Sunday, December 23, 2012

საშობაო ზარები

                                                                                        

                                           შობაზე ზარების რეკვა თავის ტრადიციას ზამთრის წარმართული დღესასწაულიდან იღებს. როდესაც დედამიწა გაცივდა,ეგონათ რომ მზე მოკვდა, ხოლო ბოროტი სული გაძლიერდა. რომ განედევნათ ავი სული საჭირო იყო ხმამღლა ეხმაურათ( ჩინეთში ახალ წელზე  ავი სულების დასაფრთხობად  ფეირკვერკებს უშვებდნენ). ჩვენს დრომდე ზოგან შემორჩა ტრადიცია ზარების რეკვისა ამ დღეს, სიმღერებისა და ყვირილის თანხლებით.მთელ მსოფლიოს ეკლესიებიდან ამ დღე ისმის ზარების რეკვა, მაგრამ არა ავი სულების განსადევნად, არამედ ამითი  გამოხატავენ იესო ქრისტეს შობის სიხარულს.  სკანდინავიაში ზარების რეკვა სამუშაო დღის დასასრულის და დღესასწაულის დასაწყისი მანიშნებელია, ინგლისში ზარების რეკვა ეშმაკის დასამარებას და მესიისადმი მისალმებას ნიშნავს.
და თუ შობაზე შემოგესმათ საიდანღაც ზარების რეკვა და ვერ გაგირკვევიათ საიდან მოდის ეს ხმა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვიღაცას შეუყვარდით.
კეთილი სურვილებით ვლასი ვაწაძე

Saturday, December 15, 2012

მედუზა გორგონა



                                 მედუზა გორგონა ( მბრძანებელი, მცველი) 
 
