Thursday, December 3, 2015

ამირანი და პრომეთე ( შედარებითი დახასიათება) სტატიის ავტორები: ლიზა დარსალია და ნიცა ქოქოლაძე

ამირანი და პრომეთე ( შედარებითი დახასიათება)
სტატიის ავტორები: ლიზა დარსალია და ნიცა ქოქოლაძე
                                                           პრომეთე
ჩვენი აზრით პრომეთე იყო ყველაზე ჭკვიანი, ზევსზე ჭკვიანი, რადგანაც მას შეეძლო წინასწარმეტყველება, იცოდა თუ როგორ დაემხობოდა ზევსის ძალაუფლება და მისი ზევსს ეშინოდა. პრომეთეს მიერ ღვთაებრივი ცეცხლის მოპარვამდე ადამიანები გაუნათლებლები და უსუსურები იყვნენ, პრომეთემ არა მარტო ღვთაებრივი ცეცხლი მისცა მათ, არამედ ასწავლა წერა-კითხვა, ხვნა-თესვა. ამის გამო ის ზევსის ბრძანებით  კავკასიონის ერთ ერთ მთაზე მიაჯაჭვეს. ყოველდრე მასთან არწივი მოფრინდებოდა და ღვიძლს უკორტნიდა, ღვიძლი მეორე დრეს იზრდებოდა  და მეორე დრეს მოფრენილი არწივი თავიდან უკორტნიდა. პრომეთე ესე იტანჯებოდა მანამდე, სანამ არწივი გმირმა ჰერკულესმა არ მოკლა და მას შემდეგ რაც პრომეთე დათანხმდა გაენდო საიდუმლოება იმისა, თუ როგორ დაკარგავდა ძალაუფლებას ზევსი , ჰერკულესმა ის ჯაჭვებისგან გაათავისუფლა.
                                                            ამირანი
ამირანი ნადირობის ქალღვთაება დალის შვილია. ამირანს ჰყავდა ორი ძმობილი: ბადრი და უსუპი. ამირანს დალის გარდაცვალების შემდეგ დედინაცვალი პატრონობდა ( სულკალმახის მეუღლე და ბადრი-უსუპის დედა), რომელიც ამირანს ავალდებულებდა დაეცვა ძმები და ფაქტიურად ბადრის და უსუპის მსახური ყოფილიყო. ამირანიც პრომეთეს მსგავსად ტიტანად შეიძლება აღვიქვათ. მათ შორის საერთო ისიცაა, რომ ორივე აუჯანყდა ღმერთს, ერთმა თუ ცეცხლი მოპარა ღმერთებს, რითიც ფაქტიურად თვითონაც ღმერთი გახდა, პრომეთე დაეხმარა ადამიანებს და ისიც კი თქვა, რომ ზევსის წინაშე მუხლს არასოდეს არ მოიდრეკდა, მეორემ-ამირანმა ღმერთი ორთაბრძოლაში გამოიწვია, იმის გამო რომ ორივე ღმერთის წინააღმდეგ გამოვიდა, ორივე კავკასიონის ერთ ერთ მთაზე იქნა მიჯაჭვული.


No comments:

Post a Comment