Wednesday, December 2, 2015

სვანეთის კოშკები სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე

                                                           სვანეთის კოშკები
სტატიის ავტორი: ნიცა ქოქოლაძე
სვანეთში ძველ დროში და ახლაც, ცხოვრობენ მაღალ კოშკებში, მაგრამ არ გეგონოთ ისეთი სასახლეები ზღაპრებში რომაა აღწერილი. მართალია აქაც მაღალ კოშკებზეა საუბარი, მაგრამ არა ზღაპრის სასახლეზე. ძველად კოშკებში ჩვეულებრივად ცხოვრობდა იქაური მაცხოვრებელი უფრო ხშირად პირველ სართულზე პირუტყვებისთის აწყობდნენ ბინას, მეორე სართულზე ინახავდნენ საჭმლის მარაგს, წლის განმავლობაში ნაშოვნსა და მოვლილს. მაგალითად: ხორბალს, ფქვილს, ხილს, ბოსტნეულს და სხვა. მეამე სართულზე კი თვითონ თავსდებოდნენ. კოშკი ისე იყო აშენებული, რომ ზვავის ან თოვლის შედეგად არ დაზიანებულლიყო. სვანეტში ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ კოშკი სანახევროდ თოვლში რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაფლულიყოს, რა თქმა უნდა არა მთლიანად. ამიტომაც არის მაღალ მთიან რეგიონებში ესეთი სახლები, რომელთა უპირველესი დანიშნულება მაინც მტრისგან თავდაცვა იყო.

ჩემი შენიშვნა: სტატიის ავტორმს ვფიქრობთ გამორჩა მთავარი დეტალი, რომ "კოშკზე მჭიდროდ მიშენებულია სქელკედლიანი ქვის სახლი (''ქორ''). მისი ზედა - სხვენის - სართული ''დარბაზ'' - ოჯახის საზაფხულო საცხოვრებელია, აქვე ინახავენ სანოვაგესა და თივას; იატაკში გაჭრილი ხვრელით თივას აწვდიან საქონელს საცხოვრებელ ოთახში - ''მაჩუბში'', ე.ი. პირველ-ქვედა სართულში",სტატიის ავტორმა მთლიანობაში აღიქვა კოშკი, როგორც საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მეექვსე კლასისის მოსწავლისთის ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოვიდა, რაც მთავარია სტატიაში შეინიშნება მსჯელობა, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია. 



No comments:

Post a Comment