მამა-ფორკისი - ( აბობოქრებული ზღვების ღვთაება. და და ამასთანავე მეუღლე კეტო) 
ომეროსის მიხედვით ციკლოპ პოლიფემის მამაა. ( სხვა შვილები მისი იხილეთ ქვემოთ)
დედა-კეტო - ფორკისის და და მეუღლე. (სახელი მოდის ბერძნული სიტყვა კიტოსიდან და ზღვის ურჩხულს ნიშნავს. შესაძლოა ამ სიტყვიდან მოდის რუსული სიტყვა КИТ. 
კეტო არის ზღვის უკიდეგანო ძირის და ურჩხულების მფარველი. მისი და ფორსისი 
შვილები არიან: ურჩხული ლადონა,ერთ ერთი ვერსიით ექიდნა, გორგონები, 
ჰესპერიდები ( ერთ ერთი ვერსიით), სირინოზები ( ასევე ერთ ერთი ვერსიით) . ფორკისის და კეტოს შვილებს ფორკიდებად მოიხსენიებენ.  სახელ კეტოს ატარებდა ის 
ურჩხული, რომელსაც ანდრომედა უნდა შეეჭამა და რომელიც პერსევსმა კლდედ აქცია, დაანახა რა მედუზა გორგონას თავი ( ანუ დედა გაანადგურა  თავისმა ქალიშვილმა) ( თუმცა ურჩხული კეტო არ იხსენიება ოვიდეუსის მეტამორფოზებში).
შენიშვნა 1: კეტო და ფორკისი გორგონების მშობლებად ფსევდო აპოლოდორის ნაშრომში „მითოლოგიური ბიბლითეკა“ იხსენიება ( ფსევდო აპოლოდორისი „მითოლოგიური ბიბლიოთეკა“  I 2, 6; II 4, 2-3
დები-სფენნო და ევრიალა-მედუზა მათი უმცროსი და იყო . ( ჰესიოდეს მიხედვით გორგონების დედა ვინმე გორგონა იყო - იხილეთ ჰესიოდეს „მეტამორფოზები) მხოლოდ მედუზა იყო ამ სამთაგან მოკვდავი.გორგონები ადამიანთა სისხლით იკვებებოდნენ.
პირველი და ევრიალა- სახელი ითარგმნება, როგორც შორს მხტომელი. პინდარიუსის მიხედვით უნდოდა შური ეძია მოკლული დისთვის და პერსევს გამოეკიდა, მაგრამ პერსევსი გადარჩა ( იხ: პინდარიუსი პითიას სიმღერები XII 21) მისი შთამომავალი იყო ნიმფა, რომელიც ორიონის დედა იყო. 
მეორე და სფენნო - სახელი ითარგმნება, როგორც ძლიერი,ყოვლისშემძლე.
სიტყვა გორგონას თარგმანი-საშინელი
მედუზა გორგონას აღწერა-სხეული დაფარული იყო მკვრივი , მბზინავი ქერცლით.დიდი სპილენძის ხელები გრძელი ფრჩხილებით. სისხლისფერი თვალები, თმების მაგივრად ცოცხალი გველები.ფრთები, რომლითაც ჰაერში გადაადგილდებოდნენ.( Кун Н. А. Легенды и мифы древней Греции москва 1955).
მედუზას შვილები-პეგასუსი და ქრისაოსი, ასევე ლიბიის უდაბნოს ( სავარაუდოდ საჰარის უდაბნოს) გველები გაჩნდნენ მისი სისხლისგან.
ქმარი-პოსეიდონი  -  ზღვების მუეფე, რომელმაც მედუზა გააუპატიურა ათენა პალადას სამსხვერპლოსთან მოევლინა რა ჩიტის სახით. მისი თმები კი ათენამ გველებად აქცია, შური იძია რა იმის გამო რომ მედუზა მას სილამაზეში გაეჯიბრა. ( ჰიგინი „მითები“ 151)
მედუზა და პერესევსი - პერსევსი დანაიას ძე იყო, დანაიას ქმარი არგოსის მეფე აკრისილიუსი გახლდათ, რომელსაც უწინასწარმეტყველეს, რომ დანაის შვილის ხელით დაიღუპებოდა, ამიტომაც ცოლი ჯურღმულში ჩააგდო, სადაც მზის სხივიც კი არ შედიოდა მასზე შეყვარებული ზევსი ოქროს წვიმის სახით მოევლინა რის შემდეგაც იშვა პერსევსი, ამ ამბის გაგების შემდეგ არგოსის მეფემ დიდ კასრში ცასა დედა-შვილი და ზღვაში ჩააგდო. პერსევსი მეთევზე დიკტისმა იპოვა, რომელმაც ჩვილი და დედა თავის ძმა კიკლადის ერთ ერთი კუნძულის სერიფუსის მმართველ პოლიდექტს მიჰგვარა, სადაც პერსევსი იზრდებოდა. პოლიდექტს შეუყვარდა დანაია, თუმცა დანაია უარზე იყო, ის უკვე მოზრდილმა შვილმა პერსევსმა დაიცვა, პოლიდექტუს კი პერსევსი რომ მოეშორებინა , ეს უკანასკნელი მედუზა გორგონას ტავის მოსატანად გააგზავნა. გზად ნიმფებისგან მიიღო სამი საჩუქარი: 1. ჰადესის მუზარადი, რომელიც ადამიანს უჩინარს ხდიდა 2. მფრინავი სანდლები, რომლითაც ჰაერში ფრენა შეიძლებოდა 3. ჩანთა, რომელიც ხან დიდებოდა ხან პატარავდებოდა, იქიდან გამომდინარე რა ზომის ნივთი იდო მასში. ასევე ზევსის ბრძანებით პერსევს გადასაცა ტავისი ფარი ათენა პალადამ, რომელიც სარკესავით ბრწყინავდა და ირეკლავდა ყველაფერს, ჰერმესმა კი ფიჭისავით მსუბუქი ხმალი მისცა, რომელსაც ყველაზე მაგარი რკინის გაკვეთაც კი შეეძლო.
მედუზას დახმარებაშიდ ა ამოცნობაში პერსევს ჰერმესი დაეხმარა.პერსევსმა ახლად გამოღვიძევბულ მედუზას წააჭრა თავი ჰერმესის მახვილით. მედუზას სისხლი კლდეზე გადმოედინა, სისხლიდან პეგასუსი და გოლიათი ქრისაოსი იშვნენ. თავი ჩანტაში ცადო პერსევსმა. ხმაურზე მედუზას დებს გამოეღვიძათ, მათ დაიუწყეს დის მკვლელს ძებნა, მაგრამ ჯადოსნური მუზარადით პერსევსი უჩინარი შეიქმნა და გაექცა გორგონების შურისძიებას. ჰაერში მოფრინავდა პერსევსი ჯადოსნური სანდლების წყალობით, ჩანთიდან კი სისხლი ისხმებოდა, სისხლის წვეთები ლიბიის უდაბნოში დაიღვარა, და ამისგან გველები გაჩნდნენ.მისი სხეულის მარჯვენა ნაწილიდან გამოდენილი სისხლი, რომელსაც მკურნალი თვისება ჰქონდა ათენა პალადამ ესკულაპეს მისცა , რომელიც ადამიანთა სამკურნალოდ იყენებდა ამ სისხლს.
მედუზას ტავის დახმარებით პერსევსმა გიგანტ ატლასის დამარცხება და ანდრომედას გადარჩენა შეძლო, რის შემდეგაც ანდრომედას საქმრო ფინეოსი და მამობილი პოლიდევქტუსი მედუზას თავის დახმარებით გააქვავა (პირველს ქორწილიდან ანდრომედას წართემვა სურდა, მეორეს კი არ ეჯერა რომ პერსევსმა მედუზას თავი მიუტანა და მატყურაც კი უწოდა).
გმირობების ჩადენის შემდეგ ყველა საჩუქარი დაუბრუნა პერსევსმა თავის მფლობელებს, მედუზას თავი კი ათენა პალადას გადასცა, რომელმაც გორგონას თავი ფარზე დაამაგრა.
მედუზა ჰადესის სამეფოში-მედუზა გორგონა ჰადესი სამეფოში ჩასულ ოდისევს ხვდება, თუმცა მედუზას თავისი საოცარი თვისება სულიერის გაქვავების დაკარგული აქვს უკვე.
 
გორგონეიონები-თილისმა მედუზას თავის გამოსახულებით, რომელსაც ტანსაცმელზე, იარაღზე, მონეტებზე, შენობის ფასადებზე გამოსახავდნენ. მსგავსი ტრადიცია გვხდება თურქეთშიც, კერძოდ ქალაქ სტამბოლში ერებატანის ცისტერნებში დღესაც შემორჩენილია მედუზას თავი, რომელიც კოლონების საძირკველზეა გამოსახული. გვხდება ასევე საქართველოშიც: ანტიკურ ქალაქ ვანში მედუზას თავის რამდენიმე გამოსახულება იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს ავი თვალისგან დასაცავად იყენებდნენ ანტიკურ ეპოქაში მედუზა გორგონას თავებს.

ქინგუ( შუმერული ღვთაება)


ქინგუ - შვა თიამათმა ( ურჩხულმა, რომელიც შუმერული ღვთაებების დაუძიენებლი მტერია. ქინგუ შვა იმისთვის, რომ ტავისი მეუღლის აპუსუს სიკვდილისთვის ეძია შური). ( ტიამატი(«ти» (ti)- სიცოცხლე и «ама» (ama) — დედა. ) - ოთხფეხა ურჩხული, რომელიც დაამარცხა მარდუქმა და მისი სხეულისგან დედამიწა და ცა შექმნა.  ზოგჯერ ცეცხლისმფრქვეველ ხუთთავიან ურჩხულადაც წარმოგვიდგება). შვა სხვა 11 საშინელ არსებასთან ერთად (გველები, გველეშაპები, ძაღლები ადამიანი თევზები,ადამიანი მორიელები), რომლებიც შხამით აღსავსენი იყვნენ, ამ 11 ში კი ქინგუს განსაკუთრებული როლი ერგო, რადგანაც ქინგუს დაეკისრა მოვალეობა თავი მოეყარა ქაოსის დაფანტული ლაშქრისთვის და გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა ახალგაზრდა ღმერთებისთვის. მას ტიამატმა გადასცა თავისი მეუღლის აპსუს ( აბზუს)  ინსიგნიები-ელვარე გვირგვინი და ბედისწერათა დაფები. (აპსუ(აბზუ)-(ab — წყალი, zu — შორი)-მსოფლიო წყალი, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, რომლის კავშირით ტიამატთან ცა და დედამიწა წარმოიქმნა.)
ქინგუს არმია დამარცხებული იქნა მარდუქის არმიის მიერ. ტიამატი ამ ბრძოლაში იქნა მოკლული, მარდუქმა მისი სხეული განკვეთა ორად ერთი ნაწილისგან დედამიწა შექმნა, მეორისგან ცა. დამარცხების შემდეგ მარდუქის ინიციატივით ღვთაებებმა დასაჯეს ქინგუც: „ვინ იყო იგი, ომი რომ ატეხა?ტიამატი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო? ( ჩემი შენიშვნა-თუ თიამათმა რომ აამხედრა)....ქინგუა იგი, ომი რომ ატეხა, თიამათი რომ აამხედრა და ბრძოლა წამოიწყო. შეკრეს იგი და ეას წინაშე მიიყვანეს, სასჯელი დააკისრეს და სისხლი ამოართვეს; მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმნეს, ღმერთების სამსახური დააკისრეს მათ“ ( ღმერთებისადმი სამსახური დააკისრა მათ ენქიმ). (ციტატა მოყვანილია შემდეგი წიგნიდან: ზურაბ კიკნაძე „შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979, გვ. 142-143), ანუ სისხლი ამოართვეს ქინგუს და მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმენს. ქინგუ,  კიკნაძის აზრით კრებითი სახელია იმ ღმერთების, რომელნიც უნდა მომკვდარიყვნენ, რათა კაცი გაჩენილიყო,მაგრამ იგი არ მომკვდარა როცა მოკლეს. მისი სიცოცხლე შეეწირა კაცობრიობის გაჩენას,მისმა სსიცოცხლემ სისხლის სახით ახალი სიცოცხლე ჰპოვა კაცთა მოდგმის სხეულში( სხვა ღმვთაებების მიერ მისი სხეული თიხას შეურიეს და ასე იშვა ადამიანი). მისი სისხლი თითოელ ადამიანის სხეულშია, თუმცა ადამიანი მოკვდავია, მაგრამ უკვდავია კაცთა მთელი მოდგმა მის ერთიანობაში. სწორედ ამიტომ იყო რომ ეს კაცთა მოდგმა გადაურჩა ღმერთებისგან მოვლენილ უამრავ ხიფათს ( მათ შორის წარღვნასაც). ოღონდ ესაა, რომ ადამიანის ძარღვებში დის  მეამბოხე ღვთაებების სისხლი, რამაც მგანსაზღვრა მისი ბუნება და მომავალი ბედი.
ადამიანის მოდგმის შექმნა კი მარდუქს და სხვა ღვთაებებს იმისთვის სურდათ, რომ ტიამატზე და ქინგუზე გამარჯვება მარად ეზეიმათ და დავიწყებას არ მისცემოდა, ამასთანავე იმისთვის, რომ ადამიანთა მოდგმას ღვთაებები ეკვებათ.

გამოყენებული ლიტერატურა:
ენუმა ელიში
ზურაბ კიკნაძე „შუამდინარული მითოლოგია“თბ.1979


Tuesday, December 11, 2012

ლილიტი


  

ლილიტზე ლეგენდის ყველაზე ადრეულ ფორმას 8-10 საუკუნეში მოღვაწე ბენ სირის ნაშრომში ვხდებით, რომელმაც იცოდა ლილიტის საწინააღმდეგო ავგაროზის  არსებობის შესახებ,რომლებზეც სამი ანგელოზის სახელი იყო დატანებული, მსგავსი ავგაროზების დამამზადებელი  ბენ სირი იყო. ბენ სირი თავსი თხზულებაში ანგელოზთა სახელებსაც გვამცნობს: სნვი,სნსვი და სმნგლოფი, რომლებიც ადამზე პირველ თქმულებასთან არიან დაკავშირებულნი.  ადამის პირველი ცოლის შესახებ თქმულებაში ვკითხულობთ:
„ ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტოსული ადამის მომზირალ უფალს შეეცოდა თავის ქმნილება და თქვა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა, და  ადამის მსგავსად მიწისგან ქალი შექმნა. სახელად კი  ლილიტი უწოდა.
ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი. ლილიტმა თქვა, ჩვენ თანასწორნი  ვართ, ორივენი მიწისაგან შეგვქმნეს  და ურთიერთობაში დომინირებაზე საუბარი არ შეიძლება. ადამი კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მოითხოვდა მეუღლისგან მორჩილებას, როგორც უფროსი. არცერთმა არ დათმო პოზიცია, მაშინ ლილიტი გაბრაზდა და გაფრინდა ცისკენ. გაოგნებული ადამი იდგა და ლოცვით მიმართავდა უფალს: უფალო ქალი რომელიც შენ მომეცი ჩემგან გაიქცა. მაშინ უფალმა დაადევნა სამი ანგელოზი: სნვი, სნსვი და სმნგლოფი,რომ ლილიტი დაებრუნებინათ. უფალმა ანგელოზებს შემდეგი ბრძანება მისცა:  თუ ის დაბრუნდება კარგი იქნება, მაგრამ თუ უარი თქვას მაშინ წყევლა ეწევა, შობს ყოველ დღე 100 ბავშვს და ასივე დაეღუპება. ანგელოზები ლილიტს ყოვლიშემძლე ზღვასთან წამოეწივნენ, რომელიც ეგვიპტესთან იმყოფებოდა (ვ.ვ. სავარაუდოდ საუბარია წითელ ზღვაზე), ანგელოზებმა გადასცეს უფლის ბრძანება, მაგრამ ლილიტს დაბრუნება არ სურდა, მაშინ ანგელოზებმა უთხრეს, რომ მას ზღვაში დაახრჩობდნენ ( ვ.ვ. ანუ ლილიტი ზღვაზში დაიხრჩობოდა) .
-დამტოვეთ მე, უთხრა ლილიტმა. მე  შემქნეს იმისთვის, რომ ახალშობილთ ავადმყოფობა შევყარო, თუ ახალშობილი მამრია, მაშინ მე ვიმბრძანებლებ მასზე. როდესაც ანგელოზებმა ლილიტის მუქარა მოსიმინეს, დაჟინებით მოითხოვეს  მისი დაბრუნება სამოთხეში. ლილიტი უარზე იყო, მაშინ ანგელოზებსა და ლილიტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თუ ლილიტი ანგელოზთა სახელს ან გამოსახულებას ავგაროზზე იხილავდა, ის ვერაფერს გააწყობდა ახალშობილებთან, ანუ ახალშობილებს ხელს ვერ ახლებდა. ლილიტი ასევე დათანხმდა, რომ შთამომავლობა არ მისცემოდა მას და ყოველ დღე მისგან შობილი  100 ახალშობილი დაღუპულიყო. მას შემდეგ, როდესაც ლილიტ ხედავს ავგაროზზე ანგელოზთა გამოსახულებას, ან სახელებს ბავშვი ჯანმრთელდება“. ფაქტია რომ ეს თქმულება ბევრად ადრეულია ვიდრე ბენ სირის ზემოთ მოტანილი თხზულება, ამაზე მეტყველებს ის, რომ ლილიტის სახელს ზოგიერთი მკვლევარი შუმერულ ქალღვთაება ლილთან აიგივებს, ლილ შუმერულად ჰაერს ნიშნავს, ივრითზე კი ითარგმნება როგორც ღამე-דממה לילית(ღამის სიჩუმე) , თუმცა მაინც მისი თავდაპირველი ფორმა შუმერული ლილი უნდა ყოფილიყო ( შუმერულ მითოლოგიაში გვხდება პერსონაჟები, რომლებიც ჰაერთან არიან კავშირშია: ენ ლილი-ბატონო ჰაერისა, ნინ ლილი-ქალბატონი ჰაერისა), ლილიტი ბიბლიურ თქმულებაში ჰაერთან, რომ არის დაკავშირებული ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის  სამოთხიდან მიფრინავს: „გაფრინდა ზეცისკენ“-(იხილეთ ზემოთ), ანუ ლილიტი ჰაერის ქალბატონად შეიძლება მოვიზროთ. მისი პერსოფინიკაცია კი ღამის ქალღვთაებად სამოთხის დატოვებისა და ანგელოზებთან შეთანხმების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სამოთხიდან საკუთარი ნებით წამოსული ლილიტი ბნელ ძალებთან ჰპოვებს კავშირს, რაც  მეორე თქმულებაში, შუა საუკუნეების მეორე წიგნში „ზოგარშია“  დაცული: სამოთხის დატოვების შემდეგ ლილიტი სამაელის