Tuesday, December 8, 2015

პრომეთეს და ამირანის შედარებითი დახასიათება სტატიაზე მუშაობდნენ: სოფო კობახიძე, ანა ლოლუა, გიორგი ღლონტი

           
პრომეთე-ტიტანი-იაფეთის შვილი
ამირანი-სასწაული ძალის მფლობელი გმირი, რომელიც დევებს ( ტიტანებს ამარცხებს), ქალღვთაება დალის შვილი.
პრომეთეც და ამირანიც ღმერთმა კლდეზე ( მთაზე) მიაჯაჭვა. სასჯელად ფრინველი მიუსაჯეს, რომელიც ღვიძლს უკორტნიდა.
პრომეთეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, მას შეეძლო ეწინასწარმეტყველა მომავალი. იგი ზრუნავდა ადამიანების კეთილდღეობისთვის.
ამირანი მონადირე სულკალმახმა გაზარდა, ამირანის ნათლია კი ქრისტე იყო. როდესაც ამირანი დარწმუნდა თავის ძალაში, მან გასაჯიბრებლად ქრისტე გამოიწვია, რის გამოც ის დაისაჯა.

ამირანი და პრომეთე ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ ორივე მიჯაჭვულია,ორივე გმირია და ორივე თავდაჯერებული მითოლოგიური პერსონაჟია, რომლებიც ღმერთს აუჯანყდნენ.

No comments:

Post a Comment