ლეგენდა
რამდენიმე ქართული მუსიკალური საკრავის შესახებ
სტატიის
ავტორი: ლილიკო კერესელიძე
2015 წლის 21 ნოემბერს ძველ თბილისში
ექსკურსიის ფარგლებში მე, ნატალია
ხიტალიშვილი და ლუკა გიორგაძე ვეწვიეთ მუსიკალური საკრავების მუზეუმს,ექსკურსია ჩაგვიტარა
მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა ქეთევან ბაიაშვილმა გაგვაცნო ქართული და მსოფლიოს საკრავი
ინსტრუმენტები. რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტთან საინტერესო ლეგენდები დაკავშირებული.
სტატიაში მინდა მოგითხროთ ორ მათგანზე: გუდასტვირზე და დიპლიპიტოზე.
გუდასტვირი-ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში
გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართული, რაჭული, აჭარული,მესხური და ფშავური.
გუდას შედგება ორი ნაწილისგან: გუდა და სტვირი. იგი მზადდება ძირითადად თხის ტყავისგან.
გუდასტვირს ბანიც აქვს და მელოდიაც. მას აქვს ორი ლერწამი. ამ საკრავს დასალოცად იყენებდნენ.
გუდასტვირზე დამკვრელს მესტვირეს ეძახიან. გუდასტვირს აქვს ასევე სარკე. ბერიკაობის
დღესასწაულზე ( რომელიც 1 მარტს აღინიშნებოდა და ბუნების გაღვიძებასთან იყო დაკავშირებული),
ყოველთვის უნდა ყოფილიყო გუდასტვირი და ფანდური. გუდასტვირის სარკეზე მზის სხივი წარმოიქმნებოდა
და მზესტან მიშვერისას , ეს ათინათი ასრულებდა მზის სხივების ცეკვას. ბერიკაობა როგორც
ზემოთ შევნიშნეთ დაკავშირებული იყო ბუნების გაცოცხლებასთან, მზესთან, შესაძლოა მზესთან
კავშირის გამო გუდასტვირისგან მომდინარე მუსიკას ბერიკაობის დროს გაიგონებდით.
დიპლიპიტო - ძველ საქართველოში ქართველებს არ სჭირდებოდათ
დასარტყამი ინსტრუმენტები( როგორც მუზეუმის თანამშრომელმა ბრძანა, ქართველები მრავალხმიან
სიმღერებს მღეროდნენ ძირითადად, რომლის დროსაც დასარტყამი ინსტრუმენტები არ იყო საჭიროვო)
: დოლი-სპარსეთიდან შემოვიდა, დიპლიპიტო-არაბეთიდან. დიპლიპიტოს შესახებ მუზეუმის თანამშრომელმა
მოგვიყვა ლეგენდა, რომ დიპლიპიტოს გაჩენის შესახებ, რომელსაც ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელს
უკავშირებს.
დიპლიპიტო თარგმანში- ორმაგ „ხაჭაპურს“ ( პიტას) ნიშნავს.
მაკედონიაში არსებობდა ესეთი საჭმელი, რომელსაც პიტას ეძახდნენ.
დიპლიპიტოს თიხისგან ამზადებდნენ, მასში ნაკვერჩხალს
ჩაყრიდნენ და შემდეგ ცომს დებდნენ. ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს
დალაშქვრის დროს ერთხელ რაღაც წვეულებაზე ყოფილა, რომლის დროსაც დაუნახია ერთი მესაკრავე
, რომელიც რაღაც საკრავზე უკრავდა.ალექსანდრე გაოცებულა და უკითხვას: -ეს ორმაგი პიტა
თქვენთან საიდანო? (ანუ გაახსენდა საჭმელი პიტა, რომელშიც ცომს დებდნენ და ხაჭაპურისმაგვარ
ცომეულს ამზადებნენ), აი ასე გაჩნდა დიპლიპიტოს სახელი, რომლის ძველი სახელი დაფდაფი
ყოფილა.