მეუღლე ხდება (11,267 ბ), სამაელი კი ქრისტიანული მითოლოგიისა და თალმუდის მიხედვით „სიკვდილის ანგელოზია“. ხშირად მისი გაიგივება ხდება სატანასთან ( ერთ ერთი ვერსიით სწორედ სამაელმა აცდუნა ადამი და ევა სამოთხეში გველის სახით, კიდევ ერთი ვერსიით კი კაენის მამად ითვლება. კაენის დედად კი ზოგიერთი ლილიტს მიიჩნევს-Люциферианское Ведьмовство, Форд М, Суккубус Паблишинг (Luciferian Witchcraft, Succubus Publishing, Michael Ford), MMV) , ანუ ლილიტი დემონური ძალების დედად შეიქმნა სამაელზე დაქორწინების შემდეგ,  ლილიტმა გააკეთა არჩევანია კეთილსა და ბოროტს შორის. ზემოთ მოტანილი ორი თქმულება შუა საუკუნეების წერილობითი წყაროა, უფრო  ადრეული ჩანაწერები არ გაგვაჩნია, ერთადერთი ადრეული წყაროებიდან ძველი აღთქმის წიგნით (კონკრეტულად კი ესაია წინასწარმეტყველის წიგნით 34.14) შეიძლება ვიხელმძღვანელოთ, სადაც  ადრეულ თარგმანებში  სახელი ლილიტი არ მოიხსენიება, მაგრამ ჩანაცვლებულია სხვა დემონური არსებებით, ასე მაგალითად ძველი აღთქმის ერთ ერთ რუსულ თარგმანში ვკითხულობთ: „И зарастут дворцы её колючими растениями, крапивою и репейником — твердыни её; и будет она жилищем шакалов, пристанищем страусов. И звери пустыни будут встречаться с дикими кошками, и лешие будут перекликаться один с другим; там будет отдыхать ночное привидение и находить себе покой.  ( ჩემი თარგმანი)      „და შეიმოსებიიან სასახლეები ჭინჭრით. და გახდება ის აფთრათა და სირაქლემათა თავშესაფარი. და უდაბნოს მხეცები ველურ კატებს შეხვდებიან, ტყის კაცები კი ერთამენთის მოხმობას დაიწყებენ. იქ ჰპოვებს დასასვენებელს და სიმყუდროვეს ღამის მოჩვენება“ -ივრითზე ღამის მოჩვენება ჟღერს როგორც ლილიტ, ამ ტექსტის მთარგმნელმა ივრითიდან ეს სიტყვა თარგმნა არა როგორც საკუთარი სახელი, არამედ როგორც სიტყვა ღამე, ღამის მოჩვენება, შესაბამისად მთარგმნელისთვის შესაძლოა არ ყოფილიყო  არაფერი ცნობილი ადამის პირველ მეუღლე   ლილიტზე. ქართულ თარგმანში  ვკითხულობთ: „„ ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს“(ესაია 34.14)  ( ბიბლია. თბილისი 1989 საქართველოს საპატრიარქო),ამ  ქართულ თარგმანში ორ მითოლოგიურ პერსონაჟს ვხდებით, პირველი მათგანი ტყის მეუფე, ცხოველთა მფარველი და მონადირეთა რისხვა ნახევრად ადამიანი, ნახევრად თხა-ოჩოკოჩია, მეორე პერსონაჟი კი ალი გახლავთ, რომელიც ქართულ მითოლოგიაში განმარტებულია როგორც: ბოროტი სული, რომელიც ვნებს მშობიარე ქალებს, ცხოვრობს ტყეებში, კლდეებში, აქვს საშინელი შესახედაობა, მის ბოროტ ძალას კი შელოცვა და წმინდა გიორგის სახელი შეიძლება დაუპირისპირო.  ქართულ თარმგმანში სატანის იპოსტასთან საინტერესო პარალელებია გავლებულია, ის შედარებულია ოჩოკოჩს, რომელიც ნახევრად თხა ნახევრად ადამიანია, მსგვასი აღწერილობა სატანისა კი ხშირად გვხდება შუა საუკუნეებში.(ასე მაგალითად: შუა საუკუნეების ევროპაში კუდიანების შაბაშზე, კუდიანები კოცონის გარშემო ცეკვის შემდეგ უახლოვდებოდნენ ხისგან შექმნილ თხის გამოსახულებას და უკანალზე კოცნიდნენ ),ამ შემთხვევაში ხომ არ გვაქვს საქმე ლილიტის მეუღლის სამაელის აღწერილობასთან? რაც შეეხება მეორე პერსონაჟს, საინტერესოა რომ ლილიტი  თავისი სრული სიმბოლიკითაა წარმოდგენილი, თუ გავითვალისწინებთ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დაცულ ცნობებს ალის შესახებ, ბევრ პარალელს დავინახავთ: ალიც და ლილიტიც ხშირ შემთხვევაში მდედრობითი სქესისანი არიან, ალიც და ლილიტიც მშობიარე ქალებს ემტერებიან, ორივესგან დაცვა შელოცვით შეიძლება, ალის შემთხვევაში წმინდა გიორგის სახელის ხსენებით, ლილიტის შემთხვევაში კი სამი ანგელოზის ხსენებით. ანუ ქართულ მითოლოგიაში ლილიტმა ალის  სახით შემოაღწია, თუმცა ბევრი ახალი თვისებები დაიმატა.
