მხოლოდ ორია, მესამე კი რაღაც სიბოროტეს უწინასწარმეტყველებს ხოლმე.
ასე მაგალითად ერთხელ, ამ მესამემ ერთ ბავშვს უწინასწარმეტყველა, რომ ეს ბავშვი დაიღუპებოდა მაში, როდსაც ჩაიწვებოდა სანთელი, რომელიც მის დაბადების დროს ენთო. სანთელი ოჯახნის წევრებმა ჩააქრეს. ჩვილი როდესაც გაიზარდა, სახელოვანი გახდა, იოცხლა დიდხანს და მობეზრდა ამდენი სიცოცხლე, ამოიღო სანთელი, იჯდა და უყურებდა, სანთელი რომ ჩაიწვა ეს კაციც გარდაიცვალა.
სამნი არიან ბერძნულ მითოლოგიაში მოირებიც.
თავდაპირველად ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ყველა ადამიანს თავისი მოირები ჰყავს, თუმცა მოგვიანებით ეს რწემანა წარმოდგენა შეიცვალა.
პირველ დას კლოტო ჰქვია- ის ბედის მრთელია ( ანუ რთავს ბედს, ჰქნის ბედს)
მეორე დას ლახესისი ჰქვია- ის ადამიანის ბედს განსაზღვრავს ( ასევე შემთხვევითობას)
ატროპსი - დაუნდობელი, მკაცრი. ის ვიცნ საბოლოო ბედს საზღვრავს და თოკს ჭრის.
ერთ ერთი ვარიანტით ღამის ღვთაება ნიუტის ქალიშვილები არიან.
ისინი თვით ზევსის ბედსაც კი საზღვრავენ
მათ განსაკუთრებით მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცულობდნენ მათზე ქორწინების დღეს.
ქართული წარმართული რწმენა წარმოდგენებში არსებობენ ბედის მწერლები, რომლებიც ახალშობილს ბედს შუბლზე აწერენ. ზოგჯერ ცდებიან და არასწორედ აგზავნიან ადამიანს მკვდართა სამეფოში, შემდეგ კი მისი სულის უკან გამოხმობა უწევთ.

ზემოთ სამი ხალხის მითოლოგია წამოვადგინეთ, ფაქტი ერთია რომ სამივეგან ბედისადმი ბრმა რწმენაა, ადამიანი ბედით ცდილობდა აეხსნა თავისი წარმატება თუ წარუმატებლობა. გერმანულ და ბერძნულ მითში ბედს სამი და განაგებს, ქართულში ეს უცნობია, თუმცა სამივეგან ბედის ღვთაებები მიწისქვეშა ძალებთან არიან კავშირში. ბედის ღვთაებები ყველას განაგებენ, მოკვდავთ და უკვდავთ, მხოლოდ საკუთარი ბედის შესახებ არაფერი იციან, ისინი ხომ უფრო არქაულნი არიან ვიდრე მითოლოგიის ღმერთები, თუ ზევს ძალაუფლების დაკარგვა, გერმანულ ღვთაებებს კი დაისი ელოდებათ, ბედის ღვთაებები მარადიულნი არიან. და ამ მითოლოგიურ ფილოსოფიურ ლაბირინთში, რომ არ დავიკარგო, უბრალოდ ერთი ცნობილი ფრაზის პერეფრაზირებას გავაკეთებდი: ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი ეშინია ბედის .
ისე კი იყავით საკუთრი ბედის მჭედელნი, რადგანაც ბედი რომ შეცვალო ხელი უნდა გაანძრიო, ისევე როგორც ღმერთი ეუბნება ერთ კაცს, რომელიც იხრჩობა  სულხან საბას ერთ ერთ იგავში.

Tuesday, February 3, 2015

დათო ხაჩიძე VI კლასი ღვთაება თორი მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმში

დათო ხაჩიძე VI კლასი
ღვთაება თორი მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმში

თორი არის ოდინის ძე, რომელიც მართავს ცხრა სამეფოს. თორის ძმა არის ლოკი, რომელიც არის ყინულის გოლიათების შვილი. თორს აქვს მიოლნირის ურო, რომელიც ვარსკვლავის გულიდანაა გამოჭედილი და მის ძალას ვერაფერი ვერ შეედრება, ვერც შექმნაში და ვერც განადგურებაში. ის მეფი ერთგული თანამგზავრია. თორი ასგრადის ცხრა სამეფოდან ერთ ერთში ცხვორობს. აქვს რკინი ჩაფხუტი, რკინის ჩაცმულობა. ის არის ქერა, ლურჯი თვალებით, არის თავდაჯერებული. ის ბავშობიდან ებრძვის ყინულის გოლიათებს, რომელთაც არე ასების ერთ ერთი სამეფო დაიპყრეს.