არმაზის კერპი
სტატიის ავტორი:
ბარელაძე
არმაზის შესახებ ცნობები ძირითადად ძველ ქართულ ხელნაწერებშია
შემორჩენილი, რომლის მიხედვით ამ კერპის თაყვანისცემის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება
( ძვ.წ. III საუკუნე). არმაზი წარმოადგენდა მამაკაცის
კერპს, რომელსაც სპილენძის ჯავშანი ეცვა და ოქროს მუზარადი ეხურა, ხელში შუბი ეჭირა.
ის მეომარი ღვთაება იყო. კერპი ჩვეულებრივ ადამიანზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ქართელები
მას თაყვანს ქრისტიანობის შემოსვლამდე სცემდნენ. ძველად ქართველები, როდესაც გაიღვიძებდნენ,
სახით იმ მხარეს შეტრიალდებოდნენ სადაც კერპი იდგა და ლოცულობდნენ. ერთ დილასაც გაღვიძებულ
ხალხს, რომელსაც უნდოდათ ელოცათ არმაზის კერპისათვის, როდესაც იმ მხარეს მიიხედეს სადაც
კერპი უნდა მდგარიყო, კერპის მაგივრად დიდი ჯვარი-ქრისტიანობის სიმბოლო დაინახეს, რაზეც
უკმაყოფილნი დარჩნენ და თქვეს : ამ ხეს უნდა ვცეთ თაყვანიო? არმაზის კერპი წმინდა ნინომ
ლოცვით დაამსხვრია, იმ დღიდან ქართველები არა არმაზს ეთაყვანებიან, არამედ გახდნენ
ქრისტიანები და ჯვარი გახდა ქრისტიანული რეილიგიის წმინდა სიმბოლო.
No comments:
Post a Comment