რაც შეეხება ინგლისურენოვან თარგმანს:  And there shall the beasts of the desert meet with the jackals, and the wild goat shall cry to his fellow; the lilith also shall settle there, and find for herself a place of rest.(Is.  34.14 ) (Darby Bible Translation), როგორც ვხედავთ ინგლისურენოვან ამ თარგმანში ღამის მონსტრი, ღამის არსება, ღამე ორიგინალიდან არ არის პირდაპირ თარგმნილი და აღქმულია საკუთარ სახელად. ძველი აღთქმის ამ ნაწილის სხვა თარგმანებში ლილიტის მაგივრად ზოგან ღამეს, ზოგან კი ბუს ვკითხულობთ ( ძვ. წ. აღ. 3 ათასწლეულით დათარიღებულ ერთ ერთ ბარელიეფზე ღამის  ქალღვთაება, ერთ ერთი ვერსიით  ლილიტი გამოსახულია ორ ბუსთან ერთად).
ინგლისურენოვანი ბიბლიის ერთ ერთ კომენტარში  ბუ განმარტებულია, როგორც ღამის მოჩვენება, ებრაულ ლეგენდებში ქალი, რომელიც ღამის შვილებს შობს. (http://bible.cc/isaiah/34-14.htm).
ესაიას სამივე წიგნის თარგმანში ნათლად ჩანს, რომ მთაგრმნელებს გათვითცობიერებული ჰქონდათ, რომ კონკრეტულ მომენტში დემონურ არსებებაზე იყო საუბარი, ზოგი მთარგმნელი მას ღამის მოჩვენებად, ზოგი ბუდ აღიქვამს, ზოგიც კი მის პარალელს ადგილობრივ მითოლოგიურ წარმოდგენებში ეძებს.
რაც შეეხება ლილიტზე თქმულებაში მოხსენიებულ სამ ანგელოზს, მოეძებნებათ თუ არა მათ პარალელები შუმერულ მითოლოგიაში? მათი სახელებია: სნვი,სნსვი და სმნგლოფი. ივრითში ყველა ასო თანხმოვან ასოებს შეესაბამება, შესაბამისად ივრითში სახელი სნვი, დაიწერებოდა როგორც სნვ, მსგვასი სახელის მატარებელი ღვთაება კი აქადურ მითოლოგიაში გვხდება  მთვარის ღვთაება სინის სახელით, ის მზისა და სიყვარულის ღმერთების მამაა, რომელსაც სიმბოლურად ნახევარ მთვარის სახით გამოსახავენ. ის  თეთრ წვერიან მოხუცია, ბოროტმოქმედთა მტერი, ზეცაზე ნახევარმთავრის ფორმის ნავით მოგზაურობს, და  წყლის მიქცევა-მოქცევასაც განაგებს (ანუ ღამესთან და წყალთანაა კავშირში,ამასთანავე ბოროტმოქმედთა დამსჯელიცაა).  საინტერესოა, რომ სამივე ანგელოზის სახელში საწყისი ორი ასო SN-ია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზთა სახელებში აქადური ღვთაების სხვადასხვა იპოსტასთან გვქონდეს საქმე, თუმცა აქადურ მითოლოგიაში მსგავსი სახელების მატარებელი ღვთაებები არ გვხდება და მთვარის ღვთაებაზე ზემოთ თქმული, მხოლოდ ვარაუდად შეიძლება მოვიზროთ, თუმცა თუ დავუშვებთ ვარაუდს რომ ანგელოზის სახელ სნვიში ასახვა ჰპოვა აქადურმა ღვთაება სინმა, საინტერესო სიუჟეტს მივიღებთ: სინი მთვარის ღვთაებაა, ლილიტი სამ ანგელოზთან შეხვედრის შემდეგ ღამის დემონი ხდება. სინი ბოროტმოქმედებს ებრძვის, ამ კონკრეტულ შემთხევაში ბოროტმოქმედი ლილიტია.სინი ლილიტს ზღვასთან წამოეწია, წყლის მიქცევა მოქცევასთან კი მთვარეს პირდაპირი კავშირი აქვს. სინი არის ის ღვთაება რომელმაც უნდა უთვალთვალოს ლილიტს, რომ რამე ბოროტმოქმედება არ ჩაიდინოს და ბავშვებს არაფერი დაუსავოს, ანუ ჩვილთათვის ერთგვარ ავგაროზად უნდა იქცეს.თუ ამ ვარაუდს დავუშვებთ, ნათელი ხდება, თუ რატომ დაადევნეს ლილიტს სამოთხიდან მთვარის ღვთაება სინი, რომელმაც შუა საუკუნეებში სნვის სახელი მიიღო.
ბენ სირთან ლილიტი  იდუმალებით მოცული მითოლოგიური პერსონაჟია, რომელიც წინაღუდგა უფლის გადაწყვეტილებას, დაისაჯა და თქმულების მიხედვით დღემდე იტანჯება. ძველ აღმოსავლეთში ღვთაებათა მოვალეობანი ორად შეიძლება დავაჯგუფოთ: 1. მეომარი ღვთაებები ( ომის ღვთაებები) და 2. ნაყოფიერების ღვთაებები, ლილიტი ნაყოფიერებასთან უნდა იყოს კავშირში, უფრო სწორედ ის არის  ნაყოფიერების ღვთაების ანტიპოდი, რომელიც ნაყოფს იძლევა, მაგრამ მისი ნაყოფი არ ვითარდება, შესაძლოა დასაწყისში ლილიტი ნაყოფიერების ღვთაება ყოფილიყო, რომელმაც მეორე ნაყოფიერების ქალღვთაების კონკურენციას ვერ გაუძლო, და მის დაპირისპირებულ ძალად შეიქმნა.
მოცემულმა სიუჟეტმა ასახვა ასტროლოგიაშიც ჰპოვა არის შავი მთვარე, რომელსაც ლილიტს უწოდებენ და რომელსაც ადამიანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ანუ დადებით ნაყოფს არ იძლევა მას კეთილი მთვარე სელენა  ( მთვარის ქალღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში), უპირისპირდება.  

პეგასუსი


პეგასუსი
დედა - მედუზა გორგონა
მამა პოსეიდონი
ძმა ქრისაოსი 
მოვალეობა ზევსს ამარაგებდა მეხით და ელვით, (ოლიმპზე დამკვიდრდა შოის შემდეგ)
მუზები და პეგასი მოიხსენიებენ მუზების ცხენად. ერთ ერთი მითის თანახმად, როდესაც მთა ჰელიკონმა მუზების სიმღერით აღფრთოვანებულმა ცისკენ დაიწყო ასვლა, რომ შეეერებინა მისი ზეასვლა ( პოსეიდონის რჩევით) ჩლიქი ჩაარტყა ამ კლდეს გააჩერა (ჩემი შენიშვნა: შეიძლება პარალელის გავლება ბაბილონის გოდოლთან ), რის შემდეგაც კლდიდან გამოხეთქა შთაგონების წყარო ჰიპოკრენმა( ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ცხენის წყარო). (ჩემი შენიშვნა: ცხენისწყალი). ეს წყარო იქცა პოეტების და საერთოდ ხელოვნების აგონების წყაროდ.
ბელერაფონტი და პეგასი - ბელერაფონტს პეგასი ჰიმერას დამარცხებაში დაეხმარა. პეგასი ათენა პალადას რჩევის დახმარებით დაიმორჩილა. ეს ბელერაფონტი ერთ ერთი ყველაზე დიდ ცოდვილის სიზიფეს ამომავალი იყო, შესაბამისად იყო მასში რააც სიზფესეული, ჰიმერასან გამარჯვების შემდეგ, გადაწყვიტა ოლიმპზე ასვლა ღვაებრივი ცხენის დახმარებით, თუმცა პეგასს სიგიჟე მოჰგვარეს ღმერთებმა , რის შემდეგაც ბელერაფონტი მიწაზე ჩამოაგდო ცხენმა, ბელერაფონტი გაგიჟდა, გარკვეული პერიოდი იცოცხლადა მისი სული თავის ბაბუას შეუერთდა ჰადესის სამეფოში.

პ.ს. არ უყვარდათ ბერძნული პანთეონის ღვთაებებს, როდესაც მოკვდავი მათი ნებართვის გარეშე ზეცისკენ ასვლას ცდილობდა ( გაიხსენეთ იკაროსზე მითი) .

გოლემი


გოლემი-ებრაულ ფოლკლორში გოლიათ, რომელიც შუა საუკუნეების მითოლოგიაში დემონურ ძალასთან ასოცირდებოდა.
ანალოგი-ადამი
განსხვავება-გოლემი დაუმთავრებელი არსებაა.
ეტიმოლოგია-მომდინარეობს ებრაული სიტყვა გელემიდან ( ჰელემი?) და დაუმუშავებელ მასალას ნიშნავს.
წარმოშობა ლეგენდის-ლეგენდის წარმოშობა ტრადიცია, ჩეხეთში მოღვაწე რაბინ ლევის უკავშირებს, რომელმაც გოლემი შექმნა ებრაელი ხალხის დასაცავად.
ლეგენდის თანახმად გოლემი ყოველ 33 წელწადში ერთხელ ცოცხლდება.
როგორ შევქმნათ გოლემი-უნდა გამოვძერწოთ წითელი თიხისგან 10 წლის ბავშვის სიმაღლის ადამიანსი ფიგურა, უნდა წარმოვთქვათ ღერთის სახელი, შუბზე კი დავაწეროთ სიტყვა: zmet, ანუ ჭეშმარიტება
როგორ გავანადგუროთ-სიტყვა zmet უნდა მოვაშოროთ პირველი ასო, მიღებული სიტყვა met კი სიკვდლის ნიშნავს.
გაცოცხლებულ გოლემს ლაპარაკი არ შეუძლია და არც სული აქვს.
როდესაც გოლემი თავის მისიას შეასრულებს ის მტვრად იქცევა (მტვერი იყავი და მტვრად იქეციო :)).
პარალელი თანამედროვე მითოლოგიაში-გოლუმი ( იგივე სმეგოლი-ტოლკიენის)-ეს უკანასკნელი ოდესრაც ჰობიტი იყო, შესაძლოა ქვათ რომ გოლუმი არასრულყოფილი ჰობიტია, ისვე როგორც ებრაული გოლემი არასრულყოფილი ადამის პროტოტიპია. ( ეს ჩემი პარალელია).
სხვა პროტოტიპები-დასავლეთ ევროპის მითოლოგიაში ქვიშის კაცი, რომელიც ცელქ ბავშვებს ამშვიდებს და კეთილ და ზოგჯერ ბოროტ სიზმრებს ჰგვრის ხალხს.
იხსენიება გერმანელი მეზღაპრის ჰოფმანის ზღაპარში : ქვიშის კაცი", სევე ხშირად გვხდება სხვადასხვა კომიქსში ( მათ შორის ადამიან ობობაში") და კომპიუტერულ თამაშებში.