Wednesday, December 2, 2015

ზოროასტრულ რელიგიაში კეთილი და ბოროტი ძალების გადმონაშთები ქართულ ფოლკლორში სტატიის ავტორი: ნინი მარი . მეშვიდე კლასი.



ძველად ირანში იყო ორი მმართველი ღვთაება: აჰრიმანი და აჰურამაზდა, ისინი ადამიანის ბედს განაგებდნენ, ისინი იბრძონენ მსოფლიოში გაბატონებისკენ. ადამიანი სიცოცხლეშივე ირჩევდა საკუთარ მომავალს სიკვდილის შემდეგ, ის მოხვდებოდა აჰრიმანთან თუ აჰურამაზდასთან. ამ ძველი რელიგიის მიხედვით ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ წვრილ, ბეწვის ხიდზე გადიოდა, თუ ძაფი გაწყდებოდა, სული აჰრიმანთან ხვდებოდა.  აჰრიმანს ჰყავდა თავისი მსახურები: დევი, ეშმა, ვიშაპი და სხვა. ჩვენს დროში ამ კეთილი ღვთაების მსახურების სახელები შემორჩა, თუმცა ყველასთვის ნაკლებად ცნობილნი არიან, ხოლო ბორორტი ღვთების მსახურნი და დღემდე არიან ცნობილნი: ეშმა-ეშმაკი, ვიშაპი-გველვეშაპი, დაევი-დევი. განსაკუთრებით ხშირად ვხდებით დევს ბევრ ქართულ ზღაპარში, როგორც ბორორტ და უგუნურ არსებას. ჩემი აზრით სიკეთე იმიტომ გაქრა, რომ ჩვენ თვითონ უნდა გავიგნოთ გზა სიკეთისკენ. ბოროტების და სიკეთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. როგორც წინაპრები ამბობდნენ: მარჯვენა მხარზე გაზის ანგელოზი, მარცხენაზე კი ეშმაკი, ისინი გკარნახობენ თუ როგორ მოიქცე. რამდენ კარგსაც გააკეთებ ერთი კიბით მიუახლოვდები ღმერთს. ხოლო რამდენ ცუდსაც იმდენჯერ დაშორდები მას. ჩვენი ბედი ჩვენივე ასარჩევია.


No comments:

Post a